რა შეცდომებს უშვებენ ქალები ურთიერთობაში

2715
რა შეცდომებს უშვებენ ქალები ურთიერთობაში
რა შეცდომებს უშვებენ ქალები ურთიერთობაში

მამაკაცები, როგორც ცნობილია, ნაკლებად მომთხოვნები არიან. ურთიერთობაში მათი მოთხოვნების სია საკმაოდ მარტივია: მოვლილი ქალი, ფიზიკური სიახლოვე, გემრიელი საკვები და “ტვინი რომ არ შეჭამოს”. და მაინც არის ქალის ქცევები, რომლის პატიებაც მამაკაცებს არ შეუძლიათ და ამიტომაც მიდიან. ეს სულაც არ არის ღალატი, როგორც შეიძლება გაიფიქრო.

შორეულ აღმოსავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცი არი საყრდენი, რომელიც ორს იკავებს, ქალი კი ბალანსი. სწორედ ამიტომ ურთიერთობაში ფსიქოლოგიური კლიმატი და მათი ხანგრძლივობა პირდაპირ ქალებზე არის დამოკიდებული. სპეციალისტები ქალებს ურჩევენ ზოგიერთ საკითხში ფრთხილად იყვნენ, თუ არა სიყვარულს, პატივისცემას და თავად მამაკაცს დაკარგავენ.

დღეს გიამბობთ ქალების 5 შეცდომის შესახებ, რომლებიც მამაკაცს წასვლას აიძულებს.

რატომ მიდიან მამაკაცები
1. საჯარო კრიტიკა
ჯანსაღი კრიტიკა ურთიერთობაში სასარგებლოც კი არის, რადგან ეს მეორე ნახევრის განვითარებას ხელს უწყობს. თუმცა ეს ყოველთვის თქვენ შორის უნდა დარჩეს. სხვა ადამიანების თვალწინ არასდროს გააკრიტიკოთ ან მის უიღბლობას არ დასცინოთ, თუნდაც მშობლების წინ. მამაკაცები ძალიან ამაყები არიან და მოტივირებულები ხდებიან ქებით და არა საყვედურებით.

მის შესახებ სხვებთან რაც უფრო ბევრ კარგს ისაუბრებთ, მით უფრო მეტი სურვილი ექნება რომ მისი ქცევა თქვენი ნათქვამის შესაბამისი იყოს. და პირიქით, საჯაროდ მისი მუდმივი კრიტიკა თქვენ სიყვარულს უბრალოდ გაანადგურებს.

2. მასში მამაკაცის უარყოფა
როცა ქალი მამაკაცს, როგორც მეორე ხარისხოვანს, ისე ეპყრობა ის ამას შესანიშნავად გრძნობს. ასეთი მიდგომით ის სხვასთან წავა, როგორც კი ჰორიზონტზე ვინმე გამოჩნდება. პრინციპში გაუგებარია, რატომ ცხოვრობენ ქალები იმ ადამიანთან, ვისაც ვერ იტანენ. სამწუხაროდ, ასეთი კავშირები ბევრია.

3. გადაჭარბებული ეჭვიანობა
ეჭვიანობა გვიჩვენებს, რომ ადამიანი თქვენ გაფასებთ. თუმცა სულელური და მუდმივი ეჭვიანობა მხოლოდ უნდობლობასა და საკუთარ თავში თვითდაუჯერებულობაზე საუბრობს. სამსახურში დიდხანს დარჩა – დაკითხვა, მეგობრებთან ერთად წავიდა – დაკითხვა, თავი სადღაც შეაბრუნა – დაკითხვა და სკანდალი, რადგან 200 მეტრში გოგონამ გაიარა, რომელიც მან საერთოდ ვერც კი დაინახა.

მუდმივი ეჭვიანობის ატანა არავის შეუძლია. მამაკაცი ფიქრობს, რომ თქვენ ძველი პარტნიორის გამო ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ ან უბრალოდ მას არ ენდობით. და წავა იქ, სადაც სიმშვიდეს ნახავს.

4. მანიპულაცია 
მამაკაცმა ქალის გამო რამე უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად მისით მანიპულირება შეიძლება. ადრე თუ გვიან ის ყველაფერს მიხვდება. ნებისმიერი მანიპულაციის არსი ხომ სისუსტეა. მამაკაცს თავისი ბუნებით სისუსტის შეგრძნება არ სურს. შესაძლოა, თქვენ გაუაზრებლად ახდენთ მასზე მანიპულაციას, მაგრამ ეს არანაირ როლს არ თამაშობს.

5. შეურაცხყოფა
კრიტიკისგან განსხვავებით, შეურაცხყოფა მათ ცხოვრებისეულ დარტყმას აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მას აყენებთ შეურაცხყოფას თუ მის მეგობარს. ეს ყოველთვის უპატივცემულობის ნიშანი იქნება და მამაკაცი ამაზე მკაცრად რეაგირებს. საერთოდ, მამაკაცის პატივისცემა – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შეურაცხყოფაზე უარი თქვით და შეამჩნევთ, რომ ნელ-ნელა ჩხუბი და სკანდალი დავასა და დისკუსიაში გადავა.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ, როცა ნამდვილად უყვართ. რადგან საყვარელი მამაკაცი გსურთ რომ შეაქოთ და მოტივაცია შეუქმნათ და არა ყველა ნაკლის გამო უსაყვედუროთ. რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, გაუგებრობის და ურთიერთობის გაწყვეტის თავიდან ასაცილებლად, სულიერი საუბრისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოთ, სადაც თქვენ სურვილებსა და წყენაზე ისაუბრებთ.

დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრით რა იწვევს ურთიერთობის დაშლას? ასევე სტატია თქვენ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს