ეს სამი ხრიკი დაუბრუნებს თქვენს მკერდს სიმკვრივესა და სილამაზეს, ეფექტურობა გამოცდილია.

2204

მკვრივი და ლამაზი მკერდი – ნებისმიერი ქალბატონის სიამაყე. სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად და სხვა ფაქტორების გავლენით მკერდის ქსოვილები კარგავს ელასტიურობას, რასაც მივყავართ მკერდის ჩამოწელვამდე და მისი ლამაზი ფორმის დაკარგვამდე.

მკერდის ჩამოწელვის მიზეზები:

  • მოწევა (ამცირებს ქსოვილების ელასტიურობას);
  • წონის უეცარი მატება ან კლება;
  • ორსულობა და ბავშვის მკერდით გამოკვება;
  • მენოპაუზა;
  • არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი;
  • არაჯანსაღი კვება;
  • სხვადასხვა სერიოზული დაავადებები;

როგორ დავუბრუნოთ მკერდს ლამაზი ფორმა

ვივიენი გთავაზობთ 3 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის აწევაში და მისთვის ლამაზი ფორმის დაბრუნებაში.

1. ვარჯიშები მკერდისთვის

თუ თქვენ იცავთ მკაცრ დიეტას, გაითვალისწინეთ, რომ წონის კლებასთან ერთად თქვენი მკერდი დაკარგავს ლამაზ ფორმას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია წონის დაკლების პროგრამაში ჩართოთ ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის გამკვრივებაში და მისთვის ლამაზი ფორმის შნარჩუნებაში.

სპორტდარბაზში ან სახლის პირობებში ვარჯიშის დროს აუცილებლად გამოიყენეთ სპორტული ბიუსტჰალტერი. მკერდის კანი ძალიან თხელია, ხოლო დიდი დატვირთვის დროს ის შეიძლება კიდევ უფრო გადაიჭიმოს.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამართული და სწორი ხერხემლის გარეშე ლამაზი მკერდის მოპოვება შეუძლებელია!

2. პროდუქტები მკერდისთვის

გაზარდეთ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინ A და E_თი. ასეთი პროდუქტებია: იოგურტი, კვერცხი, თევზი, ავოკადო, ვაშლი, ზეთისხილი, მწვანილი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მსხალს, რადგან ის ყველაზე ეფექტური პროდუქტია მკერდის სიმკვრივის შესანარჩუნებლად.

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმში წყლის დეფიციტი განაპირობებს ქსოვილების ელასტიურობის დაკარგვას.

3. სპეციალური ნიღბები მკერდის ქსოვილების ელასტიურობის შესანარჩუნებლად

კანის ელასტიურობისა და ტურგორის ამაღლებაში დაგეხმარებათ სპეციალური მკერდის ნიღაბი, რომლის მომზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხი, 1 ს.კ იოგურტი და 1 ს.კ თხევადი ვიტამინ E (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში). მიღებული ნიღაბი დაიტანეთ კანზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ.

მკერდის კანისთვის ტონუსის მინიჭებაში დაგეხმარებათ რბილი მასაჟი ალოეს წვენის გამოყენებით. ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ სითხე მკერდზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

მკერდის სილამაზე – ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი თითოეული ქალბატონისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს