ფეხი გკიტვათ და წვივების სიმძიმე გაწუხებთ? ყოფილა შემთხვევა, როცა დამძიმებული ფეხებით დაწოლილხართ ან დილით ფეხის კრუნჩხვებს გაუღვიძებიხართ? ხანგრძლივად ფეხით სიარული გიჭირთ?
მაშინ ეს სასწაულმოქმედი შესაზელი საშუალება გამოიყენეთ, რომელსაც ექიმბაშები და ბალახებით მკურნალები ურჩევენ ყველას, ვისაც სახსრების და ძვლის ქსოვილის ტკივილი აწუხებთ.
ეს შესაზელი საშუალება ართრიტს, რადიკულიტს, ართროზს და ოსტეოქონდროზს შველის. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა მოამზადოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ:
- 1 ბოთლი (10 მლ) იოდი;
- 1 ბოთლი (10 მლ) ქაფურის სპირტი;
- 300 გრ სპირტი;
- 10 ტაბლეტი ანალგინი;
- მუქი ფერის ბოთლი;
მომზადება:
1.ანალგინი სანაყის გამოყენებით დაფშვენით.
2.ფხვნილი ბოთლში ჩაყარეთ. აქვე ჩაასხით ქაფურის და ჩვეულებრივი სპირტი, იოდიც დაუმატეთ.
3.ბოთლს მჭიდროდ დაახურეთ და ბნელ ადგილას 21 დღით შეინახეთ.
გამოყენება:
ეს საშუალება უმჯობესია მტკივნეულ ადგილს ღამით შეიზილოთ. შეზელვის შემდეგ თექის ქსოვილით ან ბამბის შარფით შეიხვიეთ. დღისით გამოყენების შემთხვევაში ქუჩაში არ გახვიდეთ.
10 დღით შეიზილეთ, შემდეგ 5 დღე დაისვენეთ და კვლავ 10 დღით შეზელვა გააგრძელეთ, სანამ ტკივილი არ გაქრება.
კისრის ტკივილის, სახსრების მტვრევის, ხერხემალში დისკომფორტის შეგრძნების დროს ეს შესაზელი საშუალება ანთების ადგილას შეიზილეთ. უკვე ერთ დღეში შვებას იგრძნობთ. ერთ კვირაში კი ტკივილის არსებობა დაგავიწყდებათ.
ამ შესაზელი საშუალების რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ.