ის, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ადამიანის ხასიათი მისი თითების დახმარებით, ძველ ინდოეთში საკმაოდ დიდი ხანია იციან. მათი აზრით, პიროვნების განმასხვავებელი ნიშნები, პირველ რიგში, მის თითებზე აისახება. ეს მეთოდი დღემდე აქტუალურია. ჩვენ გთავაზოვთ ამ საინტერესო მეთოდს, თავად სცადეთ.
- რკალისებური ფორმის ცერა თითი – მშვიდი და გაწონასწორებული ხალხია. მათთვის რთულია წესების წინააღმდეგ წასვლა. საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრებაში მათ ხელს საზოგადო განსჯის შიში უშლით. ისინი ცხოვრობენ ისევე, როგორც ყველა და არ ცდილობენ მასისგან გამოყოფას.
- ცერა თითი სწორი ზოლით მთავრდება – ასეთ ადამიანებს იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. არასდროს იქმნიან დამატებით პრობლემებს. მიუხედავად მათი მხიარული ცხოვრებისა,ფინანსური კუთხით იგი ყველაფერზე აკეთებს ეკონომიას. გულმოდგინედ ითვლის შემდეგი თვის ბიუჯეტს;
- თუ ცერა თითის ბოლო წვეტიანია – ასეთი ადამიანები მეწვრილმანეები არიან და ნებისმიერ ინფორმაციას ბოლო წვეთებამდე იძიებენ. ფაქტებს სხვადასხვა წყაროებიდან ენდობა, ადამიანებს არაგულახდილობაში ადანაშაულებს. თვითონ კი ქცევის შინაგან მოტივებს არასდროს ამხელენ. მათი აზრების მიმართულებას ვერასდროს გაიგებთ;
- რვიანის ფორმის ცერა თითი – ადამიანები რთული ხასიათით. მუდმივ ძიებაში მყოფები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ცვივდებიან. აგდებენ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე, არასდროს აღიარებენ საკუთარ წარუმატებლობებს, ცდილობს, იპოვოს ვიღაც,ვისაც ყველაფერს დააბარალებს. მჭერმეტყველები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, მთელს მათ ნასაუბრებს მათივე ქცევა ამსხვრევს.
- ცერა თითის ბოლო ძირზე უფრო მსხვილია – ხშირად, სწორედ ამ ტიპის ადამიანებს გამოსდით ცხოვრების პრიორიტეტების სწორად შერჩევა და დეტალებზე არჩაციკლვა. არჩეული მიმართულებით ისინი ყოველთვის აღწევენ აღიარებასა და წარმატებას. წინააღმდეგობა მათ უფრო აძლიერებს და მიზნის მიღწევის სურვილს უმძლავრებს;
- ბრტყელი ცერა თითი – დამტკიცებულია, რომ ასეთი თითი, ყველაზე ხშირად, მელანქოლიკებს, ცოტათი გარიყულ და გულნატკენ ადამიანებს აქვთ. ძლიერი ცხოვრებისეული მომენტების დროს ემოციურობას ავლენენ. ნებისმიერ ქცევას წინასწარ გათვლიან და ყველა რისკს ითვალისწინებენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს