როგორ შევკეროთ სამზარეულოს ორიგინალური წინსაფარი ძველი ტანსაცმლისგან.

4543
დიასახლისს მრავალი წელი გაახარებს, მის შეკერვას კი მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლებთ
დიასახლისს მრავალი წელი გაახარებს, მის შეკერვას კი მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლებთ

ყველას გვაქვს კარადაში საყვარელი და  არც თუ ისე საყვარელი, მაგრამ საკმაოდ გაცვეთილი ტანსაცმელი, რომელთა გადაგდება გვენანება, მაგრამ ჩაცმა აღარ გვსურს. დღეს ვივიენი 11 შესანიშნავ იდეას გთავაზობთ, თუ როგორ გადააკეთოთ ძველი ტანსაცმელი სამზარეულოს, ბაღის და რემონტისთვის საჭირო წინსაფრად.

სამზარეულოს წინსაფრის შეკერვას რამდენიმე საათში შეძლებთ, ხოლო დიასახლისი ამ შედევრის გამოყენებით მრავალი წელი გაიხარებს. განსაკუთრებით ძველი ჯინსების გადაკეთების იდეამ შთამაგონა.

როგორ შევკეროთ წინსაფარი

1. წინსაფრის ორი სახეობა არსებობს. ერთი წინსაფარი, რომელსაც ყელზე ჩამოსაცმელი აქვს და მეორე უფრო მარტივი და ოთხკუთხედი ფორმის, რომელიც მხოლოდ წელზე იკვრება და ზედა ნაწილი არ გააჩნია.

2. ასეთი წინსაფარი თქვენი ნათელი აქსესუარი გახდება ან შეიძლება ორიგინალური საჩუქარი იყოს.

3. წინსაფრის მთავარი დანიშნულება ჭუჭყისგან ტანსაცმლის დაცვაა. ამასთან მან მეპატრონე უნდა გაალამაზოს, ამიტომ ქსოვილი ხშირ რეცხვას უნდა უძლებდეს.

4. განსაკუთრებით ლამაზი და კომფორტული წინსაფარი მამაკაცის პერანგიდან გამოდის. ამ მიზნით უჯრედული „კოვბოის“ და ზოლებიანი ოფისის პერანგი გამოგადგებათ. რაც მთავარია, წინსაფარი თქვენ უნდა მოგწონდეთ.

5. პერანგის წინსაფრად გადაკეთების პროცესი მარტივია: ზურგი მოჭერით, ხელი გადაჭერით, შემდეგ კუთხეები დაამუშავეთ და წელზე თასმები მიამაგრეთ.

6. ქალებს სამზარეულოში ბევრი დროის გატარება უწევთ, მაგრამ იქაც ლამაზად უნდა გამოიყურებოდნენ. ელეგანტური და ლამაზი წინსაფარი დაქანცულ დიასახლისს დაუღალავ და გაბრწყინებულ ქალბატონად გადააქცევს. სახლის საქმეების ადვილად და მარტივად შესასრულებლად ლამაზად და კომფორტულად უნდა გეცვათ.

7. აკონკილი ტექნიკით შესრულებული წინსაფარი უჩვეულოდ და ორგინალურად გამოიყურება, მაგრამ მისი შეკერვა გარკვეულ სამკერვალო უნარის ცოდნას მოითხოვს.

8. შესანიშნავი იდეა! ალბათ, ამ შაბათ-კვირას მის შექმნას დავუთმობ.

9. აპლიკაცია – აი, რა მიანიჭებს ორიგინალობას ამ საყვარელ სახლის ნივთს.

10. მოდური და გემოვნებიანი, ასე არაა?

11. ასეთი წინსაფრის შესაკერად თქვენ დაგჭირდებათ: წყვილი ძველი ჯინსი, ბამბის ფერადი ქსოვილი, მაკრატელი, სამკერვალო ნემსი და ძაფი.

ძველი ჯინსის წინსაფრად გადაკეთების პროცესის უფრო დეტალურად სანახავად ეს ვიდეო ნახეთ.

თქვენ მიერ მოწონებული იდეა შეარჩიეთ და ფანტაზიას მოუხმეთ, რადგან ასეთი წინსაფრით საჭმლის მომზადება ან ხელნაკეთი აქსესუარების გაკეთება სასიამოვნო და სახალისო იქნება.

შედეგის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ასევე საინტერესო იდეები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს