23 ივლისიდან 23 აგვისტომდე ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მომხიბვლელი და ქარიზმატულია, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და ახალ ნაცნობებს ადვილად იძენს. ლომის საუკეთესო თვისებებია სულგრძელობა, მახვილი გონება და შესანიშნავი იუმორის გრძნობა.
ლომი რთულ მომენტებში არ ნებდება. ის ძლიერია და თავისი მამაცობით სხვებს მოტივაციას აძლევს. სულიერი და ერთგული ლომი სამართლიანობის დამცველია და მთელი ძალებით იბრძვის სიყვარულის, თანასწორობის და რწმენისთვის. ლომს ლიდერული თვისებები აქვს, მას სხვების დარწმუნება და გაძღოლა შეუძლია.
ლომის მიზანი პრინციპების ღირსეულად დაცვაა, კომპრომისებს არ თანხმდება და მისაბაძ მაგალითს, გულწრფელობისა და შეუპოვრობის მოდელს წარმოადგენს. გულწრფელობა, ენთუზიაზმი და გაწონასწორებულობა ბრბოდან გამოარჩევს და რჩეულად აქცევს.
ლომი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ნიშანია. საკუთარ გრძნობებს, სურვილებს და ფიქრებს მტკიცედ გამოხატავს და ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან სიტუაციებს ტყუილით იშვიათად მალავს. საკუთარი ძალისხმევის, ინტელექტის და გულუხვობის გამოყენებით ცხოვრებიდან ყველა სიამოვნების მიღებას ცდილობენ. ამისთვის ხრიკების გამოყენება არ სჭირდება.
ლომი, უდაოდ, ყველაზე ერთგული ადამიანია, რომელიც ოდესმე გინახავთ. თუ მეგობარი ლომი გყავთ, იცოდეთ, ის მთელი ცხოვრება თქვენი მეგობარი იქნება.
ლომი გულუხვია
ლომს ფულის ქონა უყვარს, მაგრამ რაც უფრო კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, მით უფრო გულუხვია. უფრო ნაკლებად წარმატებული მეგობრებისთვის სასიამოვნო საჩუქრების გაკეთება ან ფულით დახმარება უყვარს, როცა მათ ეს სჭირდებათ. ლომი ეგოისტი არაა, მაგრამ მეგობრები, რომლებსაც ეხმარება, ამას უნდა იმსახურებდნენ.
ლომი შრომისმოყვარეა
ლომი შეიძლება იღბლიანად მოგეჩვენოთ, თითქოსდა ყველაფერი ციდან პირდაპირ ხელში უვარდებათ. სინამდვილეში, ლომი სასურველის მისაღებად ბევრს შრომობს. მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ლომი საკმაოდ გამჭრიახია და საკუთარი შანსების და შესაძლებლობების სხვებზე უფრო სწრაფად გამოთვლა შეუძლია.
ლომი დამცველია
ცოტა ნიშანია ისეთი ფრთხილი, მზრუნველი და მამაცი, როგორც ლომი. მამაკაცები ყოველთვის იცავენ ქალებს, რომლებიც უყვართ, და საკუთარ ბავშვებს. ოჯახი მათი სიამაყე და ყველაზე ღირებულია რამაა, რაც კი გააჩნიათ და მათთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.
საკუთარი ან თქვენი ლომი ამოიცანით?