ჩეხეთში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ჟრუანტელის მომგვრელი წარწერების მქონე კაჭრები გამოჩნდა. მათ „მშიერ“ ქვებსაც უწოდებენ.
ჩვეულებრივ, ისინი დამალული არიან მდინარე ელბას ქვეშ, რომელიც დასავლეთ მხარეს, ქალაქ დეჩანში მიედინება. ქალაქში წყლის დონის რეკორდული დაწევის შემდეგ ქვების დანახვა ყველასთვის შესაძლებელი გახდა.
დღევანდელ პირობებში, დეჩანის ტერიტორიაზე ათზე მეტი „მშიერი“ ქვა შეიძლება ნახოთ. „წლების განმავლობაში ამოკაწრული, ავტორების ინიციალებით, ისტორიაში დაკარგული“ ასე წერენ მეცნიერები 2013 წლის კვლევაში, რომელიც ჩეხეთის ისტორიაში გვალვას ეხება.
ტურისტული გიდის მიხედვით, ამ ღირშესანიშნაობებიდან უძველესი და ყველაზე ცნობილი ქვა, ცნობილია როგორც „მშიერი კლდე“, ხოლო მასზე წარწერა 1616 წელს გააკეთეს: „Wenn du mich siehst, dann weine” (თუ მე მხედავთ, იტირეთ“). უძველესი წარწერის მიუხედავად, მასზე უამრავი გვალვა არის აღბეჭდილი, რომლებიც 1417 წლიდან დაიწყო.
გერმანიის „მშიერი“ ქვა ტრაგიკულობით არ ჩამორჩება: „თუ ამ ქვას კიდევ დაინახავთ, მაშინ იტირებთ, რადგან ასე ცოტა წყალი 1417 წელს იყო“
ზოგიერთს აქვს წარწერა „ჩვენ ვტიროდით – ჩვენ ვტირით – და თქვენს იტირებთ“ და „ვინც მე დამინახა, ყველამ ტირილი დაიწყო. ვინც ახლა დამინახავს, ტირილს დაიწყებს“.
„მშიერი“ ქვების გამოჩენას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გვალვას და სიცხეს თან ახლავს მოსავლის და საკვების ნაკლებობა ახლავს, შესაბამისად პროდუქტებზე ფასები იზრდება. წყლის დონის დაწევა მდინარეზე გადაადგილებაზე უფრო ართულებდა, რაც სანაპიროს გასწვრივ მყოფ ოჯახებს საფრთხეს უქმნიდა.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელბის წყლის დონემ ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია, ამიტომ გვალვა სხვა უბედურებებსაც გვახსენებს: მეორე მსოფლიო ომის დროს გამოუყენებელი ბომბები და ხელყუმბარები, რომლებიც წყალში უკვე 70 წელზე მეტია დაჟანგულია.
სანამ მეცნიერები ბჭობენ, რამდენად ცხელი იქნება მომავალი ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჩეხეთში „მშიერ“ ქვებზე წარწერები შემდეგი სიტყვებით გვამშვიდებს: „Neplac holka, nenarikej, kdyz sucho, pole strikej” (არ იტირო, გოგონი, არ ინერვიულო, როცა გვალვაა, უბრალოდ მინდორი მორწყე“.