ბევრი ადამიანი იმის აღიარებს არ ჩქარობს, რომ ურთიერთობაში რაღაც არ მოსწონთ. შესაძლოა, პარტნიორის აღელვება არ სურთ, ან არ იციან როგორ თქვან, ან რაღაც დრომდე უკმაყოფილების დამალვას ცდილობენ.
ყოველთვის არსებობს მეთოდი გაიგოთ, რომ ადამიანი ურთიერთობით უკმაყოფილოა მაშინაც, კი თუ ამის დამალვას ცდილობს. როგორ? ყველაფერი ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული.
აი, რას ამბობენ ასტროლოგები:
ვერძი
შეყვარებული ვერძი მეორე ნახევართან ყველა წვრილმანის გაზიარებას ცდილობს. მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ პარტნიორი რას ფიქრობს, ან რა აწუხებს. ვერძი საკმაოდ გულახდილი და პირდაპირია, მათი განწყობა წამიერად იკითხება.
სწორედ ამიტომ, თუ გიჩნდებათ კითხვა თქვენი პარტნიორი ვერძი ურთიერთობაში ბედნიერია თუ არა, იცოდეთ, რადგან საკუთარ თავს ამას ეკითხებით, ანუ ურთიერთობაში ნამდვილად რაღაც რიგზე არაა.
კურო
კურო ზედმეტად აღელვებული ხდება და ისეთ სახეს ღებულობს, თითქოსდა მისი ცხოვრება ერთი დიდი „ბედნიერებაა“. ჭარბი სელფის სურათები ინსტაგრამზე, ბინის რემონტი – ის ყველა ცვლილებაზე წვა, რომელიც მისი უკმაყოფილების ხარისხის პროპორციული იქნება.
კურო ესთეტიკური, ვიზუალური, სოციალური პიროვნებაა და მისი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ურთიერთობა და სსხვა ხალხი მას როგორ აღიქვამს. ამ აზრს უფრო და უფრო დაეყრდნობა, სანამ საკუთარი თავის რეალიზებას სხვა მეთოდით არ შეძლებს.
ტყუპები
ის ხალისს დაკარგავს და ეცდება მთელი ძალისხმევით იმუშაოს, უმიზეზოდ ტირილს იწყებს და მეგობრებთან ერთად წვეულებებზე გაერთობა – ყველაფერი იმიტომ, რომ არ იცის, უკმაყოფილებას როგორ გაუმკლავდეს. ტყუპები უბედური არ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.
ეცდება თავისი უკმაყოფილება სიყვარულის გარდა სხვა ყველაფერზე გადართოს, სანამ აქვს არჩევანი, რომ რეალობას თვალებში არ ჩახედოს.
კირჩხიბი
კირჩხიბს ბუზიდან სპილოს ქცევა უყვარს. ის წამიერად იწყებს მეგობრებთან იმის განხილვას, თუ რამდენად უბედურია და პასიურ-აგრესიულ კომენტარებს ამოაფრქვევს. ერთი სიტყვით, პრობლემის გადაჭრის გარდა სხვა ყველაფერს გააკეთებს.
ლომი
ლომი აგრესიული ხდება, შემდეგ უყურადღებო. მისი თავდაჯერებულობა პირდაპირ მის თვითშეფასებაზე არის დამოკიდებული და თუ ლომს პირად ცხოვრებაში რაღაც არ მოსწონს, მისი თვითშეფასება ირყევა. ყველაზე ხშირად, პრობლემის გადაჭრის გარეშე წინსვლას ცდილობს.
ქალწული
ის თავით ეშვება საქმეში, რომელიც ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევს. ქალწული ვნებიანი, მაგრამ პარანოიდი ადამიანია. აქედან გამომდინარე, ის ჩვეულებრივად იქცევა, თუმცა თუ ცხოვრების რომელიმე ნაწილში ღრმად ეფლობა, იცოდეთ, მისი ცხოვრების რომელიმე სფეროში რაღაც რიგზე არაა.
სასწორი
სასწორი სამსახურით შეპყრობილია. ყველასთვის საყვარელი ადამიანი და შრომისმოყვარე. როცა ცხოვრებაში ბალანსს კარგავს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. ეს იმიტომ ხდება, რომ დისკომფორტს უნდა შეეწინააღმდეგოს.
მორიელი
მორიელი ან თავის ერთგულებაზე უარს იტყვის, ან იმაზე ნერვიულობას დაიწყებს, რომელიც ნამდვილ პრობლემასთან კავშირში საერთოდ არაა. მორიელი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანია და როცა ურთიერთობით უკმაყოფილოა, მის დიდხანს გაგრძელებას ვერ შეძლებს. მისი ემოცია დაგროვდება, შემდეგ კი ნეგატივის აფეთქებას გამოიწვევს.
მშვილდოსანი
ის პასიურ-აგრესიული ხდება. მას სიბრაზის აფეთქებები აქვს, რომელიც თითქოსდა არსაიდან ჩნდება. იუმორის გრძნობას ინარჩუნებს, მაგრამ დიდხანს თავის მოჩვენებას ვერ შეძლებს. მშვილდოსანი ნელი მოქმედების ბომბას ჰგავს, რომელიც სულ მალე აფეთქედება. ნაცნობებთან მარტივად იურთიერთობებს, მაგრამ პარტინიორს სარკასტული ხუმრობებით ან დაუფიქრებელი კომენტარებით აავსებს.
თხის რქა
ის ყველაფერის გაკონტროლებას ცდილობს. თხის რქას პრობლემის გამოვლენა და მასზე მუშაობა სურს, მაშინ კი, თუ ამით ურთიერთობის გადარჩენას ვერ შეძლებს. ურთიერთობა მისი ცხოვრება ხდება. თხის რქას გაურკვევლობა არ უყვარს. თუ ბედნიერი არაა, ურთიერთობაზე უფრო მეტს იმუშავევს, რომ ყველაფერი გამოასწოროს.
მერწყული
ის ამბიციურ ოცნებებს და მიზნებს ისახავს და მათ შესრულებაზე ზრუნავს. სხვა ქვეყანაში გადავა, ახალ ბიზნეს ან სხვა შთამბეჭდავ საქმიანობას დაიწყებს.
მერწყული სამუშაოზე ორიენტირებული ადამიანია, მაგრამ როცა ურთიერთობით უკმაყოფილოა, საკუთარი თავის გადატვირთვის ჩვევა აქვს. მნიშვნელოვანი ფრაზა, როცა ურთიერთობაში ბედნიერი არაა, „მე კარიერაზე ორიენტირებული ვარ“. მერწყული მთელი ძალებით ცდილობს, თუნდაც სამსახურში ჰარმონია უზრუნველყოს.
თევზები
თევზს უბრალოდ თავისუფლება და ცხოვრების მიერ შემოთავაზებული ყველაფრის გამოსცდა სურს. პირად ცხოვრებაში პრობლემების შემთხვევაში ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, გულის სიღრმეში კი ურთიერთობის ღრმა ანალიზს იწყებს. ის დაგარწმუნებთ, რომ უყვარხართ, მაგრამ თუ მისი წარმოდგენა გეგმებს თქვენს გარეშე აწყობს, მაშინ გულის სიღრმეში ბედნიერი არაა.
ასეთ აღწერას ეთანხმებით?