აი, რა უშლით ხელს ურთიერთობის აწყობაში ზოდიაქოს ნიშნებს

1609
აი, რა უშლით ხელს ურთიერთობის აწყობაში ზოდიაქოს ნიშნებს
აი, რა უშლით ხელს ურთიერთობის აწყობაში ზოდიაქოს ნიშნებს

ზოგიერთი ადამიანი პირველ სიყვარულთან ერთად მრავალი წელი ბედნიერია, ვიღაც კი მეორე ნახევრის პოვნას ვერ ახერხებს. ასტროლოგების თქმით, ამაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანია დამნაშავეა.

საყვარელ ადამიანს სხვადასხვა მიზეზით ვშორდებით. თუმცა არსებობს რაღაც, რაც ზოდიაქოს ნიშნებს ურთიერთობაში არ მოსწონს. ამის ცოდნა საყვარელი ადამიანის პოვნაში დაგეხმარებათ.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძი იმპულსური ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს. თუმცა, როცა საქმე მის რომანტიკულ ურთიერთობას ეხება, შეიძლება გადაიფიქროს მასთან ყოფნა, თუ ადამიანი ზედმეტად მასზე დამოკიდებულია.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ძალიან იშვიათად შეიძლება ნახოთ კურო, რომელიც საკუთარ აზრს იცვლის. კურო უთანხმოებას ვერ იტანს. ასევე მის უსაფრთხოების გრძნობას არ უნდა დაემუქროთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოატყუოთ.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპები ძალიან მოქნილი ზოდიაქოს ნიშანი და აზრს ძალიან ხშირად იცვლის. ასე მოწყენილობის გამო აკეთებს. მას წვეულებები უყვარს. თუ თქვენ სახლში ყოფნის მოყვარული ხართ, სავარაუდოდ, არაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბი აზრს ყოველთვის იცვლის, როცა თავდაჯერებულობა აკლია. თუ ღალატში ეჭვი ეპარება, ცვლილებები თქვენს თვალწინ მოხდება. მათთვის ღრმა ემოციური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომი თავის აზრს იშვიათად იცვლის. თუ თავს განსაკუთრებულად არ ჩათვლის, ან ურთიერთობაში ვნება ჩაქრება, ლომი აუცილებლად მიგატოვებთ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწული ყოველთვის რაღაცაზე შფოთავს. მას თავდაჯერებულობის შეგრძნება და ემოციურად ზრდასრული პარტნიორი სჭირდება. თუ გრძნობს, რომ ადამიანი სერიოზული ურთიერთობისთვის ჯერ ვერ გაიზარდა ან დრამები ძალიან უყვარს, ამ ურთიერთობაში ძალას და ენერგიას არ დახარჯავს.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი აზრს ხშირად არ იცვლის, რადგან ძალიან აფასებს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება. მას ურთიერთობაში ჰარმონია და თანასწორობა სჭირდება. თუ მის გამოყენებას ეცდებით და ხშირად იდავებთ, სასწორს თქვენს გვერდით ყოფნას არ მოისურვებს.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მას მატყუარა არ უყვარს. აქ ურთიერთობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასევე მორიელი თვალს მიადევნებს იმას, გაქვთ თუ არა თქვენ სახიფათო ჩვევა.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანს ყოველთვის სწავლა და ზრდა სჭირდება და ამას უნდა შეესაბამებოდეთ. მისთვის ყველაზე ცუდი დრო ურთიერთობაში ჩარჩენაა. ასევე ტოტალურ კონტროლს ვერ იტანს. თუ ყოველ ნაბიჯზე ანგარიშს მოთხოვთ, თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

თხის რქა გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ფიქრობს, ის ძალიან რაციონალურია. მომავალი ცხოვრებისკენ ძლიერი ხედვა აქვს და თუ მას არ შეესაბამებით, მის ცხოვრებაში ადგილი არ გექნებათ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

თუ ინდივიდუალურობა არ გაქვთ, მერწყული თქვენთან ურთიერთობის დაწყებას არ მოისურვებს. გარდა ამისა, თუ ძალიან დამოკიდებული ან მომთხოვნი ხართ, თქვენთან ყოფნას გადაიფიქრებს.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თევზები მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც აზრს ძალიან მარტივად იცვლის. ის თანამგრძნობია, მაგრამ თუ თქვენზე საინტერესო პიროვნებას იპოვის, მიგატოვებთ. მათთვის ყურადღება ძალიან მნიშნველოვანია. სურთ, რომ ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს