სეფერ იაცირა, ებრაელების ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელშიც გადმოცემულია ებრაული ასტროლოგიის საიდუმლოებები. ბიბლიაში, თალმუდში (ებრაელთა წმინდა წიგნი) და ებრაულ კანონთა კრებულში, შეიძლება მოიძებნოს საინტერესო აღწერილობა იმისა, თუ როგორ მიმართავდა ღმერთი თავის სასიცოცხლო ენერგიას, ციური მანათობლების მეშვეობით, ჩვენს სამყაროზე. ამავდროულად ებრაული თორას ნებისმიერი მითითების დაცვა, პირდაპირ იყო დაკავშირებული ზებუნებრივი, ზეაღმატებული ასტროლოგიური ძალების გავლენასთან.
ვერძი – ნისანი
ნისანი ებრაული ზოდიაქოს პირველ თვეა, მას მართავს ასო “ჰე”, რომელიც წარმოადგენს სუნთქვას და რომლისგანაც იბადება სიტყვა. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან საუბრისა და სხვების მიმართ აზრის გადმოცემის ნიჭით. ამიტომ შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ “გამართულად საუბარი” – სულიერი ზრდის დასაწყისია. თვის დღესასწაულია პასექი (ფესახი). სადღესასწაულო მაგიდასთან ისინი იყენებენ საუბრის უნარს, ურთიერთობის მაღალი მიზნებისთვის, საკუთარი შვილებისა და ახლობელი ადამიანების მიმართ, შეიგრძნობენ ღმერთის თანაარსებობას ცხოვრებაში და საერთოდ ისტორიაში. თვე ეძღვნება იუდას შტოს, რომლიდანაც სათავეს იღებს ისრაელის მეფეთა თაობა. პასექისთვის მსხვერპლად შესაწირი ცხოველია ცხვარი, რომელიც შეესაბამება ვერძს.
კურო – იარი
იარის თვე, ნისანის თვეში ყოველწლიურ აღორძინებასა და თორას მიერ მომადლებული მომწიფების უნარის მქონე სივანის თვეს შორის მდებარეობს. ამ თვის ასოდ ითვლება “ვოვი”, რომელიც ჭეშმარიტების სწორხაზოვნებას წარმოადგენს. კუროს ნიშანი, ხარი, ნიშნავს ინდივიდუალიზმსა და სიმართლისადმი თავდადებას, რაც მოწიფულობის წინაპირობაა. იარი გონივრული აზრების თვეა, სწორედ ასეთ აზრებზე ხდება კონცენტრირება და თორას მოძღვრების გათავისება. თვე ეძღვნება ისაქარის შტოს, რომელიც თორას გულმოდგინე და თავგამოდებული შესწავლით გამოირჩევა.
ტყუპები – სივანი
სივანი ,,სწორად სვლის” თვეა, როდესაც ადამიანები, სწავლობენ თორას მითითებული მიმართულებებით სვლას. თორა მნიშვნელოვანი საბრძოლო იარაღია ბოროტების წინააღმდეგ. ამ თვეს მართავს ასო ,,ზაინი”, რაც იარაღს ნიშნავს. თორას გზით სიარულს ზაბულონი ქადაგებს, სწორედ მის შტოს ეძღვნება ეს თვე. ამ შტოდან წარმოიშვენ ისრაელის მეზღვაურები და ვაჭრები, რომლებიც თორას შესწავლისას ისაქარის შტოს დასაყრდენი იყვნენ. ორივე ძმამ სხვადასხვა მიმართულება აირჩია, თუმცა ორივე ერთნაირად ერთად იღწვოდა, რაც სიმბოლიზირებს ასტროლოგიური ზოდიაქოს ,,ტყუპების”ნიშანს.ტყუპების ხსენებისას წარმოსახვაში ჩნდება სინას მთაზე სჯულის ორი ფიცარი, ასევე ღვთისა და ებრაელი ერის ერთობა რომელსაც თორა განაპირობებს.
კირჩხიბი – თამუზითამუზი
თამუზის თვეს მართავს ასო „ხეთი“ რაც შიშს ნიშნავს. კირჩხიბი პასიური არსებაა, რომელიც მიდრეკილია უკან დახევისა და დამალვისკენ. ზაფხულის ეს თვე, წარმოშობს სხვადასხვა ამოცანებს, რომლის ამოსახსნელად ადამიანმა უნდა გამოიყენოს აზროვნების, საუბრისა და მოქმედების ნიჭი, რომელიც ღვთის მოშიშობით ხდება.ასევე უნდა მიმართოს იმ სიტუაციებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას, რომელიც უპირისპირდება სინდისის კარნახს. იმის გამო, რომ ებრაელები არ დაემორჩილნენ ღმერთს, დარდად ერგოთ ამ და შემდეგ თვეში ხსოვნა ტაძრის ნგრევის შესახებ.
ლომი – ავიავი
ავის თვეში ვითარდება ,,სწორი სმენა“. ეს სახელწოდება სიმეონის სახელს უკავშირდება რაც სმენას ნიშნავს და რომლის შტოსაც ეძღვნება ეს თვე. ავი-ს მეცხრე დღეს ბაბილონელთა და რომაელთა მიერ დანგრეული იქნა ტაძარი, რომელნიც ლომთან ასოცირდება. თვის ასოა ნეგატიური მნიშვნელობის მქონე ასო ,,თეთი“. იგი მცოცავ ქვიშებს ნიშნავს. ამავე დროს პირველი ასო ,,თ“ სიკეთის აღმნიშვნელია, რაც ნიშნავს, რომ ამაღლებულ, სულიერ მდგომარეობამდე ადამიანი სულმდაბლობის სიკეთედ გარდასახვით აღწევს.
ქალწული – ელულიელული
წინა თვეებში საკუთარი თვის სრულყოფასა და გამოსწორებაზე ზრუნვას ადამიანი მიჰყავს ელულის დაბრუნებამდე. პიროვნება მიმართულია “სწორ საქციელზე“, აჯამებს შედეგებს და სულიერად ემზადება დიდი დღესასწაულებისთვის. იმის სურვილი, რომ ღმერთთან ურთიერთობისას ადამიანმა უმანკოება აღიდგინოს, ასახულია ,,ვირგოს“ ანუ ქალწულის თვეში. თვის ასო „იოდი“ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია სიტყვასთან ,,ხელი“, რომელიც უკავშირდება ცოდვებისა და ცუდი საქციელის გამო გულწრფელ სინანულს და მტკიცე გადაწყვეტილებას, შემდგომში ცხოვრების წესის გაუმჯობესების და პირადი გამოსწორების შესახებ, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ადამიანის მართებულ საქციელს. ეს თვე ეკუთვნის გადის შტოს, რომლის შთამომავლობაც მეომრებისგან შდგებოდა. მათ მიიღეს ბოროტების გამოწვევა და დაუცხრომელი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს ისრაელი.
სასწორი – თიშრეითიშრეი
ეს თვე ,,მართალი გრძნობებისაა“. ღმერთი წონის და აფასებს ადამიანების საქციელს, რათა გაანაწილოს მადლი და წყალობა დამდეგი წლის მანძილზე. ამის სიმბოლო ,,სასწორის“ ნიშანია. ახლად შეძენილი უმანკოება, რომელიც ღმერთთან ურთიერთობისას, ელულის თვეშია მოპოვებული, ასახვას ჰპოვებს მთელ რიგ დღესასწაულებში, მაგალითად „როშ ჰაშანა“ ამ თვეში იწყება, ამიტომ თიშრეი ღვთისა და ისრაელის საქორწინო კავშირის თვედ მიიჩნევა. ამ თვეს მართავს ასო ,,ლამედი“ ამ ასოთი იწყება სიტყვა ,,გული“. ეს თვე ნეფთალიმის შტოს მიეკუთვნება, რომელიც ნიშნავს ნაყოფიერს, ამიტომ ადამიანი ცდილობს მისი კავშირი უფალთან ნაყოფიერი იყოს მთელი წლის განმავლობაში.
მორიელი – ხეშვანიხეშვანი
ამ თვეში, თიშრეის პერიოდში შეძენილი შთაგონება, ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში. თუმცა არავითარი დღესასწაულები, – მხოლოდ ჩვეული ყოველდღიურობა. თვის ასოა ,,ნუნი“ რომელსაც რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს და 50 -ს ნიშნავს. ეს რიცხვი მიუთითებს მიღწევად მოვალეობებზე, რომელთა მეშვეობით ღმერთთან მიახლოებაა შესაძლებელი, თუ ადამიანის სული ისწრაფვის იღწვის საამისოდ. რიცხვი მიუთითებს ასევე 50 უღირს უწმინდურ დონეზე, რომელშიც თავისი უმოქმედობით და პასიურობით ეფლობა ადამიანი. შხამიანი მორიელი ცხოვრებისადმი გულგრილად მიდგომის საფრთხეებს სიმბოლიზირებს.
მშვილდოსანი – ქისლევი
ადამიანისთვის აუცილებელია ფლობდეს “სწორად მოდუნების” ხელოვნებას, შეეძლოს ჯანსაღი ძილი, რადგან ამის გარეშე აქტიური მოღვაწეობის პერიოდში “მართებული მოქმედება” შეუძლებელია. თვის ასოა “სამეხი”, რომელიც დასყრდენს ნიშნავს. ღმერთზე დაყრდნობა ანიჭებს ადამიანს თავდაჯერებულობასა და ძალას, რათა გამუდმებით ამტკიცოს მისი სიწმინდე და შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც ამას უარყოფს. ეს ყველაფერი განმოხატულებას ჰპოვებს ებრაელთა დღესასწაულში ხანუქა, რომელსაც შეესაბამება ასტროლოგიური ნიშანი მშვილდოსანი. “სწორად მოდუნება” საშუალებას იძლევა მართებულად იქნეს გამოყენებული ძილი, რათა საჭირო მიმართულება მიეცეს ძალისხმევას გამოღვიძების შემდეგ. ეს თვე მიეკუთვნება ბენიამინის შტოს, მამაც მეომრებს, რომელთა მიწაზე იდგა წმინდა ტაძარი და რომლისკენაც მიმართული იყო ადამიანების ლოცვა და ოცნებები.
თხის რქა – ტევეთიტევეთი
ამ თვეში ადამიანები მიეცემიან “სამართლიან რისხვას”. თალმუდი ასწავლის, რომ აუცილებელია კეთილგანწყობა სხვა ადამიანები მიმართ და აგრეთვე თითქმის ყოველთვის თავის შეკავება რისხვის გამოვლინებისაგან. თუმცა არსებობს სამართლიანი რისხვაც, ანუ შეგნება იმისა, რისი უკუგდებაც საჭიროა. ეს თვე მიეკუთვნება დანას შტოს, რაც ნიშნავს – “მსაჯულს”. თვის ასოს წარმოადგენს “აინი”, რომელიც თვალებს ნიშნავს. ადამიანს ორი თვალი აქვს, რათა სწორად დაინახოს ცხოვრებაში რისი მიღებაა შესაძლებელი და რისი უგულვებელყოფა.მტკიცე ხასიათს, რათა უარყოფილი იქნეს ყველაფერი ცუდი, სიმბოლიზირებს თხის რქის ნიშანი, რომელიც თავისი შეუპოვრობით გამოირჩევა.
მერწყული – შვატიშვატი
ამ თვის დღესასწაულია ტუ ბიშვატი, რომლის დროსაც აღინიშნება “სწორი საკვების” დაგემოვნება და ამ დროს ხდება სხვადასხვა ნაყოფის მირთმევა. თვის ასოა “ცადე”, რომელიც წმინდანს ნიშნავს. “წმინდანი არსებობს, რათა გამოსცადო შენი სული”. სულის ჭეშმარიტი გამოცდის არსი შემდგომში მდგომარეობს – იღებენ ადამიანები საკვებისგან (ან ყველა ამქვეყნიური საქმისგან) სულიერ გაკვეთილებს, თუ ვერ ეწინააღმდეგებიან ცდუნებას, და ემორჩილებიან საკუთარ ქვენა გრძნობებს. მატერიალურ სიკეთესთან ურთიერთობის განწმენდით და ღმერთის კეთილგანწყობით ამ ქვეყნის მიმართ, ადამიანებიც იწმინდებიან. ამ ყველაფერს მერწყული განასახიერებს, რომელიც წყლის გადამზიდავად მიიჩნევა. თვე ეკუთვნის აშერის (ეშერის) შტოს, რომელიც გამოირჩეოდა ნაყოფიერებით.
თევზები – ადარიადარი
თევზები ზღვის იდუმალ სივრცეებში ბინადრობენ. თვის მთავარი დღესასწაულია ფურიმი (პურიმი), იგი ეძღვნება ღვთის მმართველობას, რომელიც ფარულად ქმნის ისტორიას. თვის ასოს წარმოადგენს “ქოფი”, რაც მაიმუნს ნიშნავს. იმის ნიშნად, რომ ღმერთი იდუმალებითაა მოსილი, ფურიმის დღესასწაულზე ადამიანები სხვადასხვა ნიღბებს იყენებენ და განასახიერებენ ყველაფერს, რაც კი სურთ. ანუ “მაიმუნობენ”. ფურიმი უშვებს ადამიანის შინაგან მუხრუჭებს და ფანტავს შიშს, რომელიც იმალება მათი არსის მიღმა. ჩვეულებრივ, ბოროტების სიწმინდედ გარდაქმნა მეთოდური პროცესია. თვის ატრიბუტია “სწორად სიცილი”, მისი წყალობით ადამიანებს შეუძლიათ ყველანაირი წინააღმდეგობა, წარმატების მიღწევის შანსად აქციონ, განადგურების ბრძანება კი სიხარულის დღესასწაულად. ეს ტრანსფორმაცია ხორციელდება სისწრაფით, რომელიც დამახასიათებელია ნეფთალიმის შტოსთვის. რადგან ნეფთალიმი ყველაზე სწრაფი იყო იაკობის შვილებს შორის.