კლიმაქტერიუმი და მაკიაჟი: 7 ცვლილება, რომლებიც თქვენს კოსმეტიკაში უნდა შეიტანოთ

1275
კლიმაქტერიუმი და მაკიაჟი: 7 ცვლილება, რომლებიც თქვენს კოსმეტიკაში უნდა შეიტანოთ
კლიმაქტერიუმი და მაკიაჟი: 7 ცვლილება, რომლებიც თქვენს კოსმეტიკაში უნდა შეიტანოთ

ყველა ქალი ლამაზია, ხოლო სწორი მაკიაჟით კიდევ უფრო ლამაზი ხდება. სხვადასხვა საშუალება ჩვენი ღირსების ხაზგასმაში, წვრილი ნაკლის დამალვასა და დაღლილობის მოშორებაში გვეხმარება. ქალის კოსმეტიკა ცხოვრების პერიოდის მიხედვით სხვადასხვა საშუალებებს უნდა მოიცავდეს. კლიმაქსის დროს კრემები და შრატები სწორად შერჩეული უნდა იყოს.

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სხეულის, მათ შორის კანის, ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამიტომ ვიზაჟისტები გირჩევთ, აირჩიოთ კოსმეტიკა, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს და ვიზუალურად ახალგაზრდულს გახდის. ვივიენი გიამბობთ, თუ მენოპაუზის დროს ქალის კოსმეტიკა რისგან უნდა შედგებოდეს.

კოსმეტიკა ქალებისთვის

სანამ კოსმეტიკაზე გადავალთ, აღსანიშნავია, რომ კანის სწორი მოვლა წარმატებული მაკიაჟის 80-%-ია. ყველაზე ხშირი პრობლემა გაუწყლოებაა, რომელსაც ხშირად ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციების დარღვევით გამოწვეული ცხიმოვანი მბზინვარება ახლავს. კარგი დატენიანება მთავარია, ოღონდ მხოლოდ კარგად გაწმენდის შემდეგ. ასევე ყურადღება მიაქციეთ მჟავის შემცველ შრატებს, რომლებიც კანის ზედაპირს და ფერს გაათანაბრებს.

კოსმეტიკის საშუალებები

1. გლუვი ეფექტის მქონე პრაიმერი

საშუალების არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ დამატენიანებელ ვარიანტს, რომელიც ერთდროულად კანს დაატენიანებს და დეჰიდრატაციისგან დაიცავს. ამ შემთხვევაში მისი გამოყენება ყველაზე უფრო გონივრული იქნება. საშუალება მაკიაჟის ფუძედ გამოიყენეთ. ასე ცხიმოვან მბზინვარებას გააქრობთ და სახეს უფრო სუფთას გახდით.

2. ტონი

ასაკთან ერთად კანს იგივე რამ ემართება, რაც თმას: თანდათანობით უფრო ნათელი და მოთეთრო ხდება. ამ პერიოდში სქელი შემადგენლობის მქონე პროდუქტების გამოყენებას თავი აარიდეთ, რადგან ისინი ნაოჭებს და ვარდისფერი ფერის ჩრდილებს ხაზს უსვამენ. უპირატესობა BB და CC კრემებს მიანიჭეთ.

ისინი კანს ატენიანებენ და ფერს ათანაბრებენ. თუ მხოლოდ სქელი ტონალური კრემის გამოყენება გსურთ, მხოლოდ ცენტრში გამოიყენეთ და მთელ ზედაპირზე თხლად გადაანაწილეთ.

3. მბზინვარება

ახალგაზრდული მბზინვარების დაბრუნებას ჰაილაითერის და მბზინავი ნაწილაკების შემცველი პუდრის დახმარებით შეძლებთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ. ყველაზე წვრილი შიმერი გამოიყენეთ, რომელიც თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი კი არა, არამედ ატმისფერი იქნება. ასეთი კანის მბზინვარება უფრო ახალივით იქნება. აქტიური ჰაილაითერი შეგიძლიათ ლოყებზე, წარბების ქვეშ და ზედა ტუჩზე გამოიყენოთ. პუდრი კი მთელ სახეზე.

4. კონსილერი

კონსილერი განახლებული კოსმეტიკის მთავარი საშუალებაა. თვალების ქვეშ სიშავე არავის ალამაზებს, ამიტომ კარგი კონსილერი შეიძინეთ. შემნიღბავი საშუალების შეძენის დროს გაითვალისწინეთ, რომ მენოპაუზის დროს თვალის ისედაც თხელი კანი, კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ მსუბუქი ვარდისფერი ან ატმისფერი თხევადი კონსილერი  გამოიყენეთ.

5. რუმიანა

მენოპაუზის პერიოდში, ქალების უმეტესობისთვის ვარდისფერი რუმიანას გამოყენება უკუჩვენებულია. ქალებს პერიოდულად ციებ-ცხელება აწუხებთ, რის გამოც სახე უწითლდება. ვარდისფერი რუმიანა ისედაც ალისფერ სახეს კიდევ უფრო გამოკვეთს. არჩევანი ატმისფერ რუმიანას მიანიჭეთ.

6. სახის კონტურის საშუალება

სპეციალური პუდრა ცივი ყავისფერი ფერებით (მაგრამ არა ნაცრისფერი) თქვენი მეგობარი გახდება. კანის ტურგორის შემცირება გამოკვეთილ ხაზის ოვალის დაკარგვას იწვევს. ცოტა ჩრდილები ნიკაპის ქვეშ და ხაზები ყურებამდე უფრო მკვეთრი ხაზების შექმნასა და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ. ყვრიმალის გამოკვეთა და ცხვირის კუთხეებში ხაზის დახაზვა საჭირო არაა. მხოლოდ ნიკაპი, დანარჩენი არაფერი.

7. წარბები და თვალები

გახსოვდეთ: თვალის და წარბის არანაირი მკვეთრი და მუქი ხაზები. ისრები და მოხატული წარბები წარსულში დარჩა. წარბის თმა მსუბუქი ღია ფერის ფანქრით უნდა შეღებოთ და ბუნებრივ ფორმას არ უნდა გადააუხვიოთ. თვალის ორივე ქუთუთო არ შეიღებოთ, არამედ მხოლოდ ზედა ქუთუთოს წამწამების ხაზებს ფანქარი გადაუსვით. მუქი ფერის ფანქარსა და ჩრდილებზე უარი თქვით, უფრო რბილი ფერები გამოიყენეთ.

8. ტუჩები

ტუჩები გამოკვეთილი და წვნიანი უნდა იყოს. ასაკთან ერთად ტუჩები ფორმას და მოცულობას კარგავს, მის ირგვლივ კანი დანაოჭებული ხდება. შესაბამისად, ტუჩის კონტურის ფანქარი და პომადა უნდა შეიძინოთ. ბუნებრივი მაკიაჟისთვის, პომადის ფერი თქვენი ტუჩის ფერზე რამდენიმე ტონით უფრო გაჯერებული უნდა იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს