ამის მოხმარების შემდეგ 3 კვირაში 5 კილო დავიკელი. ამ დაფქულმა პროდუქტმა ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალა

4729
ამის მოხმარების შემდეგ 3 კვირაში 5 კილო დავიკელი. ამ დაფქულმა პროდუქტმა ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალა
ამის მოხმარების შემდეგ 3 კვირაში 5 კილო დავიკელი. ამ დაფქულმა პროდუქტმა ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალა

სელი უნივერსალური მცენარეა. პირველ რიგში, ის ქსოვილების წარმოების სფეროში გამოიყენება. ალბათ, დედა სელისგან დამზადებულ, ნატურალური ქსოვილის შეძენას ყოველთვის გირჩევდათ. ასეთ ტანსაცმელს დიდხანს მოიხმართ, მასში სიცხე არ შეგაწუხებთ და თან სელის ქსოვილი ნაკლებად იჭმუჭნება.

სელი ხალხურ მედიცინაში ბევრი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით ფართოდ გამოიყენება. ყველაზე ხშირად ამ ჯადოსნურ მცენარეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სამკურნალოდ იყენებენ. სელის დახმარებით იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.

დაფქული სელის თესლი

სელის მოხმარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მას ზეთის, მთელი მარცვლების ან დაფქული სახით მოიხმარებენ. ყველაზე მოსახერხებელი დაფქული სელის გამოყენებაა, რადგან ორგანიზმი მას უკეთ და სწრაფად ითვისებს. ასეთი სელის გამოყენებით კერძების და ნაყენების მომზადების დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

როგორ დავფქვათ სელის თესლი სწორად

სელი შეგიძლიათ დაფქული შეიძინოთ, მაგრამ უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა იქნება მთელი მარცვლები შეიძინოთ და სახლში თავად დაფქვათ.

რით დავფქვათ სელის თესლი? ამისთვის ყავის საფქვავი ან ბლენდერი დაგჭირდებათ. თუ სახლში არც ერთი არ გავქთ, წიწაკის საფქვავი, ან უკვე დავიწყებული ბებიის სანაყიც გამოიყენეთ.

გახსოვდეთ, დაფქული სელი ძალიან დიდხანს არ შეინახოთ. მთელი სელის თესლის შენახვის ვადა 12 თვეა, მაგრამ დაფქვის შემდეგ ვადა მცირდება. საქმე იმაშია, რომ სელში შემავალი ომეგა-3 მჟავა ოთახის ტემპერატურის ზემოქმედებით სწრაფად მჟავდება და სახიფათო კანცეროგენად გარდაიქმნება.

სელის სარგებელი და გამოყენება

1. ორგანიზმში დაგროვებულმა წიდებმა შეიძლება ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყიოს. სამწუხაროდ, მის დაგროვებას ცხიმიანი და შემწვარი კერძების მოხმარებით ხელს ვუწყობთ. წიდების დაგროვების მთავარ სიმპტომებს გასუქება, აპათია, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი და არაჯანსაღი კანის ფერი შეიძლება ჩავთვალოთ.

სელის თესლი ნაწლავების გაწმენდაში დაგეხმარებათ. დაფქულის სელს მცენარეული ზეთი დაუმატეთ, 1 კვირა დააყენეთ, შემდეგ ჭამამდე 1 საათით ადრე 1 ს/კ მიიღეთ. სელი არა მხოლოდ ნაწლავებიდან წიდებს მოგაშორებთ, არამედ შეკრულობას და ნაღვლის ბუშტის დაავადებას გაუმკლავდება.

2. თქვენს ვიტამინების კოქტეილს 1 ს/კ დაფქული სელი დაუმატეთ. მარცვალში დიდი რაოდენობით ქალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიტოესტროგენები შედის, რომელიც კლიმაქსის მტკივნეულ ნიშნებს ამსუბუქებს. სელი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია და მკერდის ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

3. სელი ორგანიზმის გაწმენდას ხელს უწყობს და წონაში დაკლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სელის თესლი დიდი რაოდენობით უჯრედისს და აქტიურ მჟავებს შეიცავს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ.

ვივიენმა თქვენთვის, წონაში სწრაფად დასაკლებად რამდენიმე მარტივი და ეფექტური რეცეპტი შეაგროვა.

პიურე სელთან ერთად

ინგრედიენტები:

  • გაყინული კენკრა
  • 1 ბანანი
  • 3 ს/კ დაფქული სელის თესლი
  • რძე

კენკრა რძესთან ერთად დააბლენდერეთ, ბანანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ სელი დაუმატეთ. ასეთი პიურე შესანიშნავი საუზმე იქნება, რომელიც დილიდანვე მხნეობას შეგმატებთ.

კეფირი სელთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ დაფქული სელი
  • უცხიმო კეფირი
  • თაფლი

კეფირი, სელი და 1 ს/კ თაფლი დააბლენდერეთ. ეს შესანიშნავი დიეტური ვახშმის ვარიანტი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კეფირს რამდენიმე ნაჭერ ხრაშუნა პურს დაუმატებთ.

აუცილებლად გვიამბეთ, თუ მოგეწონათ რეცეპტები და საინტერესო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს