5 ყველაზე მანიპულირებადი ზოდიაქოს ნიშანი

1883
5 ყველაზე მანიპულირებადი ზოდიაქოს ნიშანი

სიკეთე – ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, რომელიც ადამიანს ახასიათებს. სამწუხაროდ, ადამიანი – მანიპულატორი ამას ხშირად საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. მათი აზროვნება საკმაოდ ეგოისტურია და არ აინტერესებთ, თუ ადამიანს ამით რა ზიანს აყენებენ. თუ მზად ხართ სხვისი სიკეთე გამოიყენოთ, სავარაუდოდ, სინდისი და თანაგრძნობა არ გაგაჩნიათ. მოდით თვალი გადავავლოთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ მანიპულაციური ხრიკებისკენ მიდრეკილება?

1. ტყუპები
ტყუპებს რომ იმაზე დაფიქრების დრო მისცეთ, თუ როგორ იქცევიან და რატომ იყენებენ გარშემომყოფებს, სავარაუდოდ, შერცხვებათ. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ამაზე საერთოდ არ იფიქრონ. თუ ტყუპებს მათ შეუფერებელ ქცევაზე მიუთითებთ, ისინი ყველაფერს ან ხუმრობაში გადაიტანენ, ან უბრალოდ საუბარს თავს აარიდებენ. ხოლო თუ კითხვას პირდაპირ დაუსვამთ და მანიპულაციაში ამხელთ, ტყუპები გარკვეული დროით თქვენი მხედველობის არედან გაქრება.

2. სასწორი
ამ ნიშანს სურს რომ ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ პირველ რიგში ბედნიერი თავად უნდა იყოს, ამიტომ თუ სასწორი სხვის კეთილგანწყობას იყენებს, ამას ცუდ ქმედებად არ თვლის. მათ სხვებზე მანიპულირების მიდრეკილება აქვთ. საკუთარ ხიბლსა და ზღვა კომპლიმენტებს იყენებენ, რომ ადამიანი მოდუნდეს და მის მიმართ სიმპათია გაუჩნდეს. სასწორს გულწრფელად სწამს რომ, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ.

3. მორიელი
მორიელი – მანიპულაციის ოსტატი არის და საჭიროების შემთხვევაში მთელ თავის ხრიკებსა და უნარებს იყენებს, რომ მიზანს მიაღწიოს. ისინი სხვების სიკეთეს სინდისი ქენჯნის გარეშე გამოიყენებენ, ამასთან მანიპულაციური ზემოქმედების ობიექტს საკმაოდ ცინიკურად ეპყრობიან. თუ მორიელის მხილებას შეეცდებით, ის რაიმე ცუდ განზრახვას უარყოფს და სიტუაციას ისე შემოაბრუნებს, რომ “მსხვერპლი” საკუთარ საღ აზრში დაეჭვდება.

4. მშვილდოსანი
თუ მშვილდოსანს რაიმე სჭირდება, მეგობრებსა და ნაცნობებს დახმარებას დამორცხვების გარეშე სთხოვს, არც დაფიქრდება იმაზე, თხოვნა უადგილო ხომ არ არის. მაგ., მარტივად შეუძლია ვინმეს რამდენიმე დღით ესტუმროს, ამასთან ადამიანში სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს (“სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს”) ან მის სინდისს მიმართოს (არ მინდა ვიფიქრო, რომ გულგრილი ადამიანი ხარ”). მშვილდოსნის გაგებით, ის იმდენად სასიამოვნო სტუმარი და თანამოსაუბრე არის, რომ მისი სტუმრობით ყველა ბედნიერი უნდა იყოს.

5. თევზები
თევზები ვინმეს სიკეთის გამოყენებას საერთოდ არ აპირებს, მაგრამ მუდმივად მსხვერპლის როლს თამაშობს. თევზები (წინასწარ განზრახვის გარეშე) თავიანთ პრობლემებს ხაზს უსვამენ, რომ თანაგრძნობა და სიმპათია გამოიწვიონ და სასურველს მიაღწიონ. ეს ნიშანი დარწმუნებულია, რომ ის აბსოლუტურად გულახდილი და პატიოსანია, მაგრამ სინამდვილეში რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობას ღიად იყენებს. ემოციური მანიპულაცია – მათი ჰობია და ამ ხრიკს ყოველთვის იყენებენ დაფიქრების გარეშე, თუ ამდენად უსამართლო და ულამაზო ქცევა ეს შეიძლება იყოს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს