კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებლო საქმიანობებში და მედიცინაში. ჩემი ბებია ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა ამ გასაოცარ ნივთიერებას და მუდამ ჰქონდა გადანახული ის ექსტრემალური შემთხვევებისთვის. კალიუმის პერმანგანატი მართლაც გასაოცარი პროდუქტია, რომელიც ჩვენს ბავშვობაში აბსოლიტურად ყველა ოჯახში მოიპოვებოდა. დღესდღეობით ის ძალიან ცოტა ადამიანს თუ ახსოვს.
კალიუმის პერმანგანატის ხსნარი
ამ ხსნარს საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ ტრადიციულ და არატრადიციულ მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში, მებაღეობაში და ა.შ. გამოცდილი და ფრთხილი მოგზაურების უმრავლესობას ყოველთვის თან დააქვს ეს ხსნარი ჭრილოებისა და სასმელი წყლის დეზინფიცირებისთვის.
კანის დაზიანებების (ჭრილობები, კოჟრები, ბზარები და ა.შ.) დეზინფიცირების მიზნით კალიუმის პერმანგანატის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დავიცვათ სწორი ინსტრუქცია ხსნარის დასამზადებლად. ასეთ შემთხვევაში 1 ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ კალიუმის პერმანგანატის დაახლოებით 10 კრისტალი. ხსნარი შეფერილი უნდა იყოს ღია ვარდისფრად.
გაითვალისწინეთ, ზედმეტად კონცენტრირებულმა ხსნარმა შეიძლება მიგვიყვანოს დამწვრობამდე. გარდა ამისა, კალიუმის პერმანგანატის ხსნარის დამზადების დროს მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალში გაუხსნელი კრისტალი არ დარჩეს. კრისტალის უშუალო კონტაქტი კანთან დამწვრობის მიღების მიზეზად შეიძლება იქცეს.
კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) გამოყენება:
- ჭრილობების, ნაკაწრების, მწერების ნაკბენებისა და გამონაყრის დეზინფიცირებისთვის ჩაალბეთ ბამბის ნაჭერი კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერ ხსნარში და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ზედაპირი.
- ჰერპესული გამონაყრისა და სტომატიტის სამკურნალოდ დაიმუშავეთ კანის პრობლემური ზედაპირი კალიუმის პერმაგანატის ღია ვარდისფერი ხსნარით.
- ღია ჭრილობის დამუშავება კალიუმის პერმანგანატით რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
- ფეხების ჭარბი ოფლიანობის დასამარცხებლად გამოიყენეთ კალიუმის პერმანგანატი. საშუალო ზომის ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი და ჩაამატეთ ფეხების ამ აბაზანაში იმ რაოდენობით კალიუმის პერმანგანატის კრისტალები, რომ წყალი ღია ვარდისფრად შეიფეროს. ეს მეთოდი არაჩვეულებრივია კოჟრების მოსაშორებლადაც.
- მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების, დიარეის ან მოწამვლის დროს კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერი ფერის ხსნარი (2 კრისტალი 200 მლ წყალზე) მიიღება შინაგანად. ეს ხსნარი ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავს გაწმენდაში და ტოქსინებისგან დაცლაში.
- კალიუმის პერმანგანატს საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ მებაღეობაშიც, რადგან ეს ნივთიერება ეფექტურად ანადგურებს მავნებლებს. კალიუმის პერმანგანატის 0,5%-იან ხსნარში (0,5 გრამი კრისტალები 100 მილილიტრ წყალზე) ჩაალბეთ თესლები სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, რეკომენდირებულია უშუალოდ ნიადაგის დეზინფიცირება ამ ხსნარით.
- შედარებით უფრო სუსტი ხსნარი (1,5 გრამი 10 ლიტრ წყალზე) გამოიყენება მარწყვის, კიტრისა და პომიდვრის დასამუშავებლად ჭრაქის პროფილაქტიკისთვის.
კალიუმის პერმანგანატის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიულობის დროს არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ეს ნივთიერება.
ეს მნიშვნელოვანია! არავითარ შემთხვევაში მიიღოთ კალიუმის პერმანგანატი გააქტივებულ ნახშირთან ან სხვა დამჟანგავი თვისებების მქონე ნივთიერებებთან ერთად. ყოველთვის შეინახეთ კრისტალები თქვენი შვილებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.