ზოდიაქოს ეს ნიშნები ადამიანებთან ურთიერთობაში არ თვალთმაქცობენ, მათ ნამდვილად შეუძლიათ მზრუნველი და ყურადღებიანი იყვნენ. ისინი კეთილმოსურნეობით და კონფლიქტების უსიყვარულობით გამოირჩევიან. ეს ადამიანები, როგორც წესი, უანგაროები არიან და სხვა ადამიანების სურვილებს საკუთარზე წინ აყენებენ.
1. კირჩხიბი
კირჩხიბი სხვა ადამიანების ცხოვრებისადმი ინტერესს ყოველთვის იჩენს. ისინი არა მხოლოდ სიტყვით არიან თბილები, არამედ ახლობლებზე ყველანაირად ზრუნავენ. თუ ადამიანი მოწყენილია, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს, კირჩხიბი ახერხებს მის ალაპარაკებს და აუცილებლად გაარკვევს, თუ როგორ დაეხმაროს. კირჩხიბი საუკეთესო “სულიერი” თერაპევტია, რომელსაც მოსმენა და ეფექტური რჩევების გაცემა შეუძლია.
2. სასწორი
სასწორი უაღრესად გულუხვია და უფრო მეტს გასცემს, ვიდრე ღებულობს. თუ მის მეგობარს ავტომობილი გაუფუჭდა, სასწორი საკუთარს ათხოვებს ისე, რომ არც დაფიქრდება. თუ ადამიანს ფინანსური პრობლემები აქვს, სასწორი მას ფულს მისცემს. ისინი მუდმივად მზად არიან ქველმოქმედებისთვის და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ.
3. მშვილდოსანი
მშვილდოსანმა ზუსტად იცის რა და როდის თქვას, რომ ადამიანი გაამხნევოს და მისი განწყობა მთელი დღის მანძილზე გააუმჯობესოს. მათ სხვების წარმატება გულწრფელად ახარებს და ქებას და კომპლიმენტებს გულუხვად გასცემს. მშვილდოსანი ტაქტიკური არის და შეუძლია სასიამოვნო სიტყვები ისე თქვას, რომ გადაჭარბებულად და ყალბად არ ჟღერდეს. ამ ნიშანს შეიძლება პირფერი ვუწოდოთ, მაგრამ ამას საკმაოდ ოსტატურად აკეთებს.
4. თხის რქა
ზოგიერთი თხის რქა ძალიან სერიოზული და თავშეკავებული გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნიშანია. თხის რქა ყოველთვის პირველია, რომ ვინმეს დაეხმაროს ან რთული დავალება საკუთარ თავზე აიღოს. ისინი ძალიან ყურადღებიანი, კეთილები და მომთმენები არიან. თხის რქა ადამიანებზე ზეწოლას არ ახდენს და მათ საკუთარი ინტერესების მიზნით არ იყენებს, პირიქით, მათ მოტივაციას და მხარდაჭერას ცდილობს ისე, რომ ნაცვლად არაფერს ითხოვს.
5. თევზები
თევზები მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ფაქტიურად სხვისი აზრების წაკითხვა და ძლიერი ინტუიციის წყალობით მათი სურვილების გამოცნობა შეუძლია. ინსტიქტურად იციან, თუ ადამიანებს რა სურთ. ამ ნიშანს დიდსულოვნად პატიება და ახლობლისთვის მეორე შანსის მიცემა შეუძლია, მაშინაც კი თუ ისინი ამას არ იმსახურებენ. თევზები მოქნილები არიან და ნებისმიერ ურთიერთობას ადვილად ერგება, ცდილობს გარშემომყოფებისთვის საჭირო იყოს.