თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც იცის თუ როგორ შეარჩიოს შეუდარებელი ლუქი? ტრენდს თვალყურს ადევნებთ, მაგრამ ბრმად და დაუფიქრებლად არ მისდევთ? ზოგიერთი ადამიანი ამქვეყნად მართლაც სტილის განუმეორებელი გრძნობის უნარით იბადება, თუმცა პრინციპში სურვილის შემთხვევაში ამის სწავლა შესაძლებელია. თუ გარეგნობასა და ჩაცმის სტილში დიდ ძალისხმევას ჩადებთ, ამ უნარის თქვენ სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებთ. გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები ითვლება ყველაზე უფრო მოდურად?
1. ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ ვერძები იმპულსურები არიან იმათ შორის არ არიან, ვინც სპონტანურად ყიდულობს ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ხედავს, და შემდეგ ამას ნანობს. ვერძებს ექსპერიმენტების, ახალი ტრენდის მორგების ან შთაგონებისთვის გასული წლების მოდასთან დაბრუნება არ ეშინიათ. მათ მოსაწყენი ტანსაცმელი სძულთ, ამიტომ რაღაც მოდურს, ნათელს, მხიარულს და ჯანსაღს უპირატესობას ანიჭებენ.
2. კურო
კუროებს გასაოცარი სტილის გრძნობა აქვთ. როცა კურო შენობაში შედის, შეუძლებელია არ შეამჩნიოთ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ტომარა, მაგიდის გადასაფარებელი ან თეთრეული ჩაიცვან და მაინც ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. მათ ტანსაცმლის შერჩევისთვის მახვილი თვალი და შეუდარებელი გრძნობა აქვთ. ისინი მოდის კანონმდებლებლად და სტილისტებად არიან დაბადებულნი.
3. ტყუპები
ტყუპები ძალიან მოდურები არიან და შეუძლიათ დიდებულსა და უგემოვნობას შორის ზღვარი დაიკავონ. მათ აქვთ უნარი საკუთარ გარდერობს იდეალური აქსესუარი შეურჩიონ, რომელიც მათ გარეგნულ იერს მომენტალურად გარდაქმნის და გარშემომყოფების ყურადღების მიიქცევს. ამ ნიშნის ადამიანები მოდურად და ოდნავ ეპატაჟურად გამოიყურებიან, მაგრამ არა ვულგარულად.
4. ლომი
ლომი მზადაა საკმაოდ მსუყე თანხა დახარჯოს, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაღალი კლასის, მოდური, იდეალური ქსოვილის და დიზაინის, საუკეთესო ხარისხის ნივთები უყვართ. ლომს შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა სწორედ მოდის დახმარებით და ყოველთვის ირჩევენ ტანსაცმელს, რომელიც მას უხდება და მის გარეგნობის ფორმებს ხაზს კარგად უსვამს. ზოგჯერ, როცა ლომი ზედმეტად თამამია, შეუძლია გამომწვევად ჩაიცვას, უბრალოდ იმიტომ, რომ რეაქცია და შესაბამისად გარშემომყოფების ყურადღება მიიქციოს.
5. სასწორი
სასწორი მოდისგან სიამოვნებას ღებულობს, მაგრამ ტრენდს ფრთხილად მიჰყვება, რადგან ურჩევნია საკუთარი სტილის ერთგული დარჩეს. თუ გარდერობში რაიმე ულტრა მოდური აქვთ, ასეთ ნივთებს რაიმე კლასიკურთან აერთიანებს. სასწორებს შერევა და სტილის გაერთიანება შეუძლიათ, ასევე ორიგინალური და უნიკალური ლუქების მოფიქრება. სასწორი მოდის საკუთარ წესებს ადგენს, შემდეგ კი მათ საკუთარი სურვილის მიხედვით არღვევს.
6. მერწყული
მერწყულები სტილის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევიან. ეს ადამიანის ის ტიპია, რომელსაც შეუძლია ცარიელი ოთახი მხოლოდ სამი ნივთით იდეალურ დიზაინერულ მინიმალიზმად გადააქციოს. მერწყულები თავისთვის, როგორც წესი, ნამდვილად მაღალი ხარისხის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობენ. უპირატესობას ანიჭებენ ნივთებს, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადიან. ისინი ირჩევენ მარტივს, მოხდენილს და საიმედოს.