წარსულის 5 ყველაზე სასტიკი დიეტა – რაზე მიდიოდნენ ქალები მოხდენილი ფორმების მისაღებად

1937
წარსულის 5 ყველაზე სასტიკი დიეტა - რას მიდიოდნენ ქალები მოხდენილი ფორმების მისაღებად
წარსულის 5 ყველაზე სასტიკი დიეტა - რას მიდიოდნენ ქალები მოხდენილი ფორმების მისაღებად

პარაზიტების ყლაპვა

ვიქტორიანულ ეპოქაში (1837 – 1901 წწ) ბევრი ქალი ახალი მოდის ტენდენციის, ვიწრო წელის ქონის, მიდევნებას და წონაში დაკლებას ცდილობდა. გახდომის ერთ-ერთ გზას პარაზიტების, ე.წ. ლენტისებრი ჭიების გადაყლაპვა წარმოადგენდა. ის ნაწლავებში სახლდებოდა და ადამიანის მიერ შეჭმულ საკვებს ყლაპავდა. პარაზიტები ტაბლეტების სახით იყიდებოდა და გადაყლაპვისთანავე იხსნებოდა.

ყველაზე ამაზრზენი ნაწილი ამ ჭიების ამოღება იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი სიგრძე 9 მეტრს აღწევს. თუ მათ განადგურებას ტაბლეტებით ვერ ახერხებდნენ, სხვა მეთოდებს იყენებდნენ: ადამიანს რძით სავსე თასთან გაღებული პირით ჯდომა უწევდა. სავარაუდოდ, ლენტისებრ ჭიას ეს სუნი იზიდავდა და პირიდან ამოდიოდა. მეთოდის ეფექტურობა დღემდე სადაოა.

სიგარეტის დიეტა

თავიდან სიგარეტი, როგორც გასახდომი საშუალება, ისე იყიდებოდა. 1929 წლის სიგარეტის რეკლამაში ამბობდნენ: „Light a Lucky (სიგარეტის სახელი) და არასდროს გამოტოვებთ ტკბილეულს, რომელიც თქვენს გასუქებას იწვევს. კიდევ ვარიანტი – „ეს თქვენ ხართ 5 წლის შემდეგ? (ჭარბი წონის ქალის სურათი) ჭარბი მოხმარება გაშინებთ? ამის ნაცვლად Lucky-იზე დამოკიდებული გახდით“ ან „გსურთ იყოთ მოხდენილი? – ტკბილეულის ნაცვლად Lucky აიღეთ“.

იმპერატრიცა სისის დიეტა

მე-19 საუკუნეში, ვენის იმპერატრიცა სისი 48 სანტიმეტრიანი წელის შესანარჩუნებლად მხოლოდ ნედლი იხვის წვენით იკვებებოდა. მას სპეციალური „იხვის წვენსაწურიც“ ჰქონდა.

ღვინოში ბანაობა

ჰანი ვულის წიგნის მიხედვით, 1960 წელს ღვინოში ბანაობა, ასევე აბაზანები აბზინდით, კალამინტით, გვირილათი, სალბით და სხვა მცენარეებით წონის დაკლების საშუალებას წარმოადგენდა. მართალია, ეს მეთოდი რომ ეფექტური ყოფილიყო, დღემდე პოპულარული იქნებოდა. საინტერესო იყო წიგნში მოცემული შენიშვნა: „ძალიან გამხდარი სხეული ძალიან მიმზიდველი ვერ იქნება: ეს სიმსუქნის საპირისპირო უკიდურესობაა“.

მძინარე მზეთუნახავის დიეტა

ადამიანებს ძლიერ დამამშვიდებლებს აძლევდნენ, რომ მათ რამდენიმე დღე დაეძინათ. ლოგიკა მარტივი იყო: თუ მათ ეძინათ, არ ჭამდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გასახდომი პრეპარატის ჭარბი დოზა ჯანმრთელობის გაუარესებას და ძილის ციკლის დარღვევას იწვევდა. გარდა ამისა, ადამიანს შეიძლება საერთოდ არ გაეღვიძა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს