თავს უმრავლესობა მუდამ არასწორად ვიბანთ, შემდეგ კი გვიკვირს რატომ გვცვივა თმა.

1805

ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ისეთი მარტივი პროცედურის დროს, როგორიც თმის დაბანაა, ამდენ შეცდომას ვუშვებდი. სტილისტები ამტკიცებენ, რომ რეგულარულად თმის არასწორად ბანვა იწვევს მის გამოშრობას, სისუსტეს, მტვრევადობას, გაყოფილ ბოლოებს და რიგ შემთხვევაში თმის ცვენასაც კი.

როგორ დავიბანოთ თავი სწორად

  1. სანამ თმაზე შამპუნს დაიტანთ, რაც შეიძლება კარგად გადაივლეთ წყალი. ასე გაცილებით კარგად იხსნება და ეფექტურად ითვისებს ნებისმიერი სახის შამპუნს.
  2. დაბანის დროს თმის ბოლოების ზედმეტი გამოშრობისგან დაგიცავთ და მცირეოდენი ტენის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კონდენციონერი. შამპუნის გამოყენებამდე დაიტანეთ კონდენციონერი თმაზე, გაიჩერეთ ორიოდე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  3. შამპუნის ჭარბი რაოდენობით გამოყენება – უპატიებელი შეცდომა! იმისთვის, რომ ზიანი არ მოუტანოთ საკუთარ თმას, დაბანისას გამოიყენეთ მხოლოდ 3/4 ჩ.კ შამპუნი. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დიდი რაოდენობით შამპუნი მათ თმის უკეთ დაბანაში ეხმარება, თუმცა სინამდვილში ამ ფაქტს მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი თმისთვის.
  4. თმის დაბანისას თითებით შეასრულეთ ნაზი და რბილი მოძრაობები, რათა არ დაიზიანოთ კუტიკულა (თმის გარეთა საფარი).
  5. თავდაპირველად თითების ბალიშებით გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი. ასე სისხლის მიწოდება თავის კანისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდება, შესაბამისად თმა გაცილებით უკეთ გამოიკვებება. უკვე ამის შემდეგ დაიტანეთ შამპუნი და ნაზი მოძრაობებით გაინაწილეთ ქაფი მთელ თმაზე.
  6. გრძელი თმის მოვლის აუცილებელი პირობა – კონდენციონერის ან ბალზამის გამოყენება. დაიმახსოვრეთ, რომ კონდენციონერი და ბალზამი უნდა დაიტანოთ მხოლოდ თმის სიგრძეზე და არა კანზე (ასეთ შემთვევაში ამ საშუალებების სასარგებლო გავლენა ნულის ტოლია).
  7. კონდენციონერის ჩამობანვის შემდეგ გადაივლეთ თმაზე ცივი წყალი, რათა დაიხუროს თმის ზედაპირის ფარფლები. ასე თქვენი თმას უფრო მეტ სიგლუვესა და ბზინვარებას შესძენთ.

თმის ბანვის სიხშირე დამოკიდებულია მის ტიპზე: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ, აცულებელია დაიბანოთ თავი ყოველდღიურად, ხოლო თუ თქვენი თმა ნორმალური და მშრალია, კვირაში 3-ჯერ თავის დაბანა სავსებით საკმარისია.