სტრესი, უძილობა, არაჯანსაღი კვება, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო – რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველივე ეს კარგად არის ცნობილი. იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი ორგანიზმი მავნე ფაქტორების ზეგავლენისგან, აუცილებელია გარკვეული ზომების იმღება.
საუკეთესო გამოსავალი ორგანიზმის დასაცავად და გასაჯანასღებლად პროფილაქტიკური ზომების მიღებაა. სპეციალისტები გვირჩევენ, რეგულარულად მივიღოთ სააფთიაქო პრეპარატი ”გლიცინი”. თუ რატომ, ამის შესახებ დღეს დეტალურად მოგითხრობთ ჩვენი რედაქცია.
გლიცინი – ეს არის ამინომჟავა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ბიოაქტიურ პროცესებში. მისი არსებითი როლი – ნერვული იმპულსების დარეგულირება და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გლიცინის დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მისი მიღებიდან უკვე 20 წუთში შეიმჩნევა. გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მოცემული პრეპარატი სტიმულირებს ისეთი ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ხელს გვიწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
ამ პრეპარატის დახმარებით შესაძლებელია სტრესის, გაღიზიანებისა და შაკიკის დამარცხება, მშფოთვარების მოხსნა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, რის გამოც ის განსაკუთრებული პოპულარობით ხანდაზმულ ადამიანებში სარგებლობს. მეტიც, ექიმები საკმაოდ ხშირად უნიშნავენ გლიცინს ზედმეტად აქტიურ ბავშვებს.
გლიცინის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე:
- გვიუმჯობესებს განწყობას;
- ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას;
- ხსნის სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას;
- არეგულირებს ძილის რეჟიმს;
- ამცირებს ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევების განვითარების რისკს;
- ამცირებს ალკოჰოლის მავნე, ტოქსიკურ ზეგავლენას ჩვენს ორგანიზმზე და ამარცხებს ნაბახუსევის სინდრომს.
როგორ მივიღოთ ეს სააფთიაქო პრეპარატი?
გლიცინი იყიდება აბსოლიტურად ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე და რირს საკმაოდ იაფიც. მრავალწლიანი პრაქტიკით დამტკიცებულია ამ პრეპარატის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა მის მიღებამდე, გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
დოზირება პირდაპირაა დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე.
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს (აგრესია, უძილობა, მშფოთვარება) მიიღება 1 აბი გლიცინი დღეში 2-ჯერ ან სამჯერ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
- თუ თქვენი პრობლემა მხოლოდ უძილობით შემოიფარგლება, მიიღეთ 1 ან 2 აბი გლიცინი დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- ჭარბი სტრესისა და ემოციური გადაღლილობის დროს მიიღეთ 1 აბი გლიცინი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – 2-დან 4 კვირამდე.
- ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასამარცხებლად მიიღება ერთი აბი გლიცინი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
გლიცინის მიღება ორსულობის დროსაც დაშვებულია, თუმცა ამ საკითხზე ექიმთან კონსულტაციის გავლა ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
ამ პრეპარატის კიდევ ერთ გასაოცარ თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისთვის უკუჩვენებები თითქმის არ არის დამახასიათებელი. გლიცინის მიღება ეკრძალებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც დაბალი არტერიული წნევა აწუხებთ და 2 წლამდე ბავვებს. თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ რაიმე უსიამოვნო სიმპტომი შენიშნეთ, შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!