ველური აფრიკული ტომი ჰაძა ჩვენზე უფრო ჯანმრთელია. გაიგეთ, მათი დიეტის საიდუმლო

1707
ველური აფრიკული ტომი ჰაძა ჩვენზე უფრო ჯანმრთელია. გაიგეთ, მათი დიეტის საიდუმლო
ველური აფრიკული ტომი ჰაძა ჩვენზე უფრო ჯანმრთელია. გაიგეთ, მათი დიეტის საიდუმლო

ჰაძა ტანზანიის მონადირეთა პატარა ჯგუფია. ტომმა, რომელიც დაახლოებით 1000-1500 წევრისგან შედგება, კოლონიზაციის მცდელობის თავიდან აცილება და კულტურის შენარჩუნება მოახერხა.

ზოგიერთი დიეტოლოგი თვლის, რომ ჰაძას ტომი, რომელიც შეგროვებას და ნადირობას აგრძელებს, თავისი კვების წყალობით უფრო ჯანმრთელები არიან. ტომის დიეტის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ ასეთი კვების მეთოდი უფრო მრავალფეროვან მიკრობიომს ავითარებს.

მიკრობიომი ნაწლავებში ბაქტერიების ერთობლიობაა, რომელიც მოქმედებს ყველაფერზე – ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემიდან დაწყებული განწყობითა და ქცევით დამთავრებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მეცნიერები მტკიცებულებებს აგროვებდნენ, რომ დასავლეთის ცხოვრების წესი ჩვენს მიკრობიომს ცვლის.

როგორ მუშაობს ჰაძას დიეტა?

ჰაძას დიეტა მთლიანად ტყეში მოპოვებული საკვებისგან შედგება: ველური კენკრა, უჯრედისის მაღალი შემცველობის მქონე ფესვვები, თაფლი და ველური ხორცი. ისინი ფერმებში წარმოებულ და გადამუშავებულ საკვებსა და პროდუქტებს არ მიირთმევენ.

ტომის მოსახლეობაში არაინფექციური დაავადებით (გულის დაავადება და სიმსივნე) სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სიმსუქნე და მეტაბოლიზმის პრობლემები შემგროვებელ-მონადირეებს შორის იშვიათია.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ჰაძის ნაწლავური მიკრობიომი წლის სეზონის მიხედვით იცვლება. მშრალი სეზონის პერიოდში ტომი ბევრ ხორცს მიირთმევს ისე, როგორც ამას დასავლეთის ხალხი აკეთებს. მათი მიკრობიომი დიეტის მიხედვით იცვლება. ზოგიერთი ბაქტერია ძალიან მცირდება ისე, როგორც დასავლეთის ხალხში. თუმცა შემდეგ უფრო ტენიან პერიოდში, როცა ჰაძა უფრო მეტ კენკრას და თაფლს მიირთმევს, ეს არასაკმარისი მიკრობები უკან ბრუნდება.

რა არის ნაწლავური ბაქტერიები?

ბაქტერიების მრავალი სახეობა სხეულს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ნაწლავებში ბაქტერიების რთული კოლონია ორგანიზმს საჭმლის მონელებასა და ათვისებაში ეხმარება.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი ბაქტერიების ფუნქციებს არღვევს. მკვლევარები ეჭვს გამოთქვამენ, რომ მიკრობიომის ცვლილება ყველაფერზე, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გავლენას მოახდენს. ზოგიერთი კვლევა, ნაწლავებში ბაქტერიების ცვლილებას დეპრესიასა და შფოთვას უკავშირებს.

როგორ დავიცვათ ჰაძას დიეტა?

„ჰაძა შეგროვების ხარჯზე ცხოვრობს. ამრიგად, მათი დიეტა სხვადასხვა მცენარეზე არის დაფუძნებული, მათ შორის სახამებლის შემცველ გორგლებსა და ფესვებში. სველი სეზონის დროს მათ რაციონში ბევრი ნახშირწყლები (კენკრა და თაფლი) და უჯრედისია, ასევე ნაკლები ცხიმი და ცხოველური ცილა“ – ამბობს ლორი ენდიკოტ თომასი, სპეციალისტი კვების და ჯანდაცვის საკითხში.

შესაძლოა, ცხოვრება მონადირე-შეგროვების წესს ვერ დაუკავშიროთ, მაგრამ ჰაძას ტომის მსგავსად სწორი კვების ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება, რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დახმარებით მეტი უჯრედისის მიღება, ნამდვილად შეგიძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს