10 სააფთიაქო საშუალება, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს და უამრავ ფულს დაგაზოგინებთ სილამაზის სალონებში.

4356
10 სააფთიაქო საშუალება, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ
10 სააფთიაქო საშუალება, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

ბევრი ადამიანი სიბერის შეფერხებასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ოცნებობს. ამისთვის კოსმეტიკური ინდუსტრია თავის მოვლის პროცედურების ფართო სპექტრს გთავაზობთ. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ სილამაზისთვის რამდენი თანხის გაღება შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ფასი ხარისხს არ შეესაბამება.

გთავაზობთ, ყურადღება ტრადიციულ მედიცინას და ბიუჯეტურ სამკურნალო მედიკამენტებზე გაამახვილოთ. ეს მალამოები და ნაყენები სახლის აფთიაქში თითქმის ყველას აქვს, თუ არა მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

1. პანტელონი

პანტელონი გელის, მალამოს ან სპრეის სახით გამოდის. მის შემადგენლობაში B ჯგუფში შემავალი პანთოტენორი მჟავა შედის. საშუალება ჭრილობის, დამწვრობის, ძირმაგარას, დერმატიტის, ასევე მშრალი კანის დასაცავად ინიშნება. ის ქსოვილების აღდგენის პროცესს აჩქარებს, კანს არბილებს, ტენიანობის საჭირო დონეს ინარჩუნებს.

კოსმეტიკური მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა სახით, ან კრემებსა და ნიღბებს დაუმატოთ. გახსოვდეთ, ეს სამკურნალო საშუალება კვირაში მაქსიმუმ 1-2-ჯერ უნდა გამოიყენოთ. ქალების გამოხმაურების მიხედვით, პანტელონი მშრალი კანისთვის შესანიშნავი საშუალებაა, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ნორმალური და ცხიმიან კანის მფლობელები ფრთხილად უნდა იყვნენ: შეიძლება ფორები ამოავსოს და აკნეს გაჩენა გამოიწვიოს.

2. ძირტკბილას ფესვები

ძირტკბილას გემო ბავშვობის ყველას ახსოვს. მას სიროფის და ტაბლეტის სახით ხველების დროს ვღებულობდით. ძირტკბილას ფესვების ნაყენი გასტრიტის და წყლულის დროს ინიშნება. ცოტამ თუ იცის, რომ მას კანის გათეთრება და დაჭიმვა, ჭორფლის და პიგმენტური ლაქების გაქრობა და აკნეს გაჩენის თავიდან აცილება შეუძლია.

ამ მიზნით ფარმაცევტული ნაყენი გამოიყენეთ, ან სახლის პირობებში ხმელი ფესვებისგან თავად დაამზადეთ. მომზადებისთვის 1 ს/კ ხმელ მცენარეს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ და დააყენეთ. 3-4 კვირის განმავლობაში, ნაყენით დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ.

3. “აევიტი“

A და E ვიტამინების ზეთოვანი ხსნარი შიგნით მისაღებად ფილტვების, წყლულის, ჰიპო- და ავიტამინოზის დროს ინიშნება. ტრადიციული გამოყენების გარდა, მას კრემებს და ლოსიონებს უმატებენ ან სახეზე, თვალის ირგვლივ კანზე, ფრჩხილებზე და ხელზე სუფთა სახით ისვამენ. როგორც ცნობილია, რეტინოლი (A ვიტამინი) და E ვიტამინი ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობენ.

გამოყენების წინ, კაფსულა ნემსით გახვრიტეთ და სითხე სახეზე, მათ შორის თვალის ირგვლი კანზე, წრიული მოძრაობით წაისვით. 10-12 წუთის შემდეგ ნარჩენები მშრალი ბამბის დისკით მოიშორეთ. დილა-საღამოს, მაქსიმუმ 15-20 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. შემდეგ შეისვენეთ. ნაოჭების საწინააღმდეგოდ პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ ჩაიტარეთ. პრობლემური კანის შემთხვევაში ვიტამინი კანის არაჯანსაღ ნაწილში შეიზილეთ.

4. “სოლკოსერილი“

მალამო ან გელი კანის ბზარების და ჭრილობის, მზის და თერმული დამწვრობის, გაყინვის დროს გამოიყენება. კოსმეტოლოგების ყურადღება მიიპყრო მისმა მთავარმა ინგრედიენტმა  – ხბოს შრატმა, რომელიც უჯრედების განახლებას აჩქარებს, კანს კვებავს და ატენიანებს. სახის მოსავლელად მალამოც და გელიც გამოდგება, მაგრამ გელი კანს უფრო აშრობს. მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებული არაა. შეგიძლიათ თვალის ირგვლივ კანზე და შემოდგომა-ზამტრის პერიოდში ტუჩის ბალზამის სახით გამოიყენოთ.

გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი: ღამით, სუფთა კანზე წაისვით.  უფრო რადიკალური მეთოდი კი სოკოლოსერილის და დიმექსისდის ნიღაბია. დიმექსიდის სხნარი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით და ბამბის დისკით სახე დაიმუშავეთ. გაშრობის შემდეგ, სქელ ფენად სოლკოსერილი წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები წყლით ჩამოიბანეთ. 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2 პროცედურა საკმარისი იქნება. შემდეგ დიდი ხნით შეისვენეთ.

5. “რომაზულანი“

საშუალების შემადგენლობაში გვირილის ექსტრაქტი და ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი შედის. ყელის, გასტრიტის, წყლულის, სახსრების დაავადების, დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. „რომაზულანი“ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, ქსოვილებს შესანიშნავად კურნავს. სწორედ ამიტომ სამკურნალო მიზნით მას კოსმეტოლოგიაში ხშირად იყენებენ. ის კანს წმენდს და ჭიმავს, ცხიმს და აკნეს ამცირებს.

იაფი სააფთიაქო საშუალება კანის გამონაყარზე წერტილოვნად შეიძლება წაისვათ და მთელი ღამით გაიჩერეთ. ასევე ნიღბებსა და ლოსიონებში გამოიყენეთ.

ლოსიონის რეცეპტი: 1 ჩ/კ კალენდულას ნაყენი, ამდენივე რომაზულანი, ½ ჩ/კ ალოეს წვენი, 50 მლ ბალახის ნაყენი ან მინერალური წყალი აურიეთ.

ნიღბის რეცეპტი: 1 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ რომაზულანი აურიეთ და ნიღაბი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ.

6. რძის მჟავა

რძის მჟავა კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ის სახის კრემების შემადგენლობაში შედის, სილამაზის სალონებში კანის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად რძის პილინგი ფართოდ გამოიყენება. ძვირადღირებული კრემების და სალონური პროცედურების ნაცვლად, შეგიძლიათ ბიუჯეტური, სააფთიაქო 40 %-იანი რძის მჟავა გამოიყენოთ.

სახლის პირობებში პილინგის ჩასატარებლად 30 %-იანი რძის მჟავა (წყალში გახსნილი) დაგჭირდებათ. სუფთა კანზე წაისვით. რძის ხსნარი მკაცრი თანმიმდევრობით წაისვით: შუბლი, საფეთქელი, ყელი, დეკოლტე, ნიკაპი, ცხვირი, თვალის ირგვლივ კანი. 2-დან 20 წუთამდე გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. ეფექტის მისაღწევად 2 კვირიანი ინტერვალით 4-8 პროცედურა ჩაიტარეთ.

7. “კაპსიკამი“

ეს გამათბობელი მალამო კამფორის, სკიპიდარის და სხვა ნივთიერებების შემცველობის წყალობით ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს და ახსრების და კუნთების ტკივილის დროს დაგეხმარებათ. მედიკამენტი სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მას ცელულუტის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ. გახსოვდეთ, რომ მალამოს უკუჩვენება აქვს და მგრძნობელობაზე ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ.

სუფთა სახით მისი გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. კანზე ახლოს განთავსებულ კაპილარებზე და დაზიანებაზე წაისვით. ცელულიტის მოსაშორებლად მალამო ბავშვის კრემს, მცენარეულ ან ზეითუნის ზეთს აურიეთ. საშუალება სუფთა კანზე წაისვით და საკვები ცელოფნით შეფუთეთ. ნიღაბი 30-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით. 2-3 დღეში მაქსიმუმ 1 პროცედურა ჩაიტარეთ. კურსი შეგიძლიათ 1 თვეში გაიმეოროთ.

8. “ლევომეკოლი“

ეს მალამო ფართო სპექტრის ანტიობიტიკის – ქლორამფენიკოლის და მეთილურაცილის საფუძველზეა შექმნილი. პირველი ბაქტერიების უმრავლესობას ებრძვის, მეორე უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს, ქსოვილების შეხორცებას და რეგენერაციას ხელს უწყობს. ლევომეკოლი წვრილ და მსხვილ ჩირქოვან გამონაყარს კურნავს და აკნეს აქრობს. მიმოხილვის მიხედვით, მალამო ანთებას ამცირებს, ფორებს ასუფთვაებს, შეშუპებას ხსნის, ნაწიბურებს და ლაქებს აქრობს.

აკნეს ზოგადი ანთების შემთხვევაში მალამოს თხელი ფენა უნდა გამოიყენოთ, წერტილოვანი დაზიანების შემთხვევის დროს მხოლოდ ადგილობრივად. მალამო დღეში მაქსიმუმ 1-2-ჯერ გამოიყენეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში კურსი 20 დღის შემდეგ გაიმეორეთ.

9. წყალბადის ზეჟანგი

3 %-იანი წყალბადის ზეჟანგის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში მისაღებ ფასად შეძლებთ. მას ჭრილობების დასამუშავებლად იყენებენ, თუმცა ამ სამკურნალო სითხეს სხვა მიზნითაც იყენებენ. მაგალითად, იღლიაში ოფლიანობის შესამცირებლად და უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად.

იღლიის დასამუშავებლად პრეპარატის სუსტი ხსნარი უნდა გამოიყენოთ: 1 ჩ/კ 3%-იანი ხსნარი და 130 მლ წყალი აურიეთ. დღეში 1-2-ჯერ სუფთა, მშრალ კანზე წაისვით. ტერფისთვის უფრო ძლიერი ხსნარი დაამზადეთ: 1 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი და 50 მლ წყალი აურიეთ. თუ ტერფებზე კოჟრები გაქვთ, 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი უნდა გამოიყენოთ. მიღებული ხსნარი მშრალ ტერფზე წაისვით.

10. კალენდულას ხსნარი

ეს ნატურალური საშუალება ყელის გამოსავლებლად, დამწვრობისა და ჭრილობის დასამუშავებლად, წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ხშირად ხალხურ კოსმეტოლოგიაში აკნეს სამკურნალოდ იყენებენ, ასევე ჭორფლის და პიგმენტური ლაქების შესამცირებლად. ხსნარის ეფექტურობა A და E ვიტამინებით (ბუნებრივი ანტიოქსიდანტები), ფლავონოიდებით (ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება) და ეთეროვანი ზეთით (კანის დამამშვიდებელი) არის განპირობებული.

კალენდულას სპირტიანი ხსნარი ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოსავლელად შესანიშნავი საშუალებაა. სჯობს წყალში გახსნილი გამოიყენოთ. მშრალ კანზე, აკნეზე 1:1 პროპორციით წყალში გახსნილი კალენდულას ხსნარი წერტილოვნად წაისვით. შეგიძლიათ ერთი წვეთი კალენდულა კრემს ან ტონიკს დაუმატოთ. სახე დღეში 1-2-ჯერ გაიწმინდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს