რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ის მილიონერი გაიზარდოს?

1621
რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ის მილიონერი გაიზარდოს?
რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ის მილიონერი გაიზარდოს?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი ბავშვი ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იყოს. ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ მომავალში საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრას და ფულის ყადრი ისწავლოს. დღეს გიამბობთ, თუ რა უნდა ასწავლოთ ბავშვს, რომ მან საკუთარ მიზნებს მიაღწიოს და მილიონერი გახდეს.

ჯიბის ფული – კარგია თუ ცუდი?

ბევრი მშობლისთვის ეს საკამათო საკითხია. ერთი მხრივ, ბავშვის წახალისება გვსურს, მეორე მხრივ დამოკიდებულების განვითარების საშიშროება არსებობს. ხშირად ჯიბის ფული კარგი ქცევის, მაღალი შეფასების და სახლში გაკეთებული საქმის კომპენსაციას წარმოადგენს. თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი მიდგომა ფულის მიმართ არასწორ შეხედულებას აყალიბებს.

ჯიბის ფულის ძირითადი ამოცანაა ბავშვს ფინანსური პასუხისმგებლობა ასწავლოს, ფულის გამოყენების მიზანი და მისი ღირებულება აუხსნას, ასევე საკუთარი ხარჯების დაგეგმვაში დაეხმაროს. ფული მანიპულაციის საშუალება კი არ უნდა გახდეს, არამედ მომავლში მის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფინანსებთან ურთიერთობა

1. იყავით მაგალითი

ფულთან დამოკიდებულება 7 წლის ასაკში ყალიბდება. მანამდე ის სამყაროს ინტერესით ეცნობა და მშობლების ქცევას ყურადღებით აკვირდება. აუცილებლად შეამჩნევს, თუ დედ-მამა ფულის გამო ხშირად კამათობს. სწორედ ამიტომ, ფულთან პირადი დამოკიდებულების გამოსწორებით უნდა დაიწყოთ.

2. ნივთების ღირებულება აჩვენეთ

ამ თემაზე ერთ საათიანი ლექციის მოწყობა საჭირო არაა. უმჯობესია აუხსნათ, თუ რა ღირს ნივთი. მაგალითად, სათამაშო სახანძრო მანქანა. ყულაბიდან რამდენიმე ლარის გამოღებაში დაეხმარეთ და სათამაშოების მაღაზიაში ერთად წადით, რომ ბავშვმა მოლარეს თანხა თავად მიაწოდოს და სანაცვლოდ საქონელი მიიღოს.

3. გამჭვირვალე ყულაბა შეიძინეთ

ასე ბავშვი ყულაბაში თანხის გაზრდას ან შემცირებას დააკვირდება. ბავშვი იმის განსაზღვრას შეძლებს, თუ რამდენი ფული აქვს და მომავალში როგორ შეიძლება მისი დახარჯვა.

4. კმაყოფილების შეგრძნება ასწავლეთ

ბევრი მოზარდი საკუთარ თავს სხვებს ადარებს, რამაც იმ ნივთის ქონის სურვილი შეიძლება გაუჩინოს, რაც მის ახლობელს, მეგობარს თუ ნათესავს აქვს. ამ შემთხვევაში ოჯახის თბილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მისი მანქანა დღემდე კარგად მუშაობს, ტელეფონი კი სხვებზე ცუდი არაა.

5. ფულის გამომუშავების მეთოდები ასწავლეთ

ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. თუ ბავშვს ფული უნდა, ეცადეთ სამსახური მოუძებნოთ. ბავშვის ჰობი შეიძლება შემოსავლის კარგი წყარო გახდეს.

რჩევები შეძლებულ ადამიანებს

წიგნში „მილიონერების საიდუმლოები, რომელთაც საკუთარ ბავშვებს ასწავლიან“  სტივ ზიბოლდი, ჩოგბურთელი და პროფესიონალი სპიკერი ჰყვება, თუ ბავშვებს რა რჩევები უნდა მისცეთ, რომ ზრდასრულ ასაკში სიმდიდრეს მიაღწიონ:

1. მომგებიანი პროექტი განსახორციელებლად გარკვეულ დროს მოითხოვს. ბევრს ფულის იმწამსვე მიღება სურს, თუმცა დაუყონებლივი ფინანსური მოთხოვნილება მილიონის შოვნაში ვერ დაგეხმარებათ.

2. სტივი მდიდარი ადამიანების სპორტით სიყვარულს გირჩევთ, მაგალითად, გოლფი, ჩოგბურთი. ავტორის სიტყვებით, ეს საჭირო კავშირების მოპოვებაში დაეხმარებათ.

3. ჩოგბურთელი გირჩევთ, ყველაფერს პოზიტიურად მიუდგეთ. ბავშვებს პროცესით სიამოვნების მიღება ასწავლეთ, რომ ნაკლები სტრესი განიცადონ და საკუთარი გზა იპოვონ.

თქვენ საკუთარი მეთოდი გაქვთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს