მოხდენილი და მოვლილი ქალის იმიჯს ლამაზი მანიკიური სრულყოფილებას მატებს. ფრჩხილი მოულოდნელად შეიძლება გადატყდეთ. ამ პრობლემის მოგვარებას სახლის პირობებში, სპეციალისტთან მისვლის გარეშეც შეძლებთ.
ვივიენი რამდენიმე 100 პროცენტიანი შედეგის მქონე ხრიკს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს მანიკიურს, დროს და ფულს გადაარჩენს.
1. ჩაის პაკეტი
დამტვრეული ფრჩხილი თითის კუთხეებში დააფიქსირეთ და ქლიბით დაამუშავეთ, თავად გაყოფილ ადგილას მოერიდეთ. ჩაის პაკეტი პატჩის ზომაზე გაჭერით. ფრჩხილზე გამჭირვალე ლაქი წაისვით და ჩაის პატჩი ბზარს დაადეთ. პაკეტის სრულად დასაფარად ლაქის კიდევ ერთი ფენა გადაისვით. ლაქის გაშრობას დაელოდეთ და კუთხეები გაასწორეთ.
2. ფრჩხილის წებო
თქვენ ხელოვნური წამწამების დასაფიქსირებელი წებო დაგჭირდებათ. წვეთი წებო კბილის ჩხირის გამოყენებით თხელ ფენად გადაანაწილეთ. მოტეხილი ფრჩხილი მიამაგრეთ და ერთი წუთით დააჭირეთ. ნარჩენები ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ბამბის დისკით მოაშორეთ.
3. წებოვანი ლენტი
ამ მეთოდით მცირე ხნით ბზარის იზოლირებას შეძლებთ. წებოვანი ლენტა ფრჩხილის მთელ სიგრძეზე ფრთხილად უნდა დაიკრათ. შემდეგ ზედმეტი ლენტა ფრთხილად უნდა მოჭრათ.
4. წებო და აკრილის ფხვნილი
ორივე მხრიდან წებოს თხელი ფენა წაისვით და გაბზარული ფრჩხილი აკრილის ფხვნილში მოათავსეთ. დაელოდეთ, სანამ წებო გაშრება და შემდეგ დაამუშავეთ.
5. ხელოვნური ფრჩხილი
თუ სახლში ხელოვნური ფრჩხილების შეფუთვა გაქვთ, თამამად გამოიყენეთ. პირველ რიგში, ხელი ფრთხილად დაიბანეთ, ლაქის მოსაშორებელი სითხით ფრჩხილები დაიმუშავეთ. წებოს თხელი ფენა წაისვით და ხელოვნური ფირფიტები დაიმაგრეთ, ერთი წუთით დააჭირეთ. შემდეგ მაკრატლის დახმარებით ზედმეტი ნაწილი გადაჭერით.
ასევე, სილამაზის სალონებში სპეციალური გელი იყიდება, რომელთა დახმარებით პრობლემის გადაჭრას შეძლებთ.
როგორც ხედავთ, ფრჩხილის გადარჩენის პროცედურა საკმაოდ მარტივია. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს ფრჩხილი მოიჭრათ ან დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ.