როგორ უნდა განვსაზღვროთ ადამიანი ჭკვიანი, სულელი თუ ბოროტია? ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია. მთავარია ჭკვიანი, სულელი და ბოროტი ქცევის განსხვავება იცოდეთ.
აი, ადამიანების 3 კატეგორია და მათი განმასხვავებელი თვისებები:
1. ჭკვიანი ადამიანი
ჭკვიანი ადამიანი მოქნილობით გამოირჩევა, შეცდომის აღიარება და ოპონენტის შეხედულების მიღება ადვილად შეუძლია. მისთვის დამარცხება ახლის სწავლის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.
ჭკვიან ადამიანს დიდი ხნით განმარტოება მოსწონს. საკუთარ თავთან მოწყენილი არასდროს არაა, საკუთარ ფიქრებსა და განცდებში იძირება. კარგად ესმის, თუ ადამიანის შიგნით რა ხდება.
ასეთ ადამიანს ემოციური ინტელექტი მაღალ დონეზე აქვს განვითარებული. თანამოსაუბრის ფიქრებს წიგნივით კითხულობს.
ჭკვიანი ადამიანი მოვლენების, ქმედებების, ინციდენტების მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობის განსაზღვრას ცდილობს. სულელებს ეს არ ადარდებთ და საკუთარ თავს მხოლოდ უსარგებლო, მასობრივი ინფორმაციით ავსებენ.
2. სულელი ადამიანი
სულელი ადამიანი ყურადღებას მხოლოდ საკუთარ პიროვნებაზე ამახვილებს. გარშემომყოფების რჩევის გათვალისწინებას მიჩვეული არაა და ნებისმიერ კრიტიკაზე ძალიან მწვავედ რეაგირებს.
მოსმენა არ შეუძლია, თანამოსაუბრეს სიტყვას მუდმივა აწყვეტინებს, გადასაფარებლის თავის მხარეზე გადაწევას ცდილობს. სულელ ადამიანს სიტყვის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ ეპარება. ის საკუთარ აზრზე რჩება და ალტერნატიულ შეხედულებას მხედველობაში არ იღებს.
სულელი ადამიანი კატეგორიულია. სამყაროს შავ-თეთრად ყოფს, მისთვის ნაცრისფერი არ არსებობს. დათმობაზე არასდროს მიდის. ფრთხილად იყავით – წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათი გავლენის ქვეშ მოექცეთ.
ზოგადად, სულელი ადამიანი უვნებელია, მის ნაკლთან შეგუება შესაძლებელია. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ – უბრალოდ მასთან ურთიერთობა შეზღუდეთ.
3. ბოროტი ადამიანი
ის ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანად გამოიყურება, მაგრამ წამში ძლიერად შეიძლება შეიცვალოს: უხეშად იქცევა, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს.
ასეთ ადამიანთან რამდენიმე წამიანი ურთიერთობა განწყობას მთელი დღით გაგიფუჭებთ. ერთადერთი მეთოდი მისი გამოაშკარავებაა – ისე უნდა გააკეთოთ, რომ მისი ბოროტება საჯარო გახდეს.
ისეთი პირობები უნდა შეუქმნათ, სადაც თავის ბოროტებას გამოავლენს. მაგ., როგორ იქცევა ცხოველებთან, ბავშვებთან, უცხო ადამიანებთან და ა.შ.
ბოროტი ადამიანის შეცოდება ან მისი შეცვლის მცდელობა არ ღირს. ეს უსარგებლოა. უბრალოდ მასთან ურთიერთობა შეწყვიტეთ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გარშემომყოფებზე თავდასხმა სიამოვნებთ. მათგან თავი უნდა დაიცვათ.
იმედი არ გქონდეთ, რომ ბოროტი ადამიანი შეიცვლება. მისგან თავი შორს დაიჭირეთ. თუ სულელის რაღაც საკითხში გადარწმუნებას მაინც შეძლებთ, ბოროტი ადამიანისგან თავი უბრალოდ შორს უნდა დაიჭიროთ.
ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწიენთ და ახლობლებს გაუზიარეთ.