მერწყულს ნამდვილად ბევრი დადებითი მხარე აქვს. ის ჭკვიანი და საღად მოაზროვნეა. შეუძლია კარგი მეგობარი გახდეს და ეს ყველაფერი არაა.
აი, 15 მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეთ, აფასებდეთ და ანებივრებდეთ მერწყულს:
1. მერწყული წარმოუდგენლად ჭკვიანია
ყველაზე ზარმაცი მერწყულიც კი კარგ შედეგს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს. უბრალოდ დაფიქრდით, რის გაკეთებას შეძლებენ, ბოლომდე რომ დაიხარჯონ! მათ ჯილდოების კოლექცია ექნებათ…და ეს მხოლოდ დასაწყისია.
2. მერწყული მჭერმეტყველია
ზოგიერთი მათგანი შეიძლება მორცხვი იყოს, სხვა კი საკმაოდ მჭერმეტყველი. როცა მერწყული საუბრობს, დანარჩენები ჩუმად არიან და ყურადღებით უსმენენ.
მოქნილი მერწყული მჭერმეტყველობს როგორც კი საუბარი მისთვის საინტერესო საკითხს ეხება.
3. მერწყული საღად მოაზროვნეა
ეს თვისება ცხოვრების ყველა სფეროში, ბიზნესში, სამსახურსა და სიყვარულში ვლინდება. პრაქტიკულად აზროვნებენ. რომანტიკა მათგან შორსააა. მერწყული მთელი დღე სასიყვარულო წერილებით არ აგავსებთ. დრამატიზმი და იმპულსურობა ეს მათთზე არაა.
4. მერწყული ბუნებით ლიდერია
ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. მერწყული შემოქმედები ბუნებისაა, გადაწყვეტილების მიღება და სამომავლო გეგმის შედგენა შეუძლია. ზოგჯერ, თავის ნათქვამში შეიძლება საკმაოდ უხეში იყოს, მაგრამ იდეალური ხომ არავინაა.
5. მერწყულს განმარტოება უყვარს
განმარტოების დროს თავს კომფორტულად გრძნობს. მერწყულს დროს მარტო გატარება, საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლა, ნივთების და მოვლენების გააზრება, ან უბრალოდ სიმშვიდით სიამოვნების მიღება შეუძლია. საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გაზიარება ძალიან უჭირს.
6. მერწყული ობიექტურია
ასეთი თვისების მქონე ადამიანს სიტუაციის ობიექტურად შეფასება და ნამდვილად ღირებული რჩევის გაცემა შეუძლია. კამათის დროს ბოლომდე საკუთარი აზრის დაცვას არ დაიწყებენ და უფრო გონივრულ აზრს დაეთანხმებიან.
7. მერწყული ერთგული მეგობარი და პარტნიორია
მერწყული მეგობრის არჩევას შერჩევით უდგება, ადამიანებთან კომუნიკაცია და დაახლოება უჭირთ. დაახლოებისთვის დრო სჭირდებათ. თუ გყავთ მეგობარი მერწყული, უნდა იცოდეთ: თქვენ ყველაზე ერთგული მეგობარი შეიძინეთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თქვენთან იქნება.
8. მერწყული შესანიშნავი თანამოსაუბრეა
ამის ახსნა სავსებით შესაძლებელია! ის ხომ წარმოუდგენლად ჭკვიანია. ტვინის სტიმულაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერწყულისთვის ინტელექტუალური საუბრები დიდ სიამოვნებას წარმოადგენს.
9. მერწყული კეთილი გულის მქონე ადამიანია
მერწყული კონფლიქტური ადამიანი არაა. უაზრო კამათს პირველი ნამდვილად არ დაიწყებს. გარშემომყოფების მუდმივი წუწუნის, როგორიცაა „როგორი რთულია ცხოვრება“, მოსმენა არ უყვართ. მან იცის, რომ ცხოვრება შეიძლება ბედნიერი იყოს და ამის მიღწევას ცდილობს, კი არ წუწუნებს. მათი ცხოვრება რომ ბედნიერი იყოს, ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ.
10. მერწყულმა იცის, თუ რა სურს
და როგორ მიაღწიოს. მათგან შესანიშნავი მკვლევარი და მასწავლებელი გამოდის. მათ ბუნებრივი გემო და შემოქმედებისკენ სწრაფვა აქვთ, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, განსაკუთრებით პოეზიაში, წარმატების მიღწევის შანსი აქვთ. მათი მოწოდება შეიძლება იყოს მუსიკა, სოციალური სამსახური ან სწავლება.
11. მერწყულს ადამიანების გარშემო ყოფნა სიამოვნებს
ხალხში თავს ნამდვილად კომფორტულად გრძნობს, მათი ენერგიით ივსებიან.
12. მერწყულისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვისთან იმეგობრებს
მისთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ხართ და საიდან ხართ, როგორი მდგომარეობა გაქვთ. მერწყული უპირატესობა და წოდებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ის შეიძლება შესანიშნავი მეგობარი იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობისა და განმარტოებისკენ მაინც მიისწრაფვის.
13. მერწყული ბუნებით ინვიდუალისტია, სხვების აზრი არ აინტერესებთ. ის ყველაფერს თავისებურად აკეთებს
14. მერწყულს მოგზაურობა უყვარს. გზა და თავგადასავლები იზიდავენ.
15. მერწყულს ნებისმიერი რთული სიტუაციის გამკლავება შეუძლია. მათთვის საზღვარი არ არსებობს, მხოლოდ შესაძლებლობა.
ზემოთ აღწერილი მერწყულის დახასიათებას ემთხვევა? ამ სიას რას დაუმატებდით?