ჩემს ოჯახში ხაჭოთი ცხობა ძალიან უყვართ. სულ ცოტა ხნის წინ, თანამშრომელმა ხვეულას საინტერესო რეცეპტი გამიზიარა.
ის იმდენად გემრიელია, რომ პირველი გასინჯვის შემდეგ ადამიანები აღიარებენ, რომ მასზე გემრიელი არაფერი უჭამიათ.
ხაჭოს ხვეულას მომზადება საკმაოდ მარტივია. დილით, ყავასთან ან ჩაისთან ერთად მისი მირთმევა კი დიდი სიამოვნებაა.
ხაჭოს ხვეულა
დღეს გემრიელი ხაჭოს ხვეულის არაჟნის სოუსის შიგთავსით სუპერ რეცეპტს გიზიარებთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 3 გრ მშრალი საფუარი
- 100 გრ რძე
- 50 გრ შაქარი
- 50 გრ მარგარინი ( ან კარაქი)
- 50 გრ არაჟანი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ხაჭო
- 100 გრ შაქარი
- 1 კვერცხი
სოუსის ინგრედიენტები:
- 200 გრ არაჟანი
- 1 ს/კ შაქარი
მომზადება:
1. რძე გააცხელეთ და ჭიქაში გადაასხით. საფუარი რძეში გახსენით და ნახევარი ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. შემდეგ 3 ჩ/კ ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნარევი ნახევარი საათით სითბოში დატოვეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს.
2. კომფორტულ ჭურჭელში ფქვილი გაცერით და მარილი და შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. შემდეგ ფქვილის მასას ოთახის ტემპერატურის მარგარინი და არაჟანი დაუმატეთ. ინგრედიენტები ისე აურიეთ, რომ მსხვილი ფხვნილი მიიღოთ.
ამ ფხვნილს საფუარის ნარევი დაუმატეთ. საშუალო სისქის ცომი მოზილეთ.
3. მიღებულ ცომს თავზე დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში ფქვილი ტენს შეიწოვს და წებოვან მასას შექმნის. ასე ცომის მოზელა უფრო გაადვილდება.
4. დასვენებული ცომი კარგად მოზილეთ. მზა ცომს თავზე დაახურეთ და თბილ ადგილას მოცულობის გაზრდამდე დატოვეთ.
თუ დრო გაქვთ, ამოსული ცომი ჩაზილეთ და მეორეჯერ ამოსვლა აცადეთ. თუ დრო არ გაქვთ, ამოსული ცომი უნდა გადაანაწილოთ.
5. ახლა შიგთავსის მომზადებას შეუდექით. ამისთვის ხაჭო შაქარს და კვერცხს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. თუ შიგთავსი ძალიან თხევადია, ცოტა ფქვილი ან დაქუცმაცებული ორცხობილა დაუმატეთ.
მიღებულ მასას საკვები ცელოფანი დააფარეთ და გვერდზე გადადეთ, სანამ ცომი მზად იქნება.
6. ცომი 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფორმად გააბრტყელეთ. მას ხაჭოს შიგთავსი მოაყარეთ, შემდეგ რულეტი დაახვიეთ.
რულეტი სასურველი სისქის ზომებად დაჭერით. მე ასე თანაბარი 20 ცალი გამომივიდა.
7. დიდ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ხაჭოს ხვეულა დაალაგეთ. პირსახოცი დააფარეთ და 40 წუთით გააჩერეთ, რომ ცომი ოდნავ გაიზარდოს.
სანამ ღუმელში შედებთ, ხვეულას ზედაპირზე ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.
8. ხვეულა 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით და ზედაპირის შეწითლებამდე 180 გრადუს ტემპერატურაზე შეწვით.
9. ზემოდან მოსართავად არაჟანი და შაქარი აურიეთ. გამოცხობის შემდეგ არაჟნის ჭიქურა წაუსვით, კარგად შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე დატოვეთ (ან თბილ მდგომარეობამდე).
10. ხვეულა მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ სტატია? გემრიელი ხვეულას რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.