ეს ოქროს წესი ჩვევად უნდა გადააქციოთ. საღამოს, დამღლელი დღის შემდეგ, კედელთან უნდა დაწვეთ, ფეხები ზემოთ ასწიოთ და ასეთ მდგომარეობაში 10-დან 15 წუთამდე გაჩერდეთ. არანაირი დამატებითი მოწყობილობა არ დაგჭირდებათ, მხოლოდ თქვენი ფეხები და კედელი. სასურველია, ასე ყოველდღე გააკეთოთ.
ვარჯიში ძალიან მარტივია და მისი შესრულება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. ასე უკვე რამდენიმე თვეა ვაკეთებ და ჩემს შედეგზე გიზიარებთ.
ფეხების შეშუპებისკენ მიდრეკილება მაქვს და ფეხები სწრაფად მეღლდება. კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევა საკმაოდ რთულია. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა მიწევს და საღამოს თავს განადგურებულად ვგრძნობ. თუ სამსახურის შემდეგ ვარჯიშის შესრულების ან გასეირნების შესაძლებლობა არ გაქვთ, შესაძლოა თავის სიმძიმე და საშინელი დაღლილობა იგრძნოთ.
როცა ამ ვარჯიშის შესახებ გავიგე, ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა: როგორ შეიძლება მხოლოდ კედელზე ფეხების აწევით და თერაპიული პროცედურით სიამოვნების მიღებით შედეგის მიღწევა? როგორც აღმოჩნდა, ეს ელემენტარული იოგის პოზა ნამდვილად ჯადოსნურად მოქმედებს.
ასეთ მდგომარეობაში მინიმუმ 5 წუთით გაჩერება საკმარისია, რომ თავიდან დაიბადოთ. დაღლილობა გაქრეს, სხეული გაცოცხლდეს და გონება უფრო საღი ხდება. ამ სტატიკური დამუხტვის წყალობით საღამოს ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ, რადგან ორგანიზმი ტონუსში მოდის, ხოლო ფეხები თავს მსუბუქად გრძნობს. ეფექტით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.
რატომ არის კედელზე ფეხის აწევა ასეთი სასარგებლო? დღის განმავლობაში ჩვენი სხეული მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ყველაზე მავნებელია, მჯდომარე პოზაში. ამ ხელმისაწვდომი პოზის დახმარებით სხეული ჩვეულისგან საპირისპირო მდგომარეობას ღებულობს.
ძალისხმევის გარეშე გადაბრუნებული პოზის უპირატესობა ძალიან ბევრია: სხეული სწრაფად აღდგება, ისვენებს, ხერხემლის დაძაბულობა და „ფეხების სიმძიმე“ ქრება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, როგორც ვარჯიშის შემდეგ, რადგან გულს უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა უწევს, რომ სისხლი ფეხებიდან ზემოთ გადაიტანოს.
ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკა
ნახეთ, ეს მარტივი ვარჯიში სწორად როგორ უნდა შეასრულოთ. ვიდეოში ნახავთ, როგორ შეიძლება კედელთან ყოფნის დროს ფეხის კუნთების ოდნავ დაჭიმვა. ძალიან სასარგებლო და მარტივი შესასრულებელია!
ამ პოზას გაფართოებული ვარიკოზული ვენების ყველაზე ძლიერი პროფილაქტიკა შეგიძლიათ თამამად უწოდოთ. მისი შესრულების დროს ვენური გადინება უმჯობესდება, ფეხების შეშუპება და დაღლილობა ქრება. გარდა ამისა, ვენების ტკივილის დროს მდგომარეობს ამსუბუქებს.
როგორ შევასრულოთ მოხრილი სანთლის ვარჯიში
1. იოგაში ამ ასანას ვიპარიტა კარანის უწოდებენ. ითვლება, რომ, როცა ადამიანი ფეხზე დგას, ის ბერდება, ხოლო გადაბრუნებულ პოზაში ორგანიზმში პროცესები უკუღმა მიდის და ადამიანი ახალგაზრდავდება. მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ, თუ ამ პოზის შესრულების დროს სულ სიჩუმეში იქნებით.
2. ზურგზე დაწექით. თეძოები კედლიდან ზუსტად 30 სმ-ით დააშორეთ. მუხლები მოხარეთ, ტერფებით კედელს მიეყრდენით. ყურადღება მიაქციეთ, რომ დუნდულები კედლის მიმართ სწორ კუთხეს ქმნიდეს.
3. ფეხები გაასწორეთ, ორივე ფეხით კედლის ზედაპირს მიეყრდენით, მუხლები გამართული უნდა იყოს, ფეხები მოდუნებული.
4. თავის ქვეშ ბალიში დაიდეთ, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ. თვალები დახუჭეთ და ღრმად ისუნთქეთ. ერთი ხელისგული მუცელზე დაიდეთ, მეორე კი გულზე.
5. საკუთარი სუნთქვა შეიგრძენით, 2-ზე ჩაისუნთქეთ, 4-ზე ამოისუნთქეთ. შინაგანი დიალოგი შეწყვიტეთ, ფიქრები დაამშვიდეთ, მხოლოდ საკუთარ სუნთქვას უსმინეთ.
ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სამსახურში სტრესს ხშირად განიცდის, შფოთოვას გრძნობას და უძილობა აწუხებს. გადაბრუნებული პოზის დროს სუნთქვის მშვიდი გააზრება ნერვულ სისტემას კურნავს და ბალანსის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
თუ მშვიდად სუნთქვა გიჭირთ და ფიქრებით გატაცებული ხართ, ჩემი მეთოდი გამოიყენეთ. როცა გრძნობთ, რომ სხვა რამეზე გადართვას იწყებთ, ისრის მიმართულებით თვალების ტრიალი დაიწყეთ. ამის შესრულების დახუჭული თვალების დროს მარტივია. თვალის გარსის მოძრაობა კონცენტრაციას და ცნობიერ მდგომარეობას დაგიბრუნებთ, რომლის დროსაც სუნთქვის გაკონტროლება უფრო მარტივია.
თვალების ტრიალი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გაღიზიანების, სიბრაზის, მოუთმენლობის და სტრესის დროს დაგეხმარებათ, მას წამიერი გამოსაფხიზლებელი მოქმედება აქვს.
6. ამ ასანაში 10-15 წუთით გაჩერდით. ფეხები კედელს ფრთხილად მოაშორეთ, მარჯვენა მხარეს გადაბრუნდით და წამოდექით.
ეს პოზა მეხსიერებას აუმჯობესებს, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ასევე ფარისებრი ჯირკვლის და ენდოკრინული სხვა ჯირკვლების სტიმულირება ხდება, რადგან მათ სუფთა სისხლი მიეწოდებათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ვარიკოზული გაფართოებული ვენების პროფილაქტიკას წარმოადგენს. რეგულარული შესრულების შემთხვევაში დაბერება ფერხდება, ნაოჭები სწორდება, კანის გარეგნული მხარე უმჯობესდება. ასევე საჭმლის მომნელებელი პროცესი უმჯობესდება.
შეერთებული სანთლის პოზის შესრულება მართლაც ძალიან სასიამოვნოა. ამ პროცესზე ფიქრიც კი სასიამოვნოა, არა თუ შესრულება: სხეული მთლიანად მოდუნებულია, შეგრძნება წარმოუდგნელად მშვენიერია, სრული რელაქსაცია.