ყველამ ვიცით, რომ ექიმები ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. როდესაც ხველით საავადმყოფოში მიდიხართ, ბრუნდებით უზარმაზარი იმუნომოდულატორებით, სტიმულატორებთით, მუკოლიტებით… პირადად მე, მირჩევნია გაციებას გავუმკლავდე ხალხური საშუალებებით.
ხველის მკურნალობა ხალხური საშუალებებით
ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა განკურნოთ ხველა სწრაფად ხალხური საშუალებებით. უსიამოვნო ბრონქიტის გასაკონტროლებლად დაგეხმარებათ ანწლის ჩაი.
ანწლი არის შეუცვლელი საშუალება გაციების, ხველების და მაღალი სიცხის წინააღმდეგ. ბევრმა არ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, რადგან ტელევიზორში რეკლამას არასოდეს უკეთებენ. მკურნალობისთვის გამოიყენება მცენარის მხოლოდ ყვავილები. თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ და გაახმოთ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამხმარი აფთიაქში.
მისი ჩაი ეფექტურად უმკლავდება მშრალ ხველას.
სასმლის მოსამზადებლად, ჩაყარეთ 2 ს.კ. ყვავილები 500 მლ მდუღარე წყალში. გააჩერეთ თერმუსში 40 წუთით. მიიღეთ თბილი ჩაი 125 მლ 3-4-ჯერ დღეში, უკანასკნელად მიღეთ – ძილის წინ ორი საათით ადრე. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან შაქარი გემოვნებით.
ანწლი აქვს კარგი სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელის ტკივილისთვისაც 4-5-ჯერ დღეში.
ყველა მცენარეული პროდუქტების მსგავსად, შავმა ანწლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომ, პირველი დოზის შემდეგ სხეულის რეაქციებს დააკვირდით. ასევე, მას აქვს მთელი რიგი უკუჩვენებები.
ანწლი არ უნდა მოიხმაროს ფეხმძიმე ქალებმა და მეძუძურმა დედებმა, მათ ვისაც აქვთ წყლულოვანი კოლიტი და დიაბეტი. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩაის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.