ნებისმიერი ქალის სურვილი – მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდეს, სრულებით გასაგებია. მაგრამ ზოგიერთი ქალი,რომელიც ცდილობს მოდურად გამოიყურებოდეს,ამას საკმაოდ მოუხერხებლად აკეთებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას,რომელსაც ალბათ თქვენც არც თუ ისე იშვიათად შეხვდებოდით.
1. სპორტული ფორმა — სახელწოდებიდანაც ჩანს,თუ რას ნიშნავს. ასეთი ტანსაცმელი შექმნილია ვარჯიშისთვის და არა ქალაქში სეირნობისათვის.
2.შეუფერებელი თეთრეული – ბიუსტჰალტერის ზონრები,რომელიც კანს უჭერს,მეტისმეტად მოჭერილი ქამარი და შარვლიდან ამოწეული სტრინგის ტრუსები ნებისმიერს დაამახინჯებს.
3.მაკიაჟი და მანიკიური — თამამი,საღამოს მაკიაჟი და გადატვირთული დიზაინის მანიკიური შეეფერება რაიმე განსაკუთრებულ დღესასწაულს. მანდილოსანი,კი რომელიც ყოველივე ამას ბაზარში წასვლის დროს იყენებს (ხშირი შემთხვევაა)სასაცილოდ გამოიყურება.
4.ფეხსაცმლის ქუსლის ძველი ბოლოები — ფეხსაცმლის ქუსლის გაფუჭებული ძირი დაამახინჯებს ყველაზე ლამაზ და ძვირფას ფეხსაცმელსაც. დროულად მიიტანეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები სარემონტოდ.
5.ლოგოტიპები – თუ თქვენ არ ხართ რომელიმე საერთაშორისო დონის ბრენდის სახე,სჯობს თავი შეიკავოთ ტანსაცმლისგან,რომელსაც ბრენდის ლოგოტიპი “ამშვენებს.”
6.პრინტის სიმრავლე – თუ გსურთ,რომ ჩაიდინოთ დანაშაული სტილის წინაშე,ერთ ლუქში გამოიყენეთ რამდენიმე ანიმალისტიკური პრინტის ტანსაცმელი. მაგალითად – ზებრას პრინტის კაბა და ლეოპარდის პრინტის კოლგოტი.
7.ბევრი ფერი. წესი – ერთ ლუქში არა უმეტეს 3 ფერისა,კვლავ მუშაობს. ნათელი ფერები,რა თქმა უნდა,მშვენიერია,მაგრამ ზომიერი რაოდენობით.
8.ეტიკეტი ფეხსაცმლის ძირზე. ეს პატარა შეცდომა გადახაზავს თქვენი გულდასმით მომზადებული ლუქის სილამაზეს.
9.სწორად შერჩეული ზომა. ვის მოტყუებას ცდილობთ? შევხედოთ სიმართლეს თვალებში და შევიძინოთ შესაბამისი ზომის ტანსაცმელი.
10.კოლგოტი. უამრავი ქალის მიერ დაშვებული პოპულარული შეცდომა – ცივ ამინდში გამჭვირვალე კოლგოტის ჩაცმა. მატის ფერი უფრო ლოგიკურად გამოიყურება და თბილადაც იქნებით.
11.აქსესუარი. არსებობენ სამკაულის იმდენად მოყვარული ქალბატონებიც,რომლებიც იკეთებენ ყველაფერ საუკეთესოს ერთდროულად. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია არის ის,რომ – ასე არ გააკეთოთ.
12.ბეწვი. თუ თქვენ გაქვთ მხრებამდე თმა, მაშინ ბეწვი არ უნდა ეკონტაქტებოდეს მას – ეს აქსიომაა. ეხებათ ქერებსაც და შავგრემნებსაც. უპირველეს ყოვლისა – იქმნება ისეთი ეფექტი,თითქოს თქვენ საკუთარი თმა გაცვიათ და მეორეც – თმის ფერი შეიძლება იმდენად წარმატებულად აღარ გამოიყურებოდეს ბეწვის ფონზე.
13.ჯინსი.თუ თქვენ გიყვართ ჯინსის შარვლის ჯინსის პერანგთან ერთად ტარება,გაითვალისწინეთ,ისინი სხვადასხვა ფერის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი საფრთხეა,რომ გამოიყურებოდეთ,როგორც წარსულის ამერიკის მუშათა კლასის წარმომადგენელი.
ყველა თვითონ იჩევს,თუ როგორ ჩაიცვას და რომელი წესები გაითვალისწინოს,მაგრამ ხანდახან არ იქნება ურიგო,თუ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავთ.