ჩემს ასაკში, ასეთი პატჩების გამოყენება საშველია. შეშუპებას და შავ წრეებს მისი წყალობით ვიშორებ.

1924

ალბათ, ბევრს ახსოვს სარკეში საკუთარი გამომეტყველება ავადმყოფობის დროს, ხმაურიანი წვეულების, რთული სამუშაო დღის ან უძილო ღამეების შემდეგ. ალკოჰოლის, სტრესის და ქრონიკული უძილობის გავლენა სახეზე სილურჯეების, თვალის ჩანთების და შეშუპების სახით ასახვას პოულობს. როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო პრობლემა?

როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ჩანთები სწრაფად

პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ – მისი გამომწვევი ფაქტორები უნდა აღმოფხვრათ. ყველა ქალს ნორმალურად გამოძინების ან სამუშაო დღის გამოტოვების შანსი არ აქვს. რა უნდა გააკეთოთ, რომ შეშუპება და შავი წრეები მაქსიმალურად სწრაფად მოიშოროთ? ამისთვის სილამაზის ინდუსტრიაში თვალის ირგვლივ კანის ექსპრეს მოვლის მეთოდი არსებობს, ნახევრად ჰიდროგელის პატჩები.

ეს პატარა ნიღბები ძალიან მოსახერხებელია. მატონიზირებელი და მკვებავი კომპონენტების წყალობით პატჩები უძილო ღამეების შედეგს და ასაკობრივ ცვლილებებს სწრაფად მოგაშორებთ.

პატჩები თითქმის ნებისმიერ კოსმეტოლოგიურ მაღაზიაში იყიდება. ერთადერთი, რაც გამყიდველს არ მოსწონს – კანის მოვლის მსგავს საშუალებაზე მაღალი ფასებია.

დღეს სახლის პირობებში „ოქროს“ პატჩის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გთავაზობთ. ის ელიტურ საშუალებებზე ცუდად არ მოქმედებს და თან 5-ჯერ უფრო იაფია. ახლა უკვე გეცოდინებათ, დილით თვალის ქვეშ ჩანთები როგორ მოიშოროთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე
  • 2 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1/3 ჩ/კ კურკუმა
  • 5 წვეთი E ვიტამინი
  • 1 ს/კ ჟელატინი

მომზადება:

1.კურკუმა, იოგურტი და ჟელატინი აურიეთ. ნარევი 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლის ორთქლზე დადგით და ჟელატინის სრულად გახსნამდე აურიეთ.

2.წყლის ორთქლიდან არ გადმოდგათ ისე შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. როცა შაქარი გაიხსნება, მასა ცეცხლიდან გადმოდგით და 5 წუთით გაგრილება აცადეთ.

3.ნარევს ზეითუნის ზეთი და E ვიტამინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ნარევი თხელ ფენად მრგვალ სილიკონის ფორმაში(დიამეტრი მაქსიმუმ 7 სმ) ჩაასხით. ფორმები 15 წუთით მაცივარში შედგით.

4.მზა პატჩები მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ შუაზე გაჭერით და თვალების ქვეშ 15 წუთით გაიჩერეთ.

5.პატჩები ამ სილიკონის ფორმებში ან ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ერთმანეთს რომ არ მიეკვროს, თითოეული საკვებ ცელოფანზე გადაიტანეთ.

რედაქციის რჩევა

თვალების ქვეშ პატჩი გასუფთავებულ კანზე დაიდეთ, რომელსაც ხილული დაზიანება არ აქვს. მაქსიმუმ 20 წუთით გაიჩერეთ და კვირაში მაქსიმუმ 4-ჯერ გამოიყენეთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად, გამოყენების წინ თვალის ირგვლივ კანის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

პროცედურის შემდეგ იმ წამსვე არ ჩამოიბანოთ, არამედ 5 წუთი დაელოდეთ. პატჩების ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. წვრილ ნაოჭებთან ბრძოლისთვის რამდენიმე წვეთი რეტინოლი (A ვიტამინი) და C ვიტამინი დაუმატეთ.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს