როგორ იზრდება სწრაფად გრძელი და ძლიერი ფრჩხილები? თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, უახლოეს სილამაზის სალონს მიმართოთ და სპეციალური გაზრდის გელი გამოიყენოთ. მაგრამ, პირველ რიგში, ბუნებრიობაა მთავარი. ბევრად უფრო ადვილი და უფრო ბიუჯეტია, რომ თქვენს კვების რაციონს დაამატოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ძლიერი და ჯანსაღი ფრჩხილების გაზრდას.
ფრჩხილების ჯანმრთელობა და სილამაზე დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რას ჭამთ. ასე რომ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის დაბალანსებული კვება საკმარისი ვიტამინებით. მაგრამ არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ფრჩხილების სწრაფ ზრდას.
შვრია
შვრია – ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს თითქმის ყველაზე ძვირფასი პროდუქტია მათთვის, ვინც ოცნებობს ძლიერ და ჯანსაღ ფრჩხილებზე. შვრია შეიცავს ცელულოზას, პროტეინებს, ბიოტინს, B ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმს და კალიუმს, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობისთვის.
ნუში
ნუში მდიდარია ვიტამინი E-თი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით და ცილებით, გარდა ამისა, არის კალციუმის შესანიშნავი წყარო, აუცილებელია არა მარტო ჩვენი კბილების, არამედ ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.
ციტრუსი
დაამატეთ კვების რაციონს ციტრუსი და კენკრა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს, ისე, რომ ფრჩხილები არა მარტო ძლიერი, არამედ ჯანსაღიც იქნება. მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი იქნებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები ზამთარში. მაგრამ ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით შეიცავს კივი ასკილი.
ნარინჯისფერი ბოსტნეული
გოგრა, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი მდიდარია ვიტამინით, რომელიც აძლიერებს ჩვენს ფრჩხილებს და თმას. გამოაცხეთ ეს ბოსტნეული ან ჭამეთ ეგრევე.
გოგრის გული
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, რკინით, მაგნიუმით, ნატრიუმით, ბიოტინითა და ომეგა-3 მჟავებით – ყველაფერი რამაც უნდა გაზარდოს და გააძლიეროს ფრჩხილები (და არა მხოლოდ!). ყოველთვის ავირჩიოთ ნედლი, შემწვარი ან დამარილებული თესლი კარგავს ძვირფას თვისებებს.
ახალი მწვანილი
იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები გაიზარდოს ძლიერი და ჯანსაღი, იზრუნეთ, რომ თქვენი კვების რაციონი შეიცავდეს ვიტამინებს A, C, E, K, B-ს და რკინას. ყველა მათგანი მწვანილშია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბროკოლს, ისპანახს და სხვა მწვანე ბოსტნეული. შეგიძლიათ ისინი სალათებს დაუმატოთ ან მისგან სასმელი მოამზადოთ.