ფეხების ხშირი კრუნჩხვები გაწუხებთ? ექიმები 5 შესაძლო მიზეზს ასახელებენ.

2607
5 მიზეზი, რომლებიც ფეხების ხშირ კრუნჩხვებს იწვევს
5 მიზეზი, რომლებიც ფეხების ხშირ კრუნჩხვებს იწვევს

კრუნჩხვები ან კუნთების სპაზმი ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ მათ უსიამოვნო სიტუაციების გამოწვევა შეუძლიათ. კუნთების შეკუმშვა მძიმე ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც შეიძლება კრუნჩხვები გაწუხებდეთ.

ფეხზე ძლიერი დატვირთვის მქონე სპორტით დაკავება

თუ დაკავებული ხართ სპორტით, რომელიც ფეხზე ძლიერ დატვირთვას მოიცავს, დატვირთვა შეამცირეთ ან თქვენს სხეულს მოუსმინეთ, განსაკუთრებით წლის ცხელ სეზონზე. კარგად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ და ბევრი წყალი დალიეთ, რომ კუნთების ქსოვილებში წყლის ბალანსი აღადგინოთ.

ორსულობა

ოჯახის მომავალი წევრით გამოწვეული დამატებითი ზეწოლა ფეხებს გაძლიერებულ დატვირთვას აძლევს, რამაც შეიძლება ფეხის კრუნჩხვები გამოიწვიოს.

სისხლის ცუდი მიმოქცევა

სისხლის ცუდი მიმოქცევა კრუნჩხვების გაჩენაზე გავლენას ახდენს. სისხლძარღვების სისტემა მთელ ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების ტრანსპორტირებას ახდენს. თუ თქვენ სუსტი გული ან სისხლძარღვები გაქვთ, კრუნჩხვების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება

ღვიძლის დაავადება

თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ, მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტები (ტოქსინები) ორგანიზმში დაგროვდება. ტოქსინები კუნთების დაზიანების ალბათობას ზრდის, რაც თავის მხრივ სპაზმების გამო  მოძრაობას აფერხებს.

არაკომფორტული ფეხსაცმელი

კრუნჩხვები შეიძლება არაკომფორტულმა ფეხსაცმელმა გამოიწვიოს, რადგან ფეხი არაბუნებრივ მდგომარეობაში გადაჭარბებულ ზეწოლას განიცდის. „ტყვეობიდან“ გათავისუფლების შემდეგ ფეხი ნორმალურად მოდუნებას ვერ ახერხებს და შედეგად კრუნჩხვები იწყვება.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ კუნთების სპამზები ხშირად ძილის დროს ან მხნეობის დროს გაწუხებთ, ასევე კიდურები ხშირად გიშეშდებათ, ეს ყველაფერი შეიძლება სხვა, უფრო სერიოზული დაავადების მეორეხარისხოვანი ნიშნები იყოს. პრობლემები დროულად რომ მოიშოროთ, ექიმს მიმართეთ.

ესენი კუნთების კრუნჩხვების გამომწვევი 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუ სპორტით ხართ დაკავებული, დატვირთვა შეამცირეთ და უფრო მეტი დაისვენეთ, თუ სხვა მიზეზებია დამნაშავე, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რადგან ჯანმრთელობა ბედნიერი ცხოვრების გასაღებია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს