ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი — ჩინურია. აი რა იციან მათ თქვენი ზოდიაქოს შესახებ.

20164
2019 წლის ყველაზე ზუსტი ჩინური ჰოროსკოპი. გაიგეთ, რა იცის მან თქვენს შესახებ
2019 წლის ყველაზე ზუსტი ჩინური ჰოროსკოპი. გაიგეთ, რა იცის მან თქვენს შესახებ

2019 წლის 5 თებერვალს ჩინური ახალი წელი, ან როგორც ამბობენ მთვარის ახალი წელი დგება. ჩინეთში ყოველი წელი 12 ზოდიაქალური ცხოველიდან ერთ-ერთის სიმბოლოს წარმოადგენს, ამასთან თითოეული სიმბოლო ყოველ 12 წელში მეორდება.

თითოეულ ცხოველს თავისი უნიკალური თვისება და ნიჭი აქვს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს.

2019 ღორის მე-12 ზოდიაქოს ცხოველის ნიშნის წელია, რომელიც გულუხვობის და სიკეთის სიმბოლოდ ითვლება.

ვირთხის წელი

წლები: 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020

თუ ვირთხის წელში დაიბადეთ, თქვენ გარისკვა არ გიყვართ. საკმაოდ ორგანიზებულად და მინიმალური ფინანსური დატვირთვით ცხოვრობთ. თქვენ სოციალური, ადაპტირებული და პოპულარული ხართ, თუმცა გაუბედავი ხართ და კონფლიქტების გადაჭრის უნარები არ გაქვთ. 2019 სამსახურის და ფინანსების კუთხით რთული, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობისთვის კარგი წელი იქნება.

ხარის წელი

წლები: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021

ხარი, როგორც მისი წარმომადგენელი ადამიანი, გულუხვია. ის შრომისმოყვარე და ბეჯითია და შესანიშნავი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად ფრთხილი და ნელი იყოს. გრძნობების დამალვა ახასიათებს, რის გამოც შეიძლება ჯიუტად მოგეჩვენოთ. 2019 წელს ხარი ჩვეულებრივზე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ რთული სამუშაოს გარეშე არა. სჯობს კონფლიქტებს თავი აარიდოს, ხოლო სიყვარულში მას ბედნიერება ელოდება.

ვეფხვის წელი

წლები: 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022

გულუხვი, გაბედული, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ვეფხვი ადამიანების ნდობის ადვილად მოპოვების უნარის წყალობით ბუნებით ლიდერია. მათი სისუსტე უგუნურობისკენ მიდრეკილებაა, მაგრამ უშრეტი თავდაჯერებულობა და ამბიცია ბოლომდე დაცემის უფლებას არ აძლევს. 2019 წელს ვეფხვი აყვავდება, მას შესანიშნავი კარიერული ზრდა და სიმდიდრე ელოდება. კარგი წელია უძრავ ქონებაში ინვესტიციების ჩასადებად. ჩინელი ასტროლოგები წყლისგან თავის შორს დაჭერას გირჩევენ.

კურდღელი

წლები: 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023

თავაზიანი, ჭკვიანი და ნაზი კურდღელი შესანიშნავი ადამიანია. ის ელეგანტურია და ურთიერთობისთვის ყოველთვის მზადაა. სიყვარულში გულწრფელი და გულახდილია, პარტნიორების გაბედნიერება შეუძლიათ. 2019 კურდღლებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება, მარტოხელა კურდღელი ნამდვილ სიყვარულს იპოვის, ხოლო დაოჯახებული კარიერაში წარმატებას მიაღწევს. კურდღელს შეიძლება ხელფასი მოუმატონ.

დრაკონის წელი

წლები: 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024

ამბიციური და ჭკვიანი დრაკონისთვის 2019 წელი სამსახურის კუთხით საკმაოდ წარმატებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულყოფილება ამპარტავნობაში არ გადავიდეს. მან თავმდაბლობით უნდა იმოქმედოს, ფინანსურ დანაკარგს და ახლობლებთან კონფლიქტს თავი უნდა აარიდოს და საკუთარ ფულზე ფოკუსირებული და აქტიური უნდა დარჩეს.

გველი

წლები: 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025, 2037

ჩინურ კულტურაში გველი თბილი და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანია მაშინაც კი, თუ თავიდან ოდნავ განცალკევებული შეიძლება მოგეჩვენოთ. მას სიბრძნე და გონებამახვილობა ახასიათებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ გულგრილი არაა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი სიზარმაცეა. 2019 წელს თანამშრომლებთან დაძაბულობა, ჯანმრთელობის პრობლემები და ფინანსური ბრძოლა გელოდებათ.

ცხენის წელი

წლები: 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026

დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარე ცხენი გამძლეობით გამოირჩევა. მას უშრეტი ენერგია და კარგი მოტივაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რთულ ამოცანას შუა გზაზე იშვიათად ტოვებს. 2019 წელს ცხენის ცხოვრება და კარიერა მწვერვალზე იმყოფება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთონ.

თხის წელი

წლები: 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027

თხის წელში დაბადებული ადამიანი ყურადღებიანი, რომელსაც კონფრონტაცია არ უყვარს და სხვა ადამიანების გაბედნიერებას ცდილობს. მათ რბილი დარწმუნების უნარი აქვთ და ეგოისტები არიან. 2019 წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება, მაგრამ მამაკაცებს უფრო გაუმართლებთ, ვიდრე ქალებს. თხას გამძლეობის და თავდაჯერებულობის გამოჩენა სჭირდება.

მაიმუნის წელი

წლები: 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028

მაიმუნს თავისი ვნება ამოძრავებს და მნიშვნელობა არ აქვს, ეს კარგი თუ ცუდი იქნება. მისთვის საინტერესო საქმეს ბოლომდე თავს უძღვნის და გარშემო სამყაროს მიმართ ინტერესს გამოხატავს. ის ენერგიული და გონიერია, მაგრამ შეიძლება ამპარტავანი და ნერვიული მოგეჩვენოთ. სამწუხაროდ, 2019 წელი მაიმუნისთვის რთული პერიოდი იქნება, ამიტომ საკუთარ ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.

მამალი

წლები: 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029

მამალი ერთგული, პუნქტუალური და გულწრფელი ადამიანია. მათ წარმოუდგენლად მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, რაც ადამიანებთან საერთო ენის ნახვაში ეხმარებათ. სამწუხაროდ, ხშირად მოუთმენლები არიან, როცა საქმე ურთიერთობას ეხება. 2019 წელი მამლის გარღვევის წელი იქნება და ეს როგორც სამსახურს, ასევე განათლებას ეხება. ჯანმრთელობაც მწვერვალზე იმყოფება, მაგრამ პირადი ცხოვრების მოსაწყობად კარგი პერიოდი არაა.

ძაღლის წელი

წლები: 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030

მათი ფუმფულა სიმბოლოს მსგავსად, ეს ადამიანები მორძალებულები, კონსერვატიულები და სამართლიანები არიან. მათ წესების დარღვევა არ უყვართ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდად ცხოვრება ურჩევნიათ. ზოგიერთი მათ კონსერვატიულ და ჯიუტ ადამიანებად თვლის. 2019 წელი ძაღლებისთვის კარგი პერიოდი იქნება, მაგრამ სტატუს-ქვოს შენარჩუნება და მოტყუება არ ღირს.

ღორის წელი

წლები: 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031

ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ფინანსური წარმატება ელოდებათ. ისინი გულუხვი და კეთილები არიან, მაგრამ ურთიერთობა ხშირად უჭირთ. მათ ნაკლს სიზარმაცე და სიფიცხე წარმოადგენს. 2019 წელს ღორს ამერიკული მთები ელოდება და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები გაზრდილ ხელფასს აჭარბებენ. წლის პირველ ნახევარში ღორს ბედნიერი შეხვედრა ელოდება. ღორმა საქმეების გვერდზე გადადების სურვილს უნდა შეებრძოლოს.

ახლა უკვე იცით, თუ 2019 წელს ჩინური, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით რა გელოდებათ! დაე, მთელი წელი წარმატებული იყოს!