აი, რისი თქმა შეუძლიათ ხელის ღრმა ხაზებს თქვენი ცხოვრების შესახებ

2496
აი, რისი თქმა შეუძლიათ ხელის ღრმა ხაზებს თქვენი ცხოვრების შესახებ
აი, რისი თქმა შეუძლიათ ხელის ღრმა ხაზებს თქვენი ცხოვრების შესახებ

ხელის ღრმა ხაზები ასევე ღრმა აზრის მატარებლები არიან. წაკითხვა გააგრძელეთ მაშინაც კი, თუ უკვე მათ მნიშვნელობას ხვდებით – – შესაძლოა, თქვენი გაოცება შევძლოთ!

აი, რას ამბობენ ხელისგულის ხაზები თქვენზე.

მოდით შევხედოთ:

თუ ხელისგულს დააკვირდებით, მასზე სხვადასხვა ხაზებს შენიშნავთ და თუ ისინი სიმეტრიული არაა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი სცადეთ, მაგრამ მიზნებს მაინც ვერ მიაღწიეთ. ეცადეთ, უფრო ბეჯითად იშრომოთ.

1.გულის ხაზი

ხელისგულზე ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი გულის ხაზია. თუ ის ნეკა თითიდან იწყება და საჩვენებელ თითთან მთავრდება, მაშინ თქვენ დიდებული სასიყვარულო ცხოვრება გელოდებათ.

თუ ის შუა თითთან მთავრდება, თქვენ ეგოისტი საყვარელი ხართ.

თუ ის სადღაც შუა და უსახელო თითებს შორის მთავრდება, თქვენ ადვილად გიყვარდებათ.

2.გონების ხაზი

თუ ხაზი მოკლეა, თქვენ ფიზიკური შრომა უფრო მოგწონთ, ვიდრე გონებრივი.

თუ ძალიან გამოკვეთილია, თქვენ ლოგიკური აზროვნება გაქვთ და პირდაპირი ხართ.

თუ სადღაც იკვეთება, თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

3.ცხოვრების ხაზი

ბევრს ჰგონია, რომ ამ ხაზს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რაიმეს თქმას შეუძლია, მაგრამ ასე არაა. რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო მხიარული ადამიანი ხართ.

თუ ის სქელია, მაშინ მორალურად ძლიერი ხართ.

4.ბედის ხაზი

თუ ის პირდაპირი და ღრმაა, თქვენ წარმატებული კარიერა გელოდებათ. თუ ძლივს შესამჩნევია, თქვენ სამსახურით კმაყოფილი არ იქნებით.

თუ ის შუა და საჩვენებელ თითებს აერთიანებს, ყველაფერში კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.

თქვენ ქირომანტიის  გჯერათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს