6 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც ფრჩხილის პრობლემის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ

2864
6 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც ფრჩხილის პრობლემებს მოგიგვარებთ
6 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც ფრჩხილის პრობლემებს მოგიგვარებთ

ფრჩხილები ქალის სისხლით ნათესაური აქსესუარი და ახალგაზრდობის მაჩვენებელია. ხელები ყოველთვის თვალსაჩინოა, ამიტომ ის მოვლილი და ლამაზი უნდა იყოს. სამწუხაროდ, სალონში წასვლა სერიოზული პრობლემის, როგორიცაა ფრჩხილების მტვრევა ან ფენებიანი ფრჩხილი, მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ. თუმცა ამ პრობლემების მოგვარებას ვიტამინების და მიკროელემენტების დახმარებით შეძლებთ, რადგან ისინი ფრჩხილების შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

დღეს გიამბობთ, რომელი 6 ვიტამინი დაგეხმარებათ პრობლემურ ფრჩხილებთან ბრძოლაში.

თუთია

ფრჩხილის უჯრედები სწრაფად იზრდება და იყოფა, ამიტომ ჯანსაღი ფრჩხილების გასაზრდელად თუთიის მუდმივი მარაგი აუცილებელია. თუთიის ნაკლებობა იწვევს ფრჩხილის ფირფიტის პრობლემას, როგორიცაა ფრჩხილზე თეთრი ლაქა.

სად შედის: თურქული ბარდა, შავი ლობიო, ნუში, აკაჟუ.

C ვიტამინი

ის კოლაგენის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც თავის მხრივ ფრჩხილების გამძლეობას და მთლიანობას უზრუნველყოფს. ამ ვიტამინის დეფიციტი ფრჩხილების მტვრევას და ზრდის შეფერხებას იწვევს.

სად შედის: ციტრუსი, მარწყვი, ტკბილი წიწაკა, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი.

ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3

ეს არც ვიტამინი და არც მიკროელემენტია, მაგრამ ფრჩხილის პრობლემების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 დაგეხმარებათ ფრჩხილებს ბზინვარება დაუბრუნოთ. ასევე სიმშრალე და ფრჩხილის ფირფიტის მტვრევა თავიდან აიცილოთ.

სად შედის: ბერძნული ნიგოზი, ჩიას თესლი, სელის თესლი და სელის ზეთი.

მაგნიუმი

ის ორგანიზმის 300-ზე მეტ პროცესში მონაწილეობას ღებულობს, მათ შორის ცილებში სინთეზში, რომელიც ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელია. მაგნიუმი ფრჩხილის ფირფიტების ვერტიკალურ ფენებად ზრდას შეაფერხებს, ასევე ახალი ფირფიტის ფორმირებას ხელს შეუწყობს.

სად შედის: ხორბალი, მუქი-მწვანე სალათის ფურცლები, კინოა, ნუში, აკაჟუ, არაქისი, შავი ლობიო.

ბიოტინი

ბიოტინი ფრჩხილის მტვრევას ებრძვის, ასევე კარგ ზრდას ხელს უწყობს. სწორედ ისაა, რაც თქვენს ფრჩხილებს გააძლიერებს.

სად შედის: ავოკადო, რძის პროდუქტები, კაკალი, ყვავილოვანი კომბოსტო

რკინა

უჯრედებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადით ამარაგებს, რომელიც ჯანსაღი ფრჩხილებისთვის აუცილებელია. რკინის დეფიციტი ფრჩხილის ფორმის შეცვლაზე გავლენას ახდენს.

სად შედის: მუქი მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული, არაქისი, თესლი, პარკოსანი პროდუქტები.

ახლა უკვე იცით, თუ რომელი ვიტამინები გაკლიათ, თუ მტვრევადი, მშრალი და ცუდად მზარდი ფრჩხილები გაქვთ. რაციონი ამ ვიტამინების შემცველი პროდუქტებით შეავსეთ, რომ თქვენი ფრჩხილები ჯანსაღად მბზინვარებდნენ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს