მსოფლიოს მოდის ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, მილანი, ლონდონი და ნიუ-იორკი, მოდის კვირეული გაიმართა, რომელმაც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური ტენდენციები განსაზღვრა.
მოდურ ტრენდს არა მხოლოდ ცნობილი დიზაინერები, არამედ ქალები თავისი შეხედულებებით ქმნიან. მარკეტინგული კომპანიები ამა თუ იმ ნივთის გაყიდვების მოცულობის და მომხმარებლების კომენტარების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. მსოფლიო ბრენდები კვლევას ახალი მომხმარებლის იმიჯის შექმნისთვის, გარკვეული ნივთის სამომავლო მოთხოვნის და სამომხმარებლო განწყობის შეფასებისთვის იყენებს.
მოდით ერთად ვნახოთ, გაზაფხული-ზაფხულის პერიდოში ქალები ძირითადად რას შეიძენენ.
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა ქალებისთვის
1.Pantone-ფერის ინსტიტუტის მიხედვით, ყველაზე მოდური ფერი მარჯნისფერი და მისი ყველა ელფერი იქნება. ის ოპტიმიზმის სიმბოლოა და შემოქმედების სტიმულირებას ხელს უწყობს.
მარჯნისფერის გარდა, პოპულარული იქნება კრემისფერი და მისი ყველა ელფერი – ის მეორე კანივითაა და წარმოადგენს ბაზას, რომელსაც სხვადასხვა ნივთები უნდა შეუსაბამოთ.
2.მოდაში შემოვა კომბინიზონები. ისინი ან ძალიან ღია და მზიანი ფერის, ან კრემისფერი იქნება.
3.ჯინსის ქსოვილის ნივთები ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ძირითად 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისის სტილში.
4.ელასტიკები ან მუხლებამდე შორტები პერანგთან, საცურაო კოსტიუმთან და ქურთუკთან კომბინაციაში პოპულარობის პიკზე იქნება. ის შეიძლება იყოს ტანზე მოტმასნილი, ბრიჯის გაუმჯობესებული ვერსია, ან თავისუფალი კუთხეების მქონე.
5.კოსტიუმი-სამეული ხილის ელფერებში, რომელიც მუხლამდე ქვედაბოლოს, ტოპის და კოსტიუმისგან შედგება. თითქოსდა საქმიანი ქალისთვის არის შექმნილი, რომელსაც მოდურად ყოფნა სურს.
6.საღამოს კაბები და შიფონის პერანგები დიდი და პატარა ბაფთებით გაფორმებული იქნება, როგორც 50-იან წლებში და ამას მოდურად ჩათვლიან.
7.მოდაში იქნება მსუბუქი კაბა სტანდარტული საზაფხულო გაფორმებით: მცენარეები, ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, ანიმაცია და აბსტრაქტული პრინტები. ლეოპარდის პრინტი კვლავ მოდაში იქნება.
8.მოდა წრეზე დადის: ტოპ მოდურ ტენდენციებში ბარდის სტილის კაბა კვლავ მოდაში ბრუნდება. ეს შავი წრეები თეთრ ქსოვილზე ან პირიქით. ყვავილებით ექსპერიმენტები არ ღირს.
9.ბოლოებში აჩეჩილი წვეულების კაბა სამეფო დროში დაგაბრუნებთ, როცა ქალები წვეულებებზე დიდი მოცულობის საღამოს კაბებით დადიოდნენ და თითოეული მათგანი პრინცესას ჰგავდა.
10.თავის აქსესუარების სახით გამოიყენებენ ან შლიაპას, ან თავსაფარს. აქსესუარები მრავალფეროვანია. ზოგი მზისგან თავის დასაცავად არის განკუთვნილი, ზოგი დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს.
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდში შესწორება კიდევ იქნება შეტანილი, მაგრამ მთავარი ტენდენციები უცვლელი დარჩება.