კეფირი სასწაულის მომხდენი სასმელია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან კავკასიაში მას „ციურ საჩუქარს“ უწოდებდნენ და ძალიან აფასებდნენ. არსებობდა მოსაზრება, რომ სპეციალური სოკოსგან დამზადებული შედედებული რძე არავის უნდა მისცეთ და არც დიდ თანხაზე უნდა გაყიდოთ.
რით არის სასარგებლო კეფირი
1.რძისგან განსხვავებით, კეფირის ათვისება უფრო კარგად ხდება, ამასთან მასში ცილების, მინერალების და ვიტამინების რაოდენობა ზუსტად იგივეა.
2.საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს კეფირი ანტისეპტიკის სახით მოქმედებს და მავნე გარემოს ანეიტრალებს.
3.ერთფეროვანი დიეტის და შეზღუდული კვების დროს, ორგანიზმში პროდუქტების ნარჩენები გროვდება, რომელსაც კეფირი 2 წამში გამოდევნის!
4.სასმელი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს.
5.უცხიმო კეფირის მიღება ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას დაარეგულირებს.
6.კეფირში 12 ვიტამინის ნაკრები შედის, მათ შორის A, B და D – განსაკუთრებით აუცილებელია ორსული ქალებისთვის, რომ ნაყოფი ნორმალურად განვითარდეს.
7.კეფირი მამაკაცებისთვისაც სასარგებლოა: რძის შრატის ცილები კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობენ.
კეფირის სასმელი წონაში დასაკლებად
ზედმეტი წონა სწრაფად რომ მოიშოროთ, დიეტოლოგები გირჩევენ, დიეტურ მენიუში უცხიმო კეფირი ჩართოთ. უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად, კეფირი მწვანე კოქტეილის სახით მიიღეთ.
სასმელის ინგრედიენტები:
- 300 მლ კეფირი
- 3 ღერო ოხრახუში
- 3 ღერო კამა
- 3 ღერო ქინძი
- 1 კიტრი
- მწიკვი მარილი
- შავი წიწაკა
მომზადება:
1.მწვანილი გარეცხეთ, შემდეგ კარგად გააშრეთ. კიტრთან ერთად მსხვილად დაჭერით.
2.მწვანილი და კიტრი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, ნახევარი ჭიქა კეფირი დაასხით.
3.მასა კარგად დააბლენდერეთ. შემდეგ დარჩენილი კეფირი დაუმატეთ და კვლავ დააბლენდერეთ.
4.მზა კოქტეილი ჭიქაში გადაასხით. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
გამაგრილებელი გემოს მქონე სასმელი დღის სასიამოვნო დასაწყისი და სხეულის ზრუნვის შესანიშნავი მეთოდი გახდება. კეფირის კოქტეილით შეგიძლიათ სადილი ან ვახშამი ჩაანაცვლოთ, რომ უახლოეს მომავალში სარკეში მოხდენილი სხეულის ფორმებით თავის მოწონება შეძლოთ.
კეფირის ჯადოსნური თვისებების შესახებ მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.