სახის სკრაბი «ატმის კანი»: ბებერი ეშმაკიც კი კმაყოფილია ეფექტით, სახე ბრწყინავს.

4341
ფორთოხლის კანის მსგავსი სახის სკრაბის ეფექტით ბებერი ეშმაკიც კი კმაყოფილი დარჩება. სახე მბზინვარებას დაიწყებს.
ფორთოხლის კანის მსგავსი სახის სკრაბის ეფექტით ბებერი ეშმაკიც კი კმაყოფილი დარჩება. სახე მბზინვარებას დაიწყებს.

„ამბობენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს…სისულელეა! სილამაზე ფულს მოითხოვს!“ – ამბობდა კარლ ლაგერფელდი. მოვლილი ქალი ლამაზ ქალს ნიშნავს. თავის მოსავლელად ქალები ბევრ ფულსა და დროს ხარჯავენ.

თუმცა სახის და სხეულის მოვლის ყველა საშუალება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ეს მხოლოდ ცნობილი ბრენდების მარკეტინგული ხრიკია, რომელთაც გულუბრყვილო მოხმარებლიდან ბევრი ფულის მიღება სურთ. მაღაზიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტების ნახევარზე შეგიძლიათ ეკონომია გააკეთოთ, მათ შორის სკრაბზე.

როგორ გავაკეთოთ სკრაბი

სკრაბი კანის მკვდარი უჯრედების ამქერცლავი საშუალებაა. მაღაზიებში სკრაბის ბევრი ვარიანტის ყიდვას შეძლებთ: სახის და სხეულის სკრაბი, ხელის და ქუსლის სკრაბი. მრავალფეროვანი სახეობები გასაოცებელია, მაგრამ მათი ფასი არც თუ ისე სასიამოვნოა.

სკრაბის მომზადებას 5 წუთში, დროისა და მაღაზიაში წასვლაზე ფულის დახარჯვის გარეშე, სახლის პირობებში სხვადასხვა პროდუქტებისგან შეძლებთ, მათ შორის თაფლი, შვრია, ყავა, შაქარი, მარილი, სოდა, ლიმონი… ეს პროდუქტები დიასახლისს ხელთ თითქმის ყოველთვის აქვს. ასე რომ სილამაზისთვის რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?

სკრაბის სარგებელი

სკრაბი კანის ტიპის და პირადი უპირატესობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ეს პროდუქტი ცელულიტის მოშორებაში დაგეხმარებათ, კანს დაჭიმავს და დაბერების პროცესს შეაფერხებს. სკრაბის გამოყენების შემდეგ კანი კრემიდან და სახის დამატენიანებელი ნიღბიდან მკვებავ ნივთიერებებს უფრო ადვილად შეიწოვს.

ვისთვის არ შეიძლება სკრაბის გამოყენება

სკრაბის გამოყენება რეკომენდებული არაა, თუ სხეულზე და სახეზე გაღიზიანება ან შეუხორცებელი ჭრილობა, ანთება, ან აკნე გაქვთ. კანის დაავადებების მქონე ადამიანებმა სკრაბის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე მათ, ვისაც სახეზე სისხლძარღვების ბადე მკვეთრად გამოხატული აქვთ.

გამოყენების წინ მგრძნობელობის ტესტი უნდა ჩაიტაროთ: სკრაბის წვეთი მაჯაზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ მოიშორეთ. თუ მაჯაზე კანი შეწითლებული არაა, სკრაბის გამოყენება შეგიძლიათ. სახლში მომზადებული სკრაბის შენახვის ვადა 1-3 დღეა, ასე რომ სჯობს ყოველდღე გაიკეთოთ.

მშრალ კანზე სკრაბი 2-3 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, რომ კანი არ დააზიანოთ და არ გააღიზიანოთ. მშრალი კანის სკრაბის შემადგენლობაში მკვებავი ნივთიერებები უნდა შედიოდეს, როგორიცაა ზეთი და რძე.

ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის სკრაბი კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ. ასეთი ტიპის კანის ფორები სწრაფად ბინძურდება და კანი სუნთქვას წყვეტს. სკრაბის შემადგენლობაში შედის კანის გამომშრობი ეთერზეთები, მაგ., ჩაის ხის ზეთი. კანს კარგად აშრობს მარილი, სოდა და ყავა.

სახის სკრაბის 5 რეცეპტი

1.კეფირი + შვრია = ნაზი გაწმენდა და სიგლუვე

1 ჩ/კ შვრია ბლენდერში დააქუცმაცეთ და 2 ს/კ კეფირი დაასხით, კარგად აურიეთ. კეფირი კანს გლუვს ხდის, ხოლო შვრიის ფანტელი ნაზად წმენდს.

2.ზღვის მარილი + კვერცხის ცილა = შავი წერტილების მოშორება

1 ჩ/კ ზღვის მარილი დააქუცმაცეთ და 1 კვერცხის ცილასთან აურიეთ. ცილა პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ, მარილი კი კანს დაჭიმავს.

3.ყავა + არაჟანი = კანის დაჭიმვა და სიგლუვე

ყავის ნალექი და არაჟანი პროპორციით 1:2 აურიეთ. ასეთი ყავის სკრაბი კანს ატენიანებს, მხნეობას მატებს და ნაოჭებს აშორებს.

4.ბანანი + თაფლი = მუდმივი ახალგაზრდობა

1 ჩ/კ თაფლი და მწიფე ბანანის მეოთხედი აურიეთ, 1 ს/კ რძე დაუმატეთ. ბანანი კანს ვიტამინებით კვებას, თაფლი კარგი ანტისეპტიკია, ხოლო რძე ატენიანებს.

5.დასაბანი ქაფი + სოდა = სახე, როგორც ფაიფურის თოჯინას

დასაბანი ქაფი და სოდა პროპორციით 3:1 აურიეთ. დასაბანი ქაფი ნაზი ბაზაა, ხოლო სოდა ბუნებრივი ანტისეპტიკი. ეს შავი წერტილების მოსაშორებელი შესანიშნავი სკრაბია, რომელიც ფერისმჭამელების გაჩენას აფერხებს.

როგორც აღმოჩნდა, თავის მოვლა ძვირი სულაც არაა. მხოლოდ პროდუქტების თაროს უნდა გადახედოთ და 5 წუთში ნამდვილი დედოფალი გახდებით.

კომენტარებში თქვენთვის საყვარელი რეცეპტი გაგვიზიარეთ, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ. ჩვენი სილამაზის რეცეპტების შესახებ კი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს