ბევრ ადამიანში ცარცი სკოლასთან, საკლასო დაფის წინ „გამოკითხვასთან“, მოსაწყენ გაკვეთილებთან და მკაცრ მასწავლებლებთან ასოცირდება. სკოლასთან დამშვიდობების შემდეგ, ბევრს საერთოდ ავიწყდება, ბოლოს ცარცი ხელში როდის ეჭირა.
არადა ცარცი ნამდვილი საგანძურია, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით წარმატებით გამოიყენება. გამოცდილი დიასახლისის სახლში ცარცის ნატეხები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება აღმოაჩინოთ.
დღეს ცარცის გასაოცარი თვისებების შესახებ გიამბობთ, რომელთა წყალობით ეს პროდუქტი შეუცვლელია. შესაძლოა, სახლში თეთრი საგანძურის ქონის სურვილი გაგიჩნდეთ.
სკოლის ცარცი
სკოლის ცარცის ნატეხი, როგორც წესი, ნახევარი ნაწილი კალციუმის კარბონატს, დანარჩენი ნაწილი კი თაბაშირს ან სხვა შემკვრელ ნივთიერებას (შეიძლება იყოს სახამებელი ან პოლივინილ აცეტატი), მაგნიუმის კარბონატს, ლითონის ოქსიდს და კვარცის მინარევებს შეიცავს.
ცარცის საშუალებით დაფაზე არა მხოლოდ გეომეტრიული ფიგურების დახატვა ან ტროტუარის ნახატებით გაფერადება შეიძლება. ცარცის ნატეხი ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის გაწმენდაში დაგეხმარებათ, უსიამოვნო სუნს გააქრობს და ძველ სამკაულებს ადრინდელ მბზინვარებას დაუბრუნებს. გიამბობთ დეტალურად, თუ ჩვეულებრივ ცარცს რისი გაკეთება შეუძლია.
1.ცხიმიან ლაქას აქრობს
საკვები ისეთი გემრიელი, მადის აღმძვრელი და ცხელი იყო, რომ ჩქარა მიირთვით და პერანგი დაალაქავეთ? სანამ ცოლისგან საყვედურს მიიღებთ, სიტუაციის თავად გამოსწორება სცადეთ: ცხიმიან ლაქას ცარცი წაუსვით, 10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცარცის ნარჩენები მოაშორეთ და ნივთი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ლაქა უნდა გაქრეს.
2.საყელოს გამათეთრებელი
თუ საყვარელი პერანგის საყელომ ძველი სიქათქათე დაკარგა, გარეცხვამდე ცარცი წაუსვით და ქსოვილი კვლავ ქათქათა გახდება.
3.ზამშის ქსოვილიდან ცხიმიანი ლაქის მოშორება
ზამშის დელიკატურ ზედაპირზე ნებისმიერი ლაქა ნამდვილი კატასტროფაა. თუმცა თეთრი კირქვა აქაც დაგეხმარებათ: პრობლემურ ნაწილს ცარცი წაუსვით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ლაქა გამქრალი იქნება. მხოლოდ ფეხსაცმლიდან ცარცის ნარჩენების მოშორება მოგიწევთ.
4.ჭერიდან და კედლიდან ლაქებს აქრობს
თუ რემონტი მალე მოსალოდნელი არაა, ხოლო კედელზე ნესტის ლაქა თვალს გჭრით, ქათქათა დამხმარე ამ სიტუაციაშიც თქვენი მხსნელი იქნება. პრობლემურ ადგილას ცარცი წაუსვით, სანამ ლაქა ბოლომდე არ გაქრება.
5.ბინძურ ტანსაცმელს სუნს აშორებს
თეთრეულის კალათიდან ცუდი სუნი ამოდის? სავარაუდოდ, ობი გაჩნდა. პრობლემის გადასაჭრელად, ცარცის ნატეხი პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ, დააქუცმაცეთ და კალათის ძირში ჩადეთ. ცარცი ჭარბ ნესტს შეიწოვს და სუნი გაქრება. ოღონდ ცარცის პაკეტის თვეში ერთხელ გამოცვლა არ დაგავიწყდეთ.
6.სუფრის აქსესუარებს ძველ მბზინვარებას უბრუნებს
ვერცხლის აქსესუარებზე წყალი ცუდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ ცარცის ნატეხი, რომელიც ჭარბ ტენს იწოვს, სუფრის აქსესუარების თავდაპირველი ფორმის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
7.საიუველირო აქსესუარებს გაშავების საშუალებას არ აძლევს
სამკაულების ყუთში ჩადებული ცარცი თავის სარგებელს მოგიტანთ: ის გოგირდის ნაერთებს იწოვს. აქედან გამომდინარე, აქსესუარები აღარ გაშავდება.
8.კალის ზედაპირს ასუფთავებს
ცარცი დააქუცმაცეთ და არაყში გახსენით – მიღებული პასტა ნებისმიერ კალის ზედაპირს გაწმენდს. მხოლოდ მისი ჩვეულებრივი წყლით გაწმენდა და გაპრიალება დაგრჩებათ. ზედაპირი ახალივით იბრწყინებს.
9.კარადიდან შმორის სუნს აქრობს
ცარცის ნატეხი კარადის ქვედა თაროზე მოათავსეთ და შმორის სუნი სწრაფად გაქრება.
10.ინსტრუმენტებს იცავს
კოროზია – ინსტრუმენტების საშინელი მტერია, რომელიც მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებში ჩნდება. ცარცის ნატეხი, რომელიც ჭარბ ტენს შესანიშნავად იწოვს, ინსტრუმენტების ყუთს დაიცავს.
11.რემონტის დროს დაგეხმარებათ
ვის არ შექმნია პრობლემა, როცა ძველი ხრახნის სახრახნისით ამოღება არის საჭირო, მისი თავი კი წინა „ოსტატებმა“ უკვე დააზიანეს. სახსრახნისი რომ არ გასრიალდეს, ხრახნს ცარცი წაუსვით.
12.ჭიანჭველებს სახლიდან განდევნის
ეს მწერები ზოგჯერ ნამდვილი პრობლემა ხდება, რომელიც სახლის მფლობელს საეჭვო ქიმიკატების შეძენას და ჭიანჭველების ხაფანგების დაგებას აიძულებს. ზოგჯერ მხოლოდ ცარცის ერთი ნატეხი საკმარისია, რადგან ჭიანჭველებს კირქვა არ მოსწონთ. საკმარისია ცარცით ხაზები გაავლოთ იქ, სადაც ჭიანჭველების არსებობა არ გსურთ და მწერები ამ ადგილას აღარ გაეკარებიან.
13.ფრჩხილების მათეთრებელი
თუ ფრჩხილების შიგნითა მხარე სუფთა და ნათელი იყოს, ცარც წასმული ჯაგრისი გამოიყენეთ. ჯაგრისი მტვერს მოაშორებს, ცარცი კი ფრჩხილებს მოვლილ იერს მიანიჭებს.
14.გასაღებების გაწმენდა
თუ გასაღები კარის საკეტში იჭედება, სავარაუდოდ, იქ ტენი და სიბინძურე დაგროვდა. უბრალოდ გასარების კბილებს ცარცი წაუსვით და რამდენჯერმე კლიტეში მოათავსეთ. მექანიზმი კარგად ამუშავდება.
15.ცარცი სივრცის გაყოფაში დაგეხმარებათ
თუ ოთახში ავეჯის გადაადგილება და ექსპერიმენტის ჩატარება გსურთ, ცარცი აუცილებლად გამოგადგებათ. მისი დახმარებით ნივთის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის დახაზვას შეძლებთ. თუ კარის ჩასმა არის საჭირო, ცარცის დახმარებით საკეტის და სახელურის ზუსტი ადგილის განსაზღვრას შეძლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ცარცის ნატეხი სარემონტო სამუშაოებს ქირურგიული სიზუსტით ჩატარების საშუალებას მოგცემთ. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ყველაფრის თვალით გაკეთება.
როგორც ხედავთ, ცარცი საკმაოდ სასარგებლო საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელიც ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ ფერადი ცარცის მიღება გსურთ, დაქუცმაცებული ცარცი წყალს აურიეთ, საკვები საღებავი დაუმატეთ, ფორმებში ჩაასხით და გამყარება აცადეთ.