სახლის დალაგება ისეთივე ჩვეული რიტუალია, როგორც საკვების მომზადება, ტანსაცმლის გარეცხვა ან ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. სახლში დალაგებას ავტომატურად ვაკეთებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად სწორად ვაკეთებთ. დალაგების დროს ბევრ შეცდომას ვუშვებთ, რომლებიც პროფესიონალ დამლაგებლებს ან დასუფთავების კომპანიის სპეციალისტებს თვალში ხვდებათ.
დღეს 15 საიდუმლო შევაგროვეთ, რომელთა დახმარებით იდეალური დასუფთავება არა ოცნება, არამედ რეალობა გახდება. სახლის სწორად დალაგება ერთხელ მაინც სცადეთ და შეადარეთ თქვენი სახლი რამდენად სუფთა და განახლებული იქნება.
სწორი დალაგება
1.ფანჯრები მზიან ამინდში არ უნდა გაწმინდოთ. საქმე იმაშია, რომ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ნებისმიერი ფანჯრის საწმენდი საშუალება ფანჯრის ბოლომდე გაწმენდამდე შრება, რასაც მინაზე უშნო ხაზები მოჰყვება. უმჯობესია ფანჯარა მოღრუბლულ ამინდში გაწმინდოთ ან როცა ფანჯარას მზის პირდაპირი სხივები აღარ მოხვდება.
2.სარეცხი საშუალება არა ზედაპირს, არამედ მშრალ ქსოვილს წაუსვით, რომლითაც ზედაპირს გაწმენდთ. ამასთან სარეცხი საშუალების ნარჩენი დამატებითი მშრალი ქსოვილით უნდა მოაშოროთ.
3.ზედაპირიდან ერთიდან მეორე მხარეზე გაწმენდით, უბრალოდ მტვერი გადაადგილდება. სპეცილიასტები წრიული მოძრაობით გაწმენდას გირჩევენ.
4.გაჯეტების, ელექტრო ტექნიკის, ასევე დისტანციური მართვის პულტის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. აქ არა მხოლოდ მტვერი, არამედ მიკრობები გროვდება.
5.თუ სარეცხი მანქანიდან უსიამოვნო სუნი გამოდის, ყურადღება მიაქციეთ. სავარაუდოდ, ტექნიკის ზედაპირზე ობი გაჩნდა, ამიტომ სარეცხი მანქანა კარგად უნდა გაწმინდოთ.
6.მაცივრის სისუფთავაზე ყურადღების მიქცევა არ დაგავიწყდეთ: გაფუჭებული პროდუქტი და ნაკლებად მოთხოვნადი საკვები რეგულარულად გადააგდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ობი და ბაქტერიები გაჩნდება, რომლებიც ახალ პროდუქტს დააზიანებენ.
7.ხორცის და თევზის დაჭრის შემდეგ დანა ჩვეულ ადგილას არ უნდა ჩადოთ, არამედ კარგი დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ. ამისთვის ცალკე ჭურჭელში 4 ლ წყალი 1 ს/კ მათეთრებელ საშუალებას აურიეთ, შემდეგ ამ ხსნარში სუფრის აქსესუარები რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ. ამის შემდეგ დანები ცხელი წყლით კარგად გარეცხეთ.
8.გაღვიძებისთანავე ლოგინი არ გაასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტენიანი, ჰაერს მოკლებული გარემო შეიქმნება, სადაც პარაზიტებისა და მტვრის ტკიპების გასამრავლებლად იდეალური ადგილი იქნება. უმჯობესია ლოგინი ნახევარი საათი უწესრიგოდ დატოვოთ და ზამთრის ცივი ჰაერის ან ზაფხულის ცხელი ჰაერის ზემოქმედების ქვეშ განიავდეს.
9.ფარდებს რეგულარული წმენდა სჭირდებათ, რადგან ისინი ბევრ მტვერს აგროვებენ. ამასთან გარეცხვა აუცილებელი არაა, საკმარისია სველი დახვეული ქსოვილით გაწმინდოთ. მტვერი იატაკზე დაგროვდება, მის მტვერსასრუტით აღებას კი მარტივად შეძლებთ.
10.როგორც აღმოჩნდა, უნიტაზი სწორად უნდა ჩარეცხოთ. ჩარეცხვის ღილაკის დაჭერამდე, ჯერ უნიტაზის თავსახურს უნდა დაახუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უწვრილესი ბაქტერიები მთელ სააბაზანო ოთახში 1 მეტრის რადიუსში გავრცელდება და კედლებს, პირსახოცებს და კბილის ჯაგრისებს დააინფიცირებს.
11.ბევრი ტუალეტის ჯაგრისს არასწორად იყენებს. საქმე იმაშია, რომ სველი გამოყენებული საშუალების ჩასადებში ჩადება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სველ გარემოში მიკრობების გაძლიერებულად გამრავლება მოხდება. უმჯობესია სველი ჯაგრისი უნიტაზის კუთხეში დადოთ და გაშრობა აცადოთ.
12.რეზინის ხელთათმანის გამოყენების გარეშე სახლის დალაგების პროცედურის ჩატარება უსაფრთხო არაა. ხელთათმანები ხელის კანს ბაქტერიებისა და მიკრობებისგან იცავს. ამასთან სჯობს სახის რესპირატორული დაცვის ნიღაბი გამოიყენოთ, რომელიც ფილტვებში მავნე ელემენტების მოხვედრისგან დაგიცავთ.
13.მათეთრებლის სხვა საწმენდ საშუალებაში შერევა არ ღირს. სპირტის, ამიაკის ან ძმრის დამატების შემთხვევაში ქიმიური რეაქციის საფრთხე იზრდება. შედეგად მავნე გაზი გამოიყოფა, რომელიც ხვდება ფილტვებში, კანს და თვალს აზიანებს.
14.საწმენდი საშუალებების გაწმენდა აუცილებელია. საქმე იმაშია, რომ ღრუბელზე, ქსოვილსა და ჯაგრისზე ბაქტერიები და პარაზიტები ვრცელდება, რომლებიც შემდგომი გამოყენების შემდეგ სახლის სხვადასხვა ზედაპირზე ხვდებიან.
15.ქიმიური ნივთიერებების შემცველი საწმენდი საშუალებების გამოყენების შემდეგ, ოთახი კარგად უნდა გაანიავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასუნთქი სისტემა დარჩენილ ქიმიურ ნივთიერებებს შეისუნთქავს.
ეს საიდუმლოებები სახლის არა მხოლოდ დალაგებაში დაგეხმარებათ, არამედ ასე ჯანმრთელობის და კარგი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ. ამ წესების დაცვა კი სირთულეს არ წარმოადგენს.
თქვენ დალაგების რა საიდუმლო მეთოდს იყენებთ? გვიამბეთ კომენტარებში.