ფინიკი უძველესი დროიდან მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტად ითვლება. აღმოსავლეთში დიდი ხანია ფინიკის ჩირის სასარგებლო თვისებების შესახებ იციან და თვლიან, რომ მისი გამოყენება ჯანმრთელობას აძლიერებს და ხანგრძლივ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ფინიკი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დელიკატესი. არაბულ ქვეყნებში მას „უდაბნოს პურს“ უწოდებენ, რადგან ჯარისკაცებს ხანგრძლივი ლაშქრობის დროს ძალისა და ენერგიის აღდგენაში ეხმარებოდა.
ფინიკს ახლაც პატივს სცემენ და მისი სარგებლის შესახებ ყველასთვის ცნობილია. და ალბათ, ხანდახან ამ გემრიელი ხილის მირთმევის წინააღმდეგი თქვენც არ ხართ. ისინი შესანიშნავად ინახება, ტრანსპორტირებას შესანიშნავად იტანს. მაგრამ ჩნდება კითხვა: ჭამამდე ფინიკი უნდა გავრეცხოთ თუ არა? დღეს გიამბობთ, თუ რატომ არის ფინიკი სასარგებლო და რა უნდა გააკეთოთ, სანამ სუფრაზე გაიტანთ.
ფინიკის ჩირი
ფინიკი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეს ნაყოფი A, E, და B ვიტამინების წყაროა. ფინიკის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და მას სხვა ნაყოფი არ შეიცავს. ამასთან ფინიკი კალციუმით და ფოსფორით, კალიუმით და მაგნიუმით, რკინით და თუთიით, მანგანუმი და სელენით მდიდარია.
ამ ნაყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება, ღვიძლის და თირკმლების გააქტიურება შეუძლია. ფინიკი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა. რაციონს ვირუსული ინფექციების და ხველების დროს აუცილებლად უნდა დაამატოთ. ასევე ფინიკი დაღლილობას ხსნის, რადგან მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებები და ვიტამინები ორგანიზმის ტონუსს ზრდის.
გარდა ამისა, ფინიკი ორგანიზმში მჟავე ბალანსს არეგულირებს. ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას ხელს უწყობს. ექიმები ფინიკის მიღებას შაქრიანი დიაბეტის დროს გვირჩევენ. კვლევამ აჩვენა, რომ ფინიკის რეგულარული მოხმარება ონკოლოგიური სიმსივნის განვითარებას აფერხებს.
როგორც ხედავთ, ფინიკს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. ახლა კი, მთავარ კითხვაზე გადავიდეთ, ჭამამდე ფინიკის გარეცხვა აუცილებელია თუ არა. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფინიკი გრძელ გზას გადის, სანამ ჩვენ სუფრაზე მოხვდება. ახალი სახით მისი დიდხანს შენახვა შეუძლებელია, ამიტომ აშრობენ. ხშირად ეს ბუნებრივი გზით ხდება, ასე დელიკატესი ძალიან გემრიელი და სასარგებლო გამოდის.
ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურ ღუმელში ფინიკის გამოშრობის მეთოდს მიმართავს, რომელსაც შემდეგ შაქრის სიროფში ამოვლება მოჰყვება. ასეთი ფინიკი ნაკლებად სასარგებლოა. მსგავსი დამუშავების შემდეგ ფინიკი გლუვი და ბრწყინვალე ხდება. ზოგჯერ შეიძლება საკვები ცვილით ან სხვა კონსერვანტით დაამუშაონ, რომ ნაყოფმა კარგი გარეგნობა შეინარჩუნოს და უფრო დიდხანს შეინახონ.
ნებისმიერი მეთოდის დამუშავების, შეფუთვის და ტრანსპორტირების შემდეგ ფინიკს არ ასუფთავებენ. სწორედ ამიტომ მათი გარეცხვა არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელია. განსაკუთრებით დამუშავების შემდეგ, რადგან გამოყენებამდე ნაყოფს ეს კონსერვანტები უნდა მოაშოროთ, ასე ნაყოფი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება. ახლა ფინიკის სწორად გარეცხვა უნდა ისწავლოთ, რომ მან გემო და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
როგორ გავრეცხოთ ფინიკი სწორად
1.მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტკბილი ნაყოფი წყალს იწოვს და დიდი რისკი არსებობს, რომ გემო და გარეგნული მხარე დაკარგონ. მთავარი წესი – ფინიკის ცხელ წყალში გარეცხვა არ შეიძლება. მდუღარე წყალში ნაყოფის რბილობი მოხარშული ხდება. ასეთი ნაყოფი გამოყენებისთვის გამოსადეგი არაა.
2.ფინიკის მთლიანობის შესანარჩუნებლად, სწორად უნდა გარეცხოთ. პირველ რიგში, ნაყიდ ფინიკს გადახედეთ და გაფუჭებული ამოიღეთ. კარგად შეფუთულ ფინიკის ყუთშიც კი შეიძლება გაფუჭებული შეგხვდეთ. ქვემოთ მოცემული იქნება ვიდეო, სადაც გაიგებთ, თუ კარგი ფინიკი როგორ აარჩიოთ.
3.შემდეგ ცივი წყლით სავსე ჭურჭელი და საწური აიღეთ. ჩირი მცირე პორციებით მაქსიმალურად სწრაფად გარეცხეთ. განსაკუთრებით კარგად მბზინვარე ნაყოფი გარეცხეთ, რომ საკვები ცვილი მოაშოროთ.
4.გარეცხვის შემდეგ ფინიკი საწურზე დააწყვეთ და გამდინარე ცივი წყალი გადაავლეთ.
5.ახლა ნაყოფი ჩვეულებრივ ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ და ზემოდან მეორე პირსახოცი დააფარეთ. ასე მინიმუმ 1 დღე მაინც უნდა გაშრეს. გაშრობის შემდეგ ფინიკს კურკები მოაშორეთ და ჰერმენტულ კონტეინერში შეინახეთ.
აი, ვიდეო, რომელიც ფინიკის არჩევაში ნამდვილ პროფესიონალს გაგხდით.
ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.