ყველა დაქალს კრემისთვის ქილები მოაქვს და მე საუკეთესო, სახლში მომზადებულ, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს სიამოვნებით ვუზიარებ

16816
ყველა დაქალს კრემისთვის ქილები მოაქვს და მე საუკეთესო, სახლში მომზადებულ, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს სიამოვნებით ვუზიარებ
ყველა დაქალს კრემისთვის ქილები მოაქვს და მე საუკეთესო, სახლში მომზადებულ, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს სიამოვნებით ვუზიარებ

როცა კანი მუდმივად სტრესის და გარე და შიდა ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, მისი სისუფთავის და ახალგაზრდობის შენარჩუნება მარტივი არაა. საბედნიეროდ, ნაოჭების საწინააღმდეგო იაფი და ეფექტური საშუალების შესახებ ვიცი, რომელსაც სამზარეულოში ვინახავ! რამდენი კრემი ვცადე, მაგრამ ისეთი ეფექტური შედეგი არც ერთმა არ მომცა, როგორც ჟელატინზე დაფუძნებულმა, სახლში მომზადებულმა მხსნელმა.

შესანიშნავი კრემის რეცეპტს გიზიარებთ! ერთკვირიანი გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი, ნაზი გახდა, სახის ტონი გათანაბრდა, რაც მთავარია – თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდა.

როცა მაცივარში ასეთი კრემის ქილა ინახება, ანტიასაკობრივ საშუალებებსა და კოსმეტიკურ პროცედურებზე ფულის დახარჯვას აზრი არ აქვს, რომელთა ფასის გამოც შეიძლება ტანში ჟრუანტელმა დაგიაროთ. და ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან თეთრებად ღირებული კრემი მთელი თვე მყოფნის!

ჟელატინის კრემი

ჟელატინი ფართოდ არა მხოლოდ კულინარიაში გამოიყენება, ის ქალებს წარმოუდგენელი კოსმეტიკური თვისების გამო უკვე დიდი ხანია შეუყვარდათ. საიდუმლო არაა, რომ ეს ინგრედიენტი ბევრი სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს, რადგან სახის გაწმენდას და გათეთრებას ხელს უწყობს, ასევე მის ჭარბ ცხიმის მოცულობას შესანიშნავად ებრძვის. მაშინ ეს ინგრედიენტი სახლში მომზადებული სახის კრემისთვის რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? მკვეთრი კონტური და არანაირი ნაოჭები!

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 100 გრ უგაზო მინერალური წყალი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 0,5 ჭიქა გლიცერინი
  • 1 გრ სალიცილის მჟავა (ან 1 ტაბლეტი ასპირინი)

მომზადება:

1.პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, კრემის მოსამზადებლად საჭირო ყველა ჭურჭელს დეზინფექცია გაუკეთეთ.

2.ჟელატინი ფაიფურის ან მინის ჭურჭელში ჩაყარეთ და მინერალური წყალი დაასხით. ნახევარი საათით შესქელებამდე დატოვეთ.

3.როცა ჟელატინი გაქსელდება, წყლის ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გააცხელეთ. მიღებული ნარევი საწურით გაწურეთ. კრემის ბაზა მზადაა.

4.ბაზა ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 საათით გააჩერეთ.

5.დროის გასვლის შემდეგ, მიღებულ ნარევში ცოტ-ცოტა გლიცერინი (წინასწარ 2 ს/კ წყალში გახსენით) დაუმატეთ. მომავალ კრემს მუდმივად აურიეთ.

6.ნარევს კვლავ მოურიეთ და სალიცილის მჟავა ან დაქუცმაცებული ასპირინის ტაბლეტი დაუმატეთ.

7.კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და მზა კრემი ქილებში სწრაფად გადაანაწილეთ! კრემის ჭურჭელი წინასწარ სპირტით გაწმინდეთ და დარწმუნდით, რომ თავსახური ჰერმენტულად ეხურება. მზა კრემი მაცივარში მაქსიმუმ ერთი თვით შეინახეთ.

სახლში მომზადებული, ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის კრემი ყოველდღიურად გამოიყენეთ, სასურველია ძილის წინ 1 საათით ადრე. სახის კანი გაიწმინდეთ, კრემი ხელისგულებს შორის გაახურეთ და რბილი მასაჟური მოძრაობით სახის, კისრის და დეკოლტეს არეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ კრემის ნარჩენი ქაღალდის სალფეთქით მოიშორეთ. კრემი დამჭიმავი მოძრაობებით არ წაისვათ! ასე სიტუაციას კიდევ უფრო გააურესებთ და კანი ნაკლებად ელასტიური იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ მსგავს სახლში მომზადებულ კრემს მთელი რიგი უკუჩვენებები აქვს. ასე, მაგალითად, თუ თაფლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა გაქვთ, გირჩევთ ეს ინგრედიენტი კრემში არ გამოიყენოთ და ჩაანაცვლოთ, მაგ., რამდენიმე წვეთი ყურძნის კურკის ზეთით. ასეთი კრემის წასმა დაზიანებულ და გაღიზიანებულ სახის კანზე რეკომენდებული არაა, ასევე კანზე ვარდისფერი ფერისმჭამელების დროს.

ეს იაფი და ეფექტური საშუალება რეგულარულად გამოიყენეთ და მიღებული შედეგით გაოცებული დარჩებით. მთავარია – ჟელატინის კრემის მომზადების და შენახვის წესები დაიცვათ, შემდეგ კი ახალგაზრდა და ლამაზი, ნაზი სახის კანით დატკბეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს