ზამთრის უხეში ფეხსაცმლის ტარების შემდეგ ფეხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ახალი, ლამაზი სანდლები ფეხებზე იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, გაუხეშებული და კოჟრიანი კანი სწრაფად უნდა მოიშოროთ. დღეს რამდენიმე ხრიკს გასწავლით, რომელთა დახმარებით თქვენს ფეხებს წესრიგში სწრაფად მოიყვანთ.
გიზიარებთ სახლის აბაზანების 6 წარმატებულ რეცეპტს სოდით. როგორც აღმოჩნდა, სოდა კოსმეტიკური მიზნით თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ის კანს შესანიშნავად წმენდს, დეზინფექციას უტარებს, შეხორცებას ხელს უწყობს და არბილებს. ასევე ეს ნივთიერება ანთებას შესანიშნავად აქრობს და ჭრილობებს ახორცებს.
ფეხების მოვლა სახლის პირობებში
აბაზანა სოდით და ზღვის მარილით
ფეხის კანის დასარბილებლად, მცირე ზომის ტაშტი თბილი წყლით აავსეთ და მასში 2 ს/კ ზღვის მარილი და 2 ს/კ სოდა ჩაყარეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ფეხები ტაშტში 7-8 წუთით ჩაყავით.
აბაზანა სოდით და საპნით
კანის მაქსიმალურად გასაწმენდად, 3 ლ თბილ წყალში 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ საპნის ბურბუშელა გახსენით. ფეხები ამ ნარევში 10 წუთით გაიჩერეთ.
აბაზანა სოდით და ზეთით
თუ კანის დარბილება და ტონისის მომატება გსურთ, 3 ლ თბილ წყალში 2 ს/კ სოდა გახსენით. სითხეს წინასწარ გახსნილი რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ან სპირტი, პაჩულის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდას ან ნუშის ზეთი დაუმატეთ. ამ ხსნარში ფეხები 10 წუთით გაიჩერეთ.
აბაზანა სოდით და რძით
ქუსლები რომ ხავერდოვანი გახდეს, 1 ლ თბილ რძეში 1 ჩ/კ სოდა გახსენით. ამ სითხეში ფეხები 10 წუთით გაიჩერეთ.
აბაზანა სოდით და წყალბადის ზეჟანგით
თუ ქუსლებიდან ბზარების მოშორება გსურთ, თბილ წყალში 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. ფეხები ამ აბაზანაში 12-15 წუთით გაიჩერეთ.
აბაზანა ფეხებისთვის იოდით
დაზიანებული კანის მოსაშორებლად, მოამზადეთ აბაზანა 2 ლ წყალი, 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ იოდი. ფეხები ამ ნარევში მაქსიმუმ 10 წუთით გაიჩერეთ.
აბაზანა სოდით და თიხით
მშრალი და კოჟრიანი ფეხებისთვის ეს საშუალება იდეალურია, რომელიც ფეხებს შესანიშნავად კვებავს. ასეთი აბაზანის მოსამზადებლად 4 ს/კ თეთრი თიხა და 2 ს/კ სოდა 2 ლ წყალში გახსენით.
ფეხის ქუსლებზე სწორად იზრუნეთ. არ დაგავიწყდეთ ძილის წინ ქუსლებზე დამატენიანებელი კრემი წაისვათ და პედიკურის ოსტატის მომსახურება თქვენ აღარ დაგჭირდებათ. თუ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, მეგობრებისთვის მისი გაზიარება არ დაგავიწყდეთ!