ამ 5 მეთოდით სახლის პირობებში თმიდან საღებავების ჩამოშორებას შეძლებთ.

13520
ამ 5 მეთოდით სახლის პირობებში თმის საღებავების მოშორებას შეძლებთ
ამ 5 მეთოდით სახლის პირობებში თმის საღებავების მოშორებას შეძლებთ

შეღებილი თმა გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა არასასურველი ფერის მიღების რისკი ყოველთვის არსებობს. ხოლო თმის „სწორი“ საღებავის შერჩევა მარტივი ამოცანა არაა. თუ მიღებული ფერი თქვენს მოლოდინს არ ემთხვევა, არ ინერვიულოთ. საბედნიეროდ, სახლის საშუალების დახმარებით მის შერბილებას და საღებავის სწრაფად მოშორებას შეძლებთ.

და დღეს 5 ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე გიამბობთ.

რატომ არის საერთოდ თმის შეღებვა საჭირო?

ძალიან ხშირად ადამიანი შეღებვის დროს მოლოდინისგან განსხვავებულ ფერს ღებულობს. ასე იმიტომ ხდება, რომ საღებავი არა „თეთრ“ (გაუფერებულ) თმაზე ისმება, არამედ უკვე არსებულ ფერზე (ამასთან თავად თმის პიგმენტზე). ამას სავალალო შედეგი მოჰყვება, დროის და, რა თქმა უნდა, ფულის დაკარგვა. თუ თქვენც ასე დაგემართათ, დროა გადაწყვეტილება მიიღოთ და საღებავი ჩამოიბანოთ. ჩვენ კი გიამბობთ, ნატურალური საშუალებების დახმარებით ეს როგორ გააკეთოთ.

1.ცხელი ზეთი

ზეითუნის და ქოქოსის ზეთი თმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან დაზიანებულ სტრუქტურად აღადგენს და საჭირო ტენიანობით უზრუნველყოფს. თუ ცხელი სახით წაისვამთ, ისინი საღებავს უფრო თვალსაჩინოს ახდის. შედეგად არასასურველ ფერს სწრაფად მოიშორებთ და თმას არ გამოაშრობთ (როგორც ეს თმის ქიმიური მეთოდით გაუფერულების დროს ხდება).

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი (500 მლ)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. წყლის ორთქლის ჭურჭელში ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი გააცხელეთ. ის თბილი (ცხელი) უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა გწვავდეს.
  2. თავი კარგად დაიბანეთ და პირსახოცით შეიმშრალეთ.
  3. ცხელი ზეთი თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. პირსახოცით შეიფუთეთ და 1 საათით გაიჩერეთ.
  4. დროის გასვლის შედეგ უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2.ძმარი

ძმარი თმას წარმოუდგენლად ბრწყინვალეს და რბილს ხდის. მაგრამ ამ შემთხვევაში მასში შემავალი ნატურალური მჟავის დახმარებით საღებავის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.

თუ ძმარს და ზეითუნის ზეთს აურევთ, თმას დამატებითი დატენიანებით უზრუნველყოფთ. სცადეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ძმარი (500 მლ)
  • 2 ჭიქა ზეითუნის ზეთი (500 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. სათანადო ჭურჭელი აიღეთ და მასში ზეთი და ძმარი ჩაასხით.
  2. თმა ჩვეულებრივი შამპუნით კარგად დაიბანეთ, შემდეგ მიღებული ნარევი როგორც თმის კონდიციონერი ისე წაისვით. 5 წუთით გაიჩერეთ.
  3. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა თავის დაბანის დროს ყოველთვის გამოიყენეთ. ასე მანამ, სანამ საღებავს არ მოიშორებთ.

შენიშვნა: თუ ძმრის სუნი არ მოგწონთ, პროცედურის შემდეგ თავი შამპუნით კიდევ ერთხელ დაიბანეთ.

3.C ვიტამინის ტაბლეტები

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეკონომიური სახლის საშუალება იმისთვის, რომ თმიდან საღებავი მოიშოროთ. თმის ფერს ორჯერ უფრო ნაკლებად ინტენსიურს გახდის და ამასთან მას არ დააზიანებთ. აღსანიშნავია: თუ საღებავი ამიაკს შეიცავს, ეს მეთოდი არაფექტური იქნება:

ინგრედიენტები:

  • 1 ბოთლი თმის შამპუნი
  • 2 ს/კ წყალი (30 მლ)
  • 3 ცალი C ვიტამინი

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. C ვიტამინის ტაბლეტები წყალში გახსენით.
  2. მიღებული ნარევი შამპუნის ბოთლში გადაიტანეთ და თავის დასაბანად 1 კვირა გამოიყენეთ. ეს შედეგის მისაღწევად საკმარისი იქნება.

4.სარეცხი ფხვნილი

რა თქმა უნდა, სარეცხი ფხვნილის თავის დასაბანად გამოყენება არ ღირს. მისი დანიშნულება ეს არაა. მაგრამ თუ თმის საღებავის სწრაფად მოშორება გსურთ, შეიძლება გამოგადგეთ. მხოლოდ შემდეგ თმაზე ზრუნვა და კონდიციონერის ან დამატენიანებელი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ.

შენიშვნა: ამ მიზნით მათეთრებელი საშუალება არ გამოიყენო, საკმარისია ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი (15გრ)
  • წყალი (რამდენიც საჭიროა)
  • თმის კონდიციონერი

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. თმა დაისველეთ და სარეცხი ფხვნილი მთელ სიგრძეზე წაისვით.
  2. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ძალიან არ შეიზილოთ. ეცადეთ. ფხვნილი თვალში ან პირში არ მოგხვდეთ.
  3. მოქმედებისთვის 5 წუთით გაიჩერეთ.
  4. ახლა თმის კონდიციონერი წაისვით და კიდევ 5 წუთით გაიჩერეთ. ფხვნილი თმას ძლიერად აშრობს, ხოლო კონდიციონერი მის ეფექტს არბილებს და თმის დაზიანებას თავიდან აგაცილებთ.

4.პროცედურად ყოველ მეორე დღეს გაიმეორეთ და უკვე ძალიან მალე შედეგს შეამჩნევთ.

5.ლიმონით დანამვა

ლიმონს მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისება აქვს. მას თმის გასაღიავებლად იყენებენ. ასევე შეგიძლიათ მისი დახმარებით საღებავი სწრაფად მოიშოროთ. მხოლოდ ფრთხილად იყავით: ეს ციტრუსის ხილია და მისი წვენის თვალში ან ღია ჭრილობაში მოხვედრა წვას დაგაწყებინებათ.

ინგრედიენტები:

  • 5 ლიმონის წვენი
  • 4-5 ს/კ წყალი (60-75 მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

  1. თავის შამპუნით დაბანა დაიწყეთ, როგორც ჩვეულებრივ.
  2. როცა ქაფი საკმარისად იქნება,ლიმონის და წყლის ნარევი წაისვით და დაიმასაჟეთ.
  3. მოქმედებისთვის 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ დიდი რაოდენობის წყლით ჩამოიბანეთ.
  4. კონდიციონერი წაისვით და 3-5 წუთით გაიჩერეთ.
  5. წყლით ჩამოიბანეთ.
  6. პროცედურა იმდენჯერ გაიმეორეთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
  7. შედეგი წამიერად არა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება.

გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი საშუალების ჭარბი მოხმარება თმას აზიანებს. ასე რომ სჯობს ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ. და ბოლოს, თმის დატენიანება არ დაგავიწყდეთ, რომ თმა რბილი და ბრწყინვალე გახდეს.

ეს სახლის საშუალებები თმიდან საღებავის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ, თუ მიღებული ფერი არ მოგწონთ. და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ისინი ზიანს არ მოგაყენებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს