ამ 3 რეცეპტის დახმარებით შინ, თმის ბუნებრივი საშუალებებით გაღიავებას შეძლებთ

9189
ამ 3 რეცეპტის დახმარებით თმის ბუნებრივი საშუალებებით გაღიავებას შეძლებთ
ამ 3 რეცეპტის დახმარებით თმის ბუნებრივი საშუალებებით გაღიავებას შეძლებთ

შეიძლება თუ არა თმის გაღიავება მარტივი ნატურალური საშუალებების გამოყენებით? დიახ, ეს მარტივია! ჩვენი რჩევები ნებისმიერ დროს გამოგადგებათ, მნიშვნელობა არ აქვს იმიჯის შეცვლა გსურთ თუ უბრალოდ თმის მოვლის ახალი საშუალების გამოცდა.

ჩვენი რეცეპტები თმის არა მხოლოდ ოდნავ გაღიავებაში დაგეხმარებათ, არამედ მათ გააძლიერებს და მეგობრების ახალი იმიჯით გაოცებას შეძლებთ.

1.თმის გაღიავება გვირილას დახმარებით

სანამ სახლის პირობებში რეცეპტის გამოყენების აღწერას დავიწყებთ, აღსანიშნავია, რომ ეს საშუალება თმის ფერის რადიკალურად შეცვლაში არ დაგეხმარებათ. მაგ. თუ შავი თმის მეპატრონე ხართ, ქერა ვერ გახდებით.

რეცეპტი მხოლოდ თმის ტონის გაღიავებაში დაგეხმარებათ, მას ინტენსიურ ფერს მიანიჭებს და თმას კიდევ უფრო ბრწყინვალეს გახდის. მაგ., თუ თქვენ წაბლისფერი თმა გაქვთ, მას უფრო ოქროსფერი ელფერი ექნება.

იცით თუ არა, რომ ყველაზე პოპულარული გამაღიავებელი საშუალება არის გვირილა? მისი ბუნებრივი თვისების გასაძლიერებლად ლიმონს გამოვიყენებთ.

ლიმონი ასევე ერთ-ერთი ეფექტური ნატურალური საშუალებაა, რომელიც თმის გაღიავებაში დაგეხმარებათ. მაგრამ მისმა გამოყენებამ თმა შეიძლება გამოაშროს. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ლიმონს გვირილასთან კომბინაციაში ვიყენებთ.

რაში მდგომარეობს რეცეპტი? ის ძალინ მარტივია: ქვაბში 2 ჭიქა წყალი გააცხელეთ და 2 გვირილას პაკეტი დაუმატეთ. როცა ნაყენი ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით, შემდეგ მაცივარში შეინახეთ. გაგრილებულ ნაყენს ლიმონის წვენი დაუმატეთ.

ხსნარი სველ თმაზე პულვერიზატორის საშუალებით წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თმა ჩვეულებრივ დაიბანეთ. კონდიციონერის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, რომელიც მას დაატენიანებს. პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ და მალე შედეგს შეამჩნევთ.

2.თმის გაღიავება კვერცხის, ლუდის და ლიმონის ნიღბის გამოყენებით

ახლა კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს გაგიზიარებთ! ეს საშუალება კვირაში ორჯერ გამოიყენეთ. როგორც უკვე შენიშნეთ, ჩვენ კვლავ ლიმონს ვიყენებთ, რადგან მისი დახმარებით თმის ბუნებრივად გაღიავება შეიძლება.

მთავარია, თმის მოსავლელად მხოლოდ მარტო ლიმონი არ გამოიყენოთ! საქმე იმაშია, რომ ეს ხილი სეკრეციის შემაფერხებელ თვისებას ფლობს, მისმა რეგულარულმა გამოყენებამ თმა შეიძლება დააზიანოს. ლიმონის ეს თვისება გამოიყენეთ და ფრთხილად იყავით.

სწორედ ამიტომ ლიმონს სხვა ინგრედიენტებთან ერთად ვიყენებთ. ასე თმას არა მხოლოდ გაიღიავებთ, არამედ ბრწყინვალე და ხავერდოვანს გახდით. კვერცხი და ლუდი ამ ამოცანას ყველაზე უკეთ გაუმკლავდება.

მომზადება:

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ, რომ ის თოვლს ჰგავდეს.
  2. როცა ყველაფერი მზად იქნება, ½ ჭიქა უალკოჰოლო ლუდი დაუმატეთ.
  3. ყველაფერი კარგად აურიეთ და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ.

შემდეგი ნაბიჯი: ნარევი სველ თმაზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად თავზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩვეულებრივ თავი დაიბანეთ, კარგი კონდიციონერი გამოიყენეთ. შენიშნავთ, რომ თმამ სასიცოცხლო ენერგია შეიძინა, ხოლო ფერი ბევრად უფრო ღია გახდა.

3.როგორ გავიღიავოთ თმა თაფლის, ლიმონის და ვაშლის ძმრის დახმარებით

დარწმუნებული ვარ, ამ რეცეპტს ღირსეულად დააფასებთ. ის საკმაოდ მარტივია, მაგრამ შესამჩნევ შედეგს იძლევა. კვლავ ლიმონს ვიყენებთ, ამ ციტრუსის სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით თმის მოვლის და გაღიავების შესანიშნავ საშუალებას მივიღებთ. ასე რომ, ახლა მისი მომზადების მეთოდზე დეტალურად გიამბობთ.

მომზადება:

  1. ერთი ჭიქა წყალი გააცხელეთ და 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ.
  2. როცა წყალი ადუღდება, 2 ს.კ ვაშლის ძმარი და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ.
  3. მიღებული ხსნარი კარგად აურიეთ, ხოლო როცა ის მზად იქნება, მაცივარში შეინახეთ. ცოტა ხნით მოიცადეთ, სანამ გაგრილდება, შემდეგ სველ თმაზე წაისვით.
  4. ხსნარის წასმა რომ გაგიმარტივდეთ, შეგიძლიათ პულვერიზატორი გამოიყენოთ. ამასთან თავის მასაჟი არ დაგავიწყდეთ. ხსნარი თმაზე 20 წუთით გაიჩერეთ.
  5. დამამთავრებელი ნაბიჯი: თავი დაიბანეთ, კონდიციონერი ან დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. მიღებული შედეგი გაგახარებთ.

როგორ ეფექტს უნდა ველოდოთ?

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს რეცეპტები თმის ტონს მხოლოდ ოდნავ გააღიავებს და სრულად არ შეცვლის. თუ თქვენ შავი ფერის თმა გაქვთ, ამ საშუალებების გამოყენებით თმა ღია წაბლისფერი ვერ გახდება. ამ საშუალებების რეგულარული გამოყენება თმას სასიცოცხლო ბრწყინვალებას მიანიჭებს და უფრო ნათელს გახდის.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლიმონის გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოთ და ეს ხილი ცალკე არასდროს გამოიყენოთ: ის თმას აშრობს. სწორედ ამიტომ ლიმონის სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან გამოყენებას გირჩევთ, ხოლო შემდეგ თავი აუცილებლად ჩამოიბანეთ კონდიციონერის ან დამატენიანებელი კრემის დახმარებით. ასე თმას გამოშრობისგან დაიცავთ.

ამ რეცეპტის გამოყენება რამდენად ხშირად შეიძლება? გირჩევთ კვირაში 2-ჯერ. ეს საკმარისი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი და ეფექტური რჩევები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა და უკვე მალე სარკეში თქვენი გამოსახულება გაგახარებთ და თქვენს განახლებულ სახეს შეაფასებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს