მწვანე ჩაი რაციონის საუკეთესო დანამატი გახდება, თუ მუცლის ცხიმის მოშორება გსურთ. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს და ანთებით პროცესებს ამცირებს.
ჩაის მრავალფეროვანი სახეობებიდან აბდომინალური ცხიმის მოსაშორებლად მწვანე ჩაი არის რეკომენდებული. რა თქმა უნდა, ის სასწაულმოქმედი საშუალება არაა, რომელსაც პრობლემის მარტო გამკლავება შეუძლია. მაგრა, თუ მწვანე ჩაის რეგულარულად დალევთ, ის მეტაბოლიზმის და ზედმეტ წონასთან ბრძოლის მეთოდს დააჩქარებს.
მწვანე ჩაი ჩინეთის კულტურიდან შემოვიდა. თავიდან მცენარის ახალი ფოთლებს კრეფენ, შემდეგ აშრობენ, პრესავენ და აქუცმაცებენ. დამუშავების პროცესში პროდუქტი მჟავე პროცესს გადის და ეს მას განსაკუთრებულს ხდის.
მწვანე ჩაი ბევრ ანტიოქსიდანტს და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს. აქედან მოდის მისი ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედება (ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს). თუ მწვანე ჩაის მიღებას სხვა „სწორ“ ინგრედიენტებს დაუმატებთ, მისი სასარგებლო თვისების გაძლიერებას შეძლებთ. და დღეს 3 საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ. მწვანე ჩაის დალევის ახალი მეთოდი შეისწავლეთ, რომ მუცლის ცხიმი მოიშოროთ!
რატომ გვეხმარება მწვანე ჩაი აბდომინალური ცხიმის მოშორებაში?
ბევრმა მწვანე ჩაის დალევა იმისთვის დაიწყო, რომ მუცლის ცხიმი მოეშორებინა. და ნამდვილად, მის უპირატესობებს შორის ერთ-ერთი მთავარი, სწორედ ზედმეტ წონასთან ბრძოლაა. მაგრამ რატომ? აი, რამდენიმე არგუმენტი:
1.სასმელი კალორიების ხარჯვას ზრდის, რაც სხეულის მასის დაკარგვასთან პირდაპირ კავშირშია;
2.ის მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და საკვები ფერმენტების მოქმედებას აძლიერებს;
3.შარდმდენი თვისება აქვს, რაც სითხის შეკავებას თავიდან გვაცილებს და ანთებით პროცესებს აქრობს;
4.მისი აქტიური ნივთიერება სისხლის გაწმენდას ხელს უწყობს, ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები გამოაქვს, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების საფრთხეს უქმნიან.
5.EGCG და ელ-თიანინი, რომელთაც მწვანე ჩაი შეიცავს, აბდომინალური ცხიმის შემცირებას ხელს უწყობს.
საუკეთესო მეთოდები მწვანე ჩაის დასალევად, რომ მუცლის ცხიმი გააქროთ
ბევრი ვარიანტი არსებობს: დასაყენებელი ჩაის პაკეტი, ცივი მწვანე ჩაი ან ტაბლეტის სახით. ყველაზე სასარგებლო, რა თქმა უნდა, ახალ მომზადებული სასმელი იქნება. უმჯობესია, თუ მას დამატებით ინგრედიენტებს დაუმატებთ, რომ ეფექტი გააძლიეროთ. აი, რამდენიმე იდეა.
1.მწვანე ჩაი პიტნით
პიტნა ერთ-ერთ ნატურალურ ინგრედიენტს წარმოადგეს, რომელსაც მწვანე ჩაის მუცლის ცხიმთან ბრძოლის ეფექტის გაძლიერება შეუძლია. ანტიოქსიდანტების და საკუთარი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ეს სასმელი გასახდომი დიეტის იდეალური დანამატი იქნება.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წყალი (250 მლ)
- 1 ს/კ მწვანე ჩაი (15 გრ)
- 5 პიტნას ფოთოლი
- 1 ს/კ თაფლი (25 გრ)
მომზადების მეთოდი:
1.წყალი გააცხელეთ. როცა ადუღდება, მწვანე ჩაი და პიტნა დაუმატეთ.
2.ცეცხლი შეამცირეთ მინიმუმამდე და სასმელს 5 წუთით დაყენება აცადეთ.
3.შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და კიდევ 15 წუთით გააჩერეთ.
4.გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
გამოყენების მეთოდი:
1.მწვანე ჩაი პიტნით უზმოზე დალიეთ, 2-3 კვირის განმავლობაში.
2.ერთი კვირა შესვენება გააკეთეთ, შემდეგ „კურსი“ კვლავ გაიმეორეთ.
2.კოქტეილი მწვანე ჩაით და ავოკადოთი
ამ მწვანე კოქტეილის შარდმდენი და გამწმენდი თვისება გამოგადგებათ, თუ წელის ზომების შემცირება გადაწყვიტეთ. სასმელში ენერგეტიკული კომპონენტები ფიზიკური და გონებრივი დონის გაზრდაში დაგეხმარებათ.
აღსანიშნავია, რომ მასში შედის ანტიოქსიდანტები და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მეტაბოლიზმის ფუნქციებს აუმჯობესებენ. და ბოლოს, ეს მწვანე კოქტეილი კუნთოვანი მასის ზრდას ხელს შეუწყობს და ჭამის სურვილს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ძალიან ნოყიერია.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ მწვანე ჩაი (5 გრ)
- ½ ჭიქა წყალი
- ½ მწიფე ავოკადო
- 1 მწიფე ბანანი
- 3 ცალი ნუში
მომზადების მეთოდი:
1.მწვანე ჩაი წყალში ჩაყარეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
2.შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 15 წუთით დააყენეთ.
3.გადაწურეთ და ბლენდერის ჭიქაში გადაასხით.
4.რბილი ავოკადო, ბანანი და ნუში დაუმატეთ.
5.ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
გამოყენების მეთოდი:
1.ასეთი კოქტეილი უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
2.სურვილის შემთხვევაში დღის მეორე ნახევარშიც შეგიძლიათ დალიოთ.
3.მთავარია, კვირაში მინიმუმ 3-ჯერ.
3.მწვანე ჩაი, ანანასი და გუარანა
ანანასი და გუარანა მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებს აძლიერებენ და სასმელს აბდომინალურ ცხიმთან ბრძოლისთვის უფრო ეფექტურს გახდის. ასეთი ინგრედიენტების კომბინაცია სისხლის ბუნებრივად გაწმენდას და ორგანიზმის ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოდევნას ხელს შეუწყობს.
მათში შემავალი ნივთიერებები ღვიძლის და თირკმლების ფუნქციებს გააუმჯობესებენ და ინტოქსიკაციას თავიდან აგაცილებთ. ასე, თქვენ მიიღებთ სასმელს, რომელიც ნაწლავების შეკრულობას მოგიხსნით და მუცელს და კიდურებს ზედმეტ მოცულობას მოაშორებს.
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა წყალი (500 მლ)
- 1 ს/კ მწვანე ჩაი (15 გრ)
- 1 ნაჭერი ანანასი
- ½ ჩ/კ გუარანას ფხვნილი (2,5 გრ)
მომზადების მეთოდი:
1.წყალი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
2.შემდეგ მწვანე ჩაი, ანანასი და გუარანას ფხვნილი დაუმატეთ.
3.5 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით.
5.გააჩერეთ 15 წუთით და გადაწურეთ.
გამოყენების მეთოდი:
1.1 ჭიქა ასეთი სასმელი უზმოზე და დღის მეორე ნახევარში დალიეთ.
2.კვირაში 3-ჯერ 2 კვირის განმავლობაშ.
მსგავსი მეთოდით აბდომინალურ ცხიმთან ბრძოლა გიცდიათ? თუ არა, ერთ-ერთი სასმელი თქვენს დიეტას დაუმატეთ. როგორც ხედავთ, მათი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო სარგებელი უზარმაზარი აქვს! ამაში თავად დარწმუნდებით! გემრიელად მიირთვით!