ყაყაჩოს ფესვები მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

1724
ყაყაჩოს ფესვები მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ
ყაყაჩოს ფესვები მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

ზოგადად, ყაყაჩოს ფესვები ქალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ცნობილია. თუმცა, ეს საშუალება სპორტსმენებს ძლიერი დატვირთვის დროს დაეხმარება.

ყაყაჩოს ფესვები საკმაოდ ახალგაზრდა პროდუქტია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მის შესახებ არავინ იცოდა. მიუხედავად ამისა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნატურალური საშუალებაა ქალების ჯანმრთელობისთვის. მას მენოპაუზის წინა პერიოდის და მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომების რეგულირება შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყაყაჩოს ფესვები არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის სასარგებლოა. სხვა სიტყვებით, ეს ნატურალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც სქესის და ასაკის მიუხედავად ყველსთვის სასარგებლოა.

რა არის ყაყაჩოს ფესვი?

პირველ რიგში, მოდით გავერკვეთ, თუ ეს რა არის. ყაყაჩო ეს არის მცენარე, რომლის სამშობლოდ პერუ ითვლება, ამიტომ მას ხშირად „პერუს ყაყაჩოს“ უწოდებენ. ნატურალურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ბოლო წლებში ყაყაჩოს ფესვები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა იმის წყალობით, რომ სხვადასხვა სახის პრობლემების განკურნება შეუძლია.

ყაყაჩოს ფესვები B ჯგუფის ვიტამინებს, ნახშირწყლებს, პროტეინებს (ცილებს), მინერალებს და მცენარეულ უჯრედის შეიცავს. მას ენდოკრინოლოგიური სისტემის დარეგულირება შეუძლია. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში სხვადასხვა სახის ჰორმონალური დარღვევის დროს მისი ეფექტურად გამოყენება შეიძლება.

ასევე, ამ მცენარეს ყურადღება სპორტსმენებმაც უნდა მიაქციონ. ყაყაჩო გამძლეობას ზრდის და ენერგიით აგავსებთ. გარდა ამისა, ყაყაჩო ღირებულ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და ამიტომ ნებისმიერი სრულყოფილი დიეტისთვის დროს მისი გამოყენება გონივრულია.

როგორ მივიღოთ ყაყაჩო?

ყაყაჩოს ფესვი შეგიძლიათ ორი ფორმით იყიდოთ: ფხვნილი და ტაბლეტი. ორივე ვარიანტი ერთნაირად მოქმედებს. თუმცა დოზირება არსებულ პრობლემაზე არის დამოკიდებული, რომლის გადაჭრაც გსურთ.

ამ მხრივ, ყაყაჩო ფხვნილის სახით გამოსაყენებლად ბევრად უფრო მოსახერხებელია, რადგან ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას უფრო შეძლებთ. გარდა ამისა, სპეციალისტები გირჩევენ მცირე დოზით დაიწყოთ, რომ ორგანიზმი მატონიზირებელ მოქმედებას მიეჩვიოს.

ყაყაჩოს თესლის რეცეპტები, რომლებიც მენოპაუზის დროს გვეხმარებიან

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დოზირება ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეიძლება იცვლებოდეს.

1.სმუზი

იმის წყალობით, რომ ყაყაჩოს ფესვი დიდი რაოდენობით აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, შეგიძლიათ სხვადასხვა სახის სასმელებს დაუმატოთ. გირჩევთ ეს სმუზი ხილის ნაჭრებთან ერთად გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ყაყაჩოს ფესვის ფხვნილი (15გრ)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მლ)
  • 2/3 ჭიქა ხილი თქვენი არჩევანით (100 გრ)

რა უნდა გააკეთოთ?

1.ყაყაჩოს ფხვნილი ცივ წყალში გახსენით.

2.ნებისმიერი, თქვენთვის საყვარელი ხილი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

3.იმწამსვე დალიეთ.

2.ყაყაჩოს ჩაი

ეს სასმელი ყაყაჩოს ფესვების კონცენტრატს წარმოადგენს, ამიტომ ძლიერ დაღლილობას სწრაფად მოგაშორებთ. განსაკუთრებით ქალებს მენოპაუზის პერიოდში.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ დაფქული ყაყაჩოს ფესვი (45გრ)
  • ½ ჭიქა წყალი (125მლ)

რა უნდა გავაკეთოთ?

1.წყალი გააცხელეთ და ყაყაჩოს ფხვნილი დაუმატეთ.

2.კიდევ 20 წუთით საშუალო ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ კი ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

3.შეგიძლიათ ბუნებრივი გემოს დამატკბობელი დაუმატოთ.

3.საკონდიტრო კრემი

მაღაზიებში შეიძლება ყაყაჩოს ფესვი შოკოლადის გემოთი შეგხვდეთ. არ გაგიკვირდეთ, ის ზუსტად ისეთივე თვისებებს ფლობს, როგორც ტრადიციული ვარიანტი. ასევე შეგიძლიათ საკონდიტრო ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენოთ. გირჩევთ ამ გემრიელი კრემის რეცეპტი სცადოთ:

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა ათქვეფილი ნაღები (125 მლ)
  • 3 ს/კ შოკოლადის ყაყაჩოს ფესვი (45 გრ)
  • ორცხობილა

რა უნდა გავაკეთოთ?

1.ათქვეფილი ნაღები შოკოლადის ყაყაჩოს ფესვს ფრთხილად აურიეთ.

2.როცა კრემი შოკოლადის ფერს მიიღებს, ათქვეფა შეწყვიტეთ და ორცხობილას ნაჭრები დაუმატეთ.

3.გირჩევთ ეს გემრიელი დესერტი კვირაში მაქსიმუმ ერთხელ მიირთვათ. ის საკმაოდ კალორიულია.

4.წვნიანი

როგორც უკვე იცით, ყაყაჩო ვიტამინებით მდიდარია. სწორედ ამიტომ მას წვნიანებში ამატებენ, რომ მისი კვებითი ღირებულება გაზარდონ. ასეთი წვნიანი მენოპაუზის დროს ძალიან სასარგებლოა. უბრალოდ საყვარელი ბოსტნეული, ყაყაჩოს ფესვი აიღე და გემრიელი წვნიანი მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბოსტნეული (გემოვნებით)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მლ)
  • სანელებლები (გემოვნებით)
  • 1 ს/კ ყაყაჩოს ფესვი (15გრ)

რა უნდა გავაკეთოთ?

1.ბოსტნეულის წვნიანი მოამზადეთ, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდით.

2.ბოლოს სანელებლები და 1 ს/კ დაქუცმაცებული ყაყაჩოს ფესვი დაუმატეთ.

3.კარგად არევა არ დაგავიწყდეთ, რომ ყაყაჩოს გემო ძალიან შესამჩნევი არ იყოს.

4.და ბოლოს, სუფრაზე ცხელი გაიტანეთ.

5.სასმელები ყაყაჩოთი

თუ დრო არ გაქვთ, ყაყაჩოს ფესვი შეგიძლიათ ნებისმიერ სასმელს დაუმატოთ: ჩაი, წვენი, ჩვეულებრივი წყალი…ეს სასმელი ცხიმოვანი მჟავის დონის და მინერალების გაზრდაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ რეცეპტს ყველაზე ცნობილი სასმელის – სტაფილოთი.

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა სტაფილო (70 გრ)
  • 4 ჭიქა წყალი (1 ლ)
  • 1 ½ ს/კ ყაყაჩოს ფესვების ფხვნილი (22 გრ)
  • თაფლი ან დამატკბობელი (გემოვნებით)

რა უნდა გავაკეთოთ?

1.სტაფილო წყალთან ერთად დააბლენდერეთ, თაფლი ან დამატკბობელი დაუმატეთ.

2.შემდეგ კვლავ დააბლენდერეთ, მაგრამ ამჯერად ყაყაჩოს ფესვების ფხვნილი დაუმატეთ. სასმელი მზადაა!

3.გირჩევთ დღეში ორჯერ დალიოთ.

ყაყაჩო მოქმედებს როგორც ადაპტოგენი, ანუ ჰორმონების წარმოებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ მას ხშირად ქალებს ურჩევენ. თუმცა ყაყაჩოს ფესვები ასევე მეხსიერების პრობლემების და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს, ასე რომ მისი მიღება ყველასთვის სასარგებლო იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს