მთელი ეს წლები გვატყუებდნენ: ქოლესტერინს ათეროსკლეროზთან კავშირი არ აქვს

1391

დღეს მინდა ქოლესტერინის შესახებ გესაუბროთ. პირველ რიგში, ერთი საინტერესო ისტორია მინდა გიამბობთ. ცნობილმა ვენელმა ექიმმა, თეოდორ ბილროტიმ ერთხელ სტუდენტებს ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა. მათ თხებისა და ცხვრებისთვის ფარისებრი ჯირკვალი უნდა ამოეღოთ.

ჩატარებული ოპერაციების შედეგმა ქირურგის და თანაშემწეების გაოცება გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ცხოველებს ოპერაციის გამო ძალიან მცირე რაოდენობის ქოლესტერინის გამომუშავება დაეწყოთ, რამაც არტერიის სრული ათეროსკლეროზი გამოიწვია. ანუ ცხოველები, რომლებიც ბალახს მიირთმევდნენ და ქოლესტერინის შემცველ ცხოველურ საკვებს არასდროს იყენებდნენ, ათეროსკლეროზით იტანჯებოდნენ.

ეს პირველი ნიშანი გახდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა შეიძლება ათეროსკლეროზის მიზეზი გახდეს. მეცნიერებმა შემდეგ აქტიურად კვლევის ჩატარება დაიწყეს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკვებში ცხიმოვანი საკვების გამოყენება კი არა, არამედ ფარისებრი ჯირკვლის არასწორ მუშაობაშია. ამასთან დაკავშირებით მე-19 საუკუნეში პაციენტებში ათეროსკლეროზს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მცირე დოზის გამოწერით კურნავდნენ.

ყველაფერი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში თეორიის გამოჩენამ შეცვალა, რომელიც ამ დაავადების გაჩენაში ცხოველურ პროდუქტებში შემავალ ქოლესტერინს აბრალებდა. ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ეს საშინელი ბოდვა ფარმაცევტული კომპანიების აქტიურობასთანაა დაკავშირებული, რომლებიც ყველგან მოგებას ეძებენ.

ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ სწორედ ეს თეორია გახდა ფატალური ადამიანებისთვის, რომლებიც ათეროსკლეროზით იტანჯებოდნენ. ექიმის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითი აშშ-ს პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის გარდაცვალება გახდა. ინფარქტის შემდეგ პოლიტიკოსს დაბალი ქოლესტერინის შემცველი დიეტა გამოუწერეს, რომელმაც სიტუაცია მხოლოდ გაამწვავა. ადამიანი რაც უფრო გამორიცხავს რაციონიდან ცხოველურ ცხიმებს, მით უფრო გაიზრდება ქოლესტერინი.

ასეთი გადაწყვეტილების შედეგი გახდა წონის სწრაფად მატება და რამდენიმე ინფარქტი, რომელიც ეიზენჰაუერის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა. არც ერთმა ჩატარებულმა კვლევამ ათეროსკლეროზის განვითარებაში ცხოველური ცხიმების დანაშაული არ დაამტკიცა, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება არ მოხდა. მხოლოდ წარმოიდგინეთ, ეს ფარმაცევტული კომპანიების შემოსავალზე რა დარტყმას მოახდენდა, რადგან გაყიდვების ლიდერი სწორედ რომ ანტი ქოლესტერინის მედიკამენტებია.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ათეროსკლეროზთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი რაციონიდან „მკვრივი“ ნახშირწყლების გამორიცხვა იქნება. მათ შეიცავს ტკბილეული, სახამებელი და რაფინირებული პროდუქტი. სწორედ ეს პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან.

ცნობილი ფიზიოლოგი რუდოლფ ვიხრი წერდა იმის შესახებ, რომ ქოლესტერინის მომატებული დონე ორგანიზმის დარღვეული პროცესის შედეგია. სტატისტიკის გაანალიზებით, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაბალი ქოლესტერინის მქონე ადამიანების გარდაცვალების დონე 2-ჯერ უფრო მაღალი იყო.

როგორც აღმოჩნდა, ქოლესტერინი ძლიერი ანტიმიკრობული საშუალებაა. ის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის უბრალოდ აუცილებელია. ქოლესტერინის დაბალი დონე ღვიძლის გადატვირთვას იწვევს, რადგან მისი ათვისება ნახშირწყლებიდან უწევს, რომ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოს.

ქოლესტერინი – ანტიოქსიდანტია, თუ მისი დონე მცირდება, ორგანიზმში შეიძლება ნაადრევად განვითარდეს დაავადებები:სიმსივნე, სექსუალური დისფუნქცია, მეხსიერების დარღვევა, პარკისონის დაავადება და ინსულტი. ცხოველური ცხიმების შემცველ პროდუქტებზე უარის თქმა კაცობრიობისთვის კატასტროფაა, ასე თვლიან მეცნიერები და გამოცდილი ექიმები.

ვიმედოვნებთ, ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ხაზი გავუსვით! გაუზიარეთ მეგობრებს და ქოლესტერინის შესახებ მითი გავფანტოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს