ჩემი დაქალი ამბობს, რომ თუ მთელი დღის მანძილზე ამ წვნიანს მიირთმევთ, 2 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. მისი ნამდვილად მჯერა. 3 თვის განმავლობაში ისე დაიკლო, რომ მისი ცნობა შეუძლებელია. მე კიდევ არ ვიზარმაცე და წვნიანის კვებითი ღირებულება შევაფასე. კალორიები მასში თითქმის არაა – 100 გრ მზა კერძი მხოლოდ 25 კალორიას შეიცავს! მას დიეტურ კერძებს შორის პირველ ადგილას ვაყენებ!
დიეტური ბოსტნეულის წვნიანი
წონაში დასაკლებად დიეტური ბოსტნეულის წვნიანის მოხმარება 3 მეთოდით შეიძლება: დღეში ერთხელ, საღამოს წვნიანის მიღება დღიური რაციონის კალორიულობის შესამცირებლად:
წვნიანის განმტვირთველი დღის მოწყობა (წვნიანი დღეში 3-ჯერ მიღება);
როგორც წვნიანის დიეტის (მხოლოდ წვნიანი დღეში 3-ჯერ) გამოყენება 3-5 დღე, ამასთან ყოველდღე ახალი წვნიანის მომზადება.
დღეს განმტვირთველი დღის წვნიანის იდეალურ რეცეპტს გთავაზობთ. მსგავსი წვნიანი ექიმი მიტჩელის დიეტაში გამოიყენება. ცხიმის წვის საიდუმლო მარტივია – ბევრი პომიდორი, დანარჩენი ინგრედიენტები კი მრავალფეროვნებისთვისაა საჭირო.
ინგრედიენტები:
- 100 გრ ნიახურის ღერო
- 3 სტაფილო
- 3 ხახვი
- 3 პომიდორი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 ლ პომიდვრის წვენი
- 1 კბილი ნიორი
- ახალი მწვანილი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1.გასუფთავებული და გარეცხილი ბოსტნეული გრძლად დაჭერით. სტაფილო სახეხზე გახეხეთ.
2.ყველაფერი ქვაბში მოათავსეთ და პომიდვრის წვენი დაასხით. სახლში მომზადებული ან ხარისხიანი მაღაზიაში ნაყიდი პომიდვრის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სურვილის მიხედვით პომიდვრის წვენი წყალში გახსენით.
3.წვნიანი ძლიერ ცეცხლზე დუღილის დაწყებამდე ხარშეთ, შემდეგ 10 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. დაქუცმაცებული ნიორი და მწვანილი დაუმატეთ. თავსახურის ქვეშ 10 წუთით დატოვეთ. გემრიელად მიირთვით!
დიეტური პომიდვრის წვნიანი კვების რაციონის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ და ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება. თუმცა, თუ რაციონს არ გადახედავთ და სადილობისას ერთ თეფშ წვნიანს მიირთმევთ, წონაში დაკლების იმედი არ გქონდეთ. ტკბილეულსა და სასუსნავებზე, შემწვარ და შებოლილ კერძებზე უარი აუცილებლად თქვით, ასევე მარილის რაოდენობა შეამცირეთ. მხოლოდ ამ პრინციპების დაცვით წონის დაკლებას შეძლებთ.
მოგეწონათ დიეტური ბოსტნეულის წვნიანის რეცეპტი? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!