9 მიზეზი თუ რატომ უნდა იამაყოთ, რომ თქვენ გარშემო ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანია

3980
9 მიზეზი თუ რატომ უნდა იამაყოთ, რომ თქვენ გარშემო ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანია
9 მიზეზი თუ რატომ უნდა იამაყოთ, რომ თქვენ გარშემო ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანია

ლომები განსაკუთრებული ადამიანები არიან. ისინი წარმატებისა და პოპულარულობისკენ ისწრაფვიან, მოქმედება უყვართ და ყოველთვის პოზიტიურად არიან განწყობილნი. ლომი ძლიერი, მგრძნობიარე და მოსიყვარულეა, ასევე გულუხვი, გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები და მამაცი.

ამ ნიშნის ძლიერი თვისებებია – თვითკონტროლი და ამბიციურობა. აი კიდევ 9 თვისება, თუ რატომ უყვართ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები!

1. ღირს შეხსენება, რომ ლომებთან არასდროს მოიწყენთ?
ლომებმა იციან, როგორ განაწყონ ადამიანი და როგორ გაართონ გარშემომყოფები. ამაში მათ თანასწორი არ ჰყავთ. ლომებს არ შეუძლიათ იმის მოთმენა, რომ ვიღაც მათ გარშემო მოწყენილია. მათ სურთ გააკეთონ ისე, რომ მის გარშემო ადამიანები მხიარულობდნენ.

2. ლომები ძალიან გულუხვები არიან – გრძნობაზე, სამსახურში, სიყვარულში, ყურადღებაზე. გულუხვობის გამოჩენა ლომებს ბედნიერს ხდის. 

თქვენ ახლობლებს შორის ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არის?  დარწმუნებული იყავით: ის იზრუნებს იმაზე, რომ იგრძნობთ თქვენ უყვარხართ და გაფასებენ. ლომი ერთ-ერთი ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი, ისინი სიყვარულის და ზრუნვის გამოხატვაზე არასდროს ძუნწობენ.

3. ლომები ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერთ. მათი მისია – ხალხის გამოწვევა. 
თუ თქვენ მორცხვი ადამიანი ხართ, ლომი თქვენ ღირსებებს აუდიტორიას თავად აღუწერს. ითვლება, რომ ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ამასთან გარშემომყოფების დაჩრდილვას არ ცდილობს, მათ სურთ რომ ახლობლებიც დიდების და პატივისცემის სხივებში ბანაობდნენ, გაიზარდონ და განვითარდნენ.

4. ლომი თქვენთან თამაშს არ დაიწყებს. მათ ეს არ სჭირდებათ. 
ლომებს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი თვისება აქვთ – ისინი ბუნებით განუყოფელნი არიან. მათ არ უყვართ მატყუარები, თაღლითები და ერთ-ერთ ასეთ პერსონაჟად ქცევა არასდროს ენდომებათ. ლომი ჩრდილში არ დარჩება და არ დაიმალება – ისინი ახლობლებთან ასეთ თამაშს არ თამაშობენ.

5. ლომები დაპირებას ტყუილად არ იძლევიან და სიტყვას არ გადადიან. ლომთან ურთიერთობაში ყველაფერი ძალიან მარტივია: თუ თქვენ მიმართ გულგრილი არაა, არ ინერვიულოთ – იმედს არ გაგიცრუებთ. 

ლომი

6. ლომებს ინიციატივის საკუთარ ხელში აღების არ ეშინიათ. მათ უყვართ რაღაც ახლის გასინჯვა – რაღაც ახალი საშიშის. 

წვეულებაზე წასვლა გსურთ, მაგრამ რაღაც გაკავებთ? ლომიც თან წაიყვანეთ. ყოფილი შეყვარებულის სახლიდან რაღაც ნივთის წამოღება გსურთ? მისია რომ წარმატებულად დაასრულოთ, ლომი დაპატიჟეთ. ყაისნაღით ქსოვის კურსებზე ჩაწერა გსურთ? დაე კურსებზე ლომთან ერთად იარეთ.

ლომი თქვენ შთაგაგონებთ, გიბიძგებთ (ნაზად, მაგრამ დაჟინებით), თავდაჯერებულობას და სითამამეს შეგმატებთ.

7. ლომი თქვენ მხარეს იქნება, თუ ეს აუცილებელი გახდება. 
გახსოვდეთ: ლომები თქვენ დაგიცავთ – გინდათ ეს თუ არა. ის თქვენზე იზრუნებს, როგორც საკუთარ შვილებზე. ასე რომ, როგორც დამცავ რგოლს, უკანასკნელ სინათლეს ისე მოეკიდეთ და არ გაუშვათ. ლომი ჩაძირვის უფლებას არ მოგცემთ.

8. ლომები ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე არიან, რაც ასე სჭირდება ბევრს!

ლომი – ეს მზეა, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა, რომ ადამიანები ყოველდღიურად გაამხიარულოს. მისგან სასიამოვნო სითბო და ძლიერი ენერგია გამოდის – მისგან დამუხტვა ყოველთვის შეიძლება, როცა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ.

9. ლომი – მთელი ცხოვრების პარტნიორი და მეგობარია. 
ლომებს ხანმოკლე ურთიერთობები არ აინტერესებთ, ისინი ძლიერი ურთიერთობისკენ ისწრაფვიან, რომელიც ემოციურ მიჯაჭვულობაზე არის დაფუძნებული. ისინი ენერგიას გაგიზიარებენ და, თუ ასეთი მოგზაურობა მოგეწონათ, თავის გულუხვ გულს და ერთგულებას შემოგთავაზებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს